II ს-ის მიწურულში გნოსტიციზმისა და ანტიკური ფილოსოფიის საპირისპიროდ, ეკლესიის მამები აუცილებლად რაცხენ ტერმინულად ჩამოაყალიბონ და ზედმიწევნით გამოთქვან ანუ მოძღვრებითად გადმოსცენ ქრისტიანობის, როგორც ჭეშმარიტი ფილოსოფიის, ჭეშმარიტი ”ცოდნის”, ”მცოდნეობის” ანუ ”გნოზისის” (h) gnwsij) არსი და განსაზღვრონ ქრისტიანის, როგორც ჭეშმარიტი ”გნოსტიკოსის” (განსხვავებით ცრუ გნოსტიკოსისაგან) სახე. ამგვარი მცდელობის აუცილებლობა უპირველესად მოსწავებულია ”ახალი აღთქმის” მიერ, შემდეგ ფრაგმენტულად მინიშნებულია აპოსტოლური და აპოლოგეტური ეპოქის ძეგლებში, მაგრამ მთელი სისავსითა და გამოთქმითი სიღრმით იგი ვლინდება II-III სს-ის მიჯნაზე ალექსანდრიის ეკლესიაში, კონკრეტულად, კლიმენტი ალექსანდრიელის (დაახლ. 140-214 წწ.) შრომებში.
კლიმენტი ალექსანდრიელი, რომელიც წარმოშობით იყო ათენიდან ანდა ალექსანდრიიდან[1], ევსები კესარიელის ცნობით, მოწაფე იყო პანტენოს ფილოსოფოსისა[2]. ევსები გვაუწყებს: ”ამ დროს (იგულისხმება II ს-ის 80-იანი წლები, ე.ჭ.) ალექსანდრიაში ცნობილი გახდა კლიმენტი, რომელიც იწვრთნებოდა საღვთო წერილში და რომელიც იყო მოსახელე რომაელთა ეკლესიის ძველი წინამძღვრისა და მოციქულთა მოწაფისა (იგულისხმება წმ. კლიმენტი რომაელი, ე.ჭ.). იგი მის მიერ შედგენილ შრომაში სათაურით ”მონახაზები” (u(potupw/seij) პანტენოსს იხსენიებს თავის მასწავლებლად. ვფიქრობ, რომ ასევე პანტენოსს გულისხმობს იგი ”სტრომატას” პირველ წიგნში, როდესაც მიუთითებს მის მიერ მიღებულ სამოციქულო მოსაყდრეობაში უმეტესად წარჩინებულ პირებზე” (ევსები, საეკლ. ისტ. V, XI; გ. ბარდის გამოც. თ. II, გვ. 40).
სხვაგან ევსები კვლავ გვაუწყებს: ”პანტენოსი შეცვალა კლიმენტიმ, რომელიც იმ დროს უწინამძღვრებდა ალექსანდრიის კატეხიზმურ სკოლას (... h kat / )Aleca/ndreian kath/xhsij)” (VI, VI, გ. ბარდის გამოც. II, გვ. 94).
იგივე ავტორი გვაწვდის ცნობებს კლიმენტის შრომების შესახებ: ”კლიმენტის ”სტრომატები”, სულ რვა წიგნი, დაცულია ჩვენთან; მათ აქვთ ასეთი წარწერა: ”ტიტუს ფლავიუს კლიმენტის გნოსტიკურ მოსახსენებელთა ნაირგვარობანი (strwmatei=j) თანახმად ჭეშმარიტი ფილოსოფიისა”. იმავე რაოდენობის წიგნებს შეიცავს მისი შრომა ”მონახაზები”, რომელშიც კლიმენტი გვიცხადებს თავისი მასწავლებლის პანტენოსის სახელს და რომელშიც იგი გადმოგვცემს საღვთო წერილის მისეულ განმარტებებს და სწავლებებს. კლიმენტის ეკუთვნის, აგრეთვე, ”მომაქცეველი სიტყვა ელინთა მიმართ”, სამი წიგნი შრომისა, რომელსაც აწერია ”აღმზრდელი” (Paidagwgo/j), მისი სხვა ქადაგება სათაურით ”ვინ არის ხსნილი მდიდარი?”, შრომა ”აღდგომის შესახებ” და შრომები: ”მარხვის შესახებ”, ”ცილისწამების შესახებ”, ”შეგონება მოთმინებისათვის”, ”ახალნათელღებულთა მიმართ”, შრომა, რომელსაც აწერია: ”საეკლესიო კანონი”, აგრეთვე: ”მათ მიმართ, რომლებიც იუდეველობენ”, რომელიც მან მიუძღვნა ზემოხსენებულ ალექსანდრე ეპისკოპოსს. ”სტრომატებში” იგი არა მხოლოდ საღვთო წერილის ნაირფერობას (kata/strwsij) ასაჩინოებს, არამედ გვიცხადებს, აგრეთვე, იმასაც, თუკი რამ სასარგებლო ჩანს ელინთა სიტყვებიდან... და, აგრეთვე, განჰმართებს ერესიარქთა ცრუ მოძღვრებებს, ვრცლად გადმოგვცემს ისტორიას და ჩვენ გვანიჭებს მრავალსწავლითი აღზრდის მასალას. ყოველსავე ამას იგი უზავებს ფილოსოფოსთა თვალსაზრისებს, რის გამოც, შინაარსის შესაბამის სათაურად მართებულად განაწესებს ”სტრომატას”. ამ შრომაში იგი იყენებს, აგრეთვე, საეჭვო ნაწერთა დამოწმებებს, როგორებიცაა: ე. წ. ”სიბრძნე სოლომონისა”, ”სიბრძნე ისუ ზირაქისა”, ”ებრაელთა მიმართ ეპისტოლე”, ბარნაბას, კლიმენტის, იუდას ეპისტოლეები, იხსენებს ტატიანეს სიტყვას ”ელინთა მიმართ”, იხსენიებს კასიანეს, როგორც, აგრეთვე, ”ქრონოგრაფის” დამწერს, კიდევ იუდეველ მწერლებს: ფილონს, არისტობულეს, იოსებს, დემეტრეს, ევპოლემოსს, რომელთაგან ყველამ მოსე და იუდეველთა მოდგმა ელინთა ძველტომობაზე უფრო უხუცესად წარმოაჩინა. კიდევ, აურაცხელი სხვა სასარგებლო სწავლებით არის აღსავსე ხსენებული კაცის წიგნები, რომელთაგან პირველში თავის თავს წარმოგვიჩენს, როგორც უმახლობელეს სამოციქულო მოსაყდრეობასთან (e)/ggista th/j tw/n a)posto/lwn genome/non diadoxh/j). იმავე შრომებში აღგვითქვამს, რომ განმარტავს ”შესაქმეს”, ხოლო თავის წიგნში ”აღდგომის შესახებ აღიარებს, რომ იგი ახლობლებმა აიძულეს შთამომავლობისათვის წერილობით გადაეცა ყველაფერი ის, რაც კი ძველ ხუცესთაგან გადმოცემით სმენოდა მას; ხოლო იხსენიებს იგი მელიტონს, ირინეოსს და ზოგ სხვასაც, რომელთა შესახებ მოგვითხრობს კიდეც” (საეკლ. ისტ. VI, 13-14; გ. ბარდის გამოც. თ. II, გვ. 104-106).
გარდა ”საეკლესიო ისტორიისა” ევსები კლიმენტის შესახებ ცნობას გვაწვდის მის სახელგანთქმულ ”ქრონიკაში”: ”კლიმენტი, ”სტრომატას” ავტორი, მღვდელი ალექსანდრიისა, ქრისტესმიერ ფილოსოფიაში საუკეთესო მასწავლებელი (a)ristoj dida/skaloj e)n th= kata\ Xristo\n filosofi/#) (იხ. პგ. VIII, სვ, 39).
სხვაგან ევსები ”საკვირველს” (qauma/sioj) უწოდებს კლიმენტის: ”ყოველსავე ამას ცხადად ასაჩინოებს საკვირველიკლიმენტი თავის ”შეგონებაში ელინთა მიმართ” (ევსები კესარიელი, შემზადება სახარებისა, 11,2; შდრ. პგ. VIII, სვ. 39). ეს ეპითეტი კლიმენტის მიმართ მეორდება ევსების იმავე შრომის IV წიგნში (o( qauma/sioj Klh/mhj).
ქრონოლოგიურად მომდევნო საეკლესიო მწერალი, რომელიც იხსენიებს კლიმენტი ალექსანდრიელს, არის დიდი მამა წმ. კირილე ალექსანდრიელი (გარდ. 444 წ.), რომელიც გვაუწყებს:
”კლიმენტი, რომელიც ყოვლითურთ შეუდგა წმინდა მოციქულებს... თავის ”სტრომატაში” ამბობს...” (წმ. კირილე ალექსანდრიელი, ივლიანეს წინააღმდეგ, წიგნი VI; იხ. პგ. VIII, სვ. 40). იმავე შრომაში წმ. კირილე კლიმენტის შესახებ ამბობს: ”...კლიმენტი, კაცი შერაცხილი და სწავლისმოყვარე” (a)nh\r e)llo/gimoj kai\ filomaqh/j), რომელმაც იმგვარად გამოიძია ელინური წიგნების სიღრმე, როგორც, ალბათ, ცოტა ვინმემ მასზე უწინარეს”. (იქვე, წიგნი VII; პგ. VIII, სვ. 40-41). საგულისხმოა, აგრეთვე, იმავე მამის შემდეგი სიტყვები: ”თქვა კლიმენტიმ, კაცმა შერაცხილმა(”ელლოგიმოს”) და მრავლის მცოდნემ (”პოლიჰისტორ”)” (იქვე, თავი X).
ნეტარი იერონიმე (IV ს.), რომელიც ვრცლად გვაუწყებს კლიმენტის შესახებ შრომაში ”ბრწყინვალე კაცთა შესახებ”, ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს: ”კლიმენტიმ, მღვდელმა ალექსანდრიის ეკლესიისა, ჩემი აზრით, ყველაზე განათლებულმა(omnium eruditissimus) რვა წიგნად დაწერა ”სტრომატა” (ეპისტოლე მაგნუსისადმი).
ცნობილი ბიზანტიელი ისტორიკოსი სოძომენე თავისი ”საეკლესიო ისტორიის” I წიგნში გვამცნობს:
”კლიმენტი და ჰეგესიპე, - კაცნი უმეტესად ბრძენნი (a)/ndrej sofw/tatoi), სამოციქულო მოსაყდრეობას შედგომილნი...”
”უწმინდესად” სახელდებს კლიმენტის ცნობილი ადრექრისტიანული ძეგლი ”პასქალური ქრონიკა”:
”ალექსანდრიის ეკლესიის მღვდელი გახდა უწმინდესი კლიმენტი (Klh/mhj o( o(siw/tatoj), კაცი ძველთუძველესი და მოციქულთაგან არცთუ დიდი დროით დაშორებული” (იხ. პგ. VIII, სვ. 44).
”წმიდას” უწოდებს კლიმენტის ნეტარი თეოდორიტე კვირელი (V ს.), რომელიც აღნიშნავს: ”...ამის მოწმედ წარმოგიდგენთ ”სტრომატას” ავტორს, წმიდა კაცს (i(ero\n a)/ndra) კლიმენტის” (იხ. პგ. VIII, სვ. 44).
”ფილოსოფოსთა ფილოსოფოსის” სახელს განუკუთვნებს კლიმენტის წმ. მაქსიმე აღმსარებელი, რომელიც წმ. ათანასე ალექსანდრიელთან დაკავშირებით გვაუწყებს:
”კანონად გამოიყენა მან (ათანასემ, ე.ჭ.) კლიმენტი, ჭეშმარიტად ფილოსოფოსთა ფილოსოფოსი (filo/sofoj tw=n filoso/fwn), რომელიც ”სტრომატას” VIII წიგნში ნებელობას განსაზღვრავს, როგორც ”წადიერებით გონებას”, ხოლო ”განზრახვას” – როგორც ”გონივრულ წადიერებას” ანუ ”რაიმეს ნებებას” (პგ. VIII, სვ. 44).[3]
კლიმენტის ამავე სიტყვებს იმოწმებს წმ. იოანე დამასკელი, რომელიც თავად კლიმენტის ”ნეტარად” სახელდებს:
”ნებელობა არის, თანახმად ნეტარი კლიმენტისა, წადიერებითი ძალი” (იოანე დამასკელი, ქრისტეში ორი ნების შესახებ, პგ. 95, სვ. 161. ა).
წმ. იონე დამასკელის აღნიშნული ძეგლი ძველქართულად თარგმნა არსენ იყალთოელმა. მის თარგმანში ზემორე სიტყვები ასეთი სახისაა: ”ნებება უკუე არს, ნეტარისა კლიმენტოჲსებრ, ძალი... წადიერებითი” (ხელნ. A-205, 221 V).
სხვაგან წმ. იოანე დამასკელი კლიმენტის ”ძველთუძველესს” (a)rxaio/tatoj) უწოდებს (იხ. პგ. VIII, სვ. 45).
მომდევნო ხანაში კლიმენტის შრომათა დაწვრილებითი განხილვა მოგვცა ფოტი პატრიარქმა, რომელმაც ამ შრომებიდან ცალკე გამოყო ჩვენამდე არმოღწეული ძეგლი ”მონახაზები” და უარყოფითად შეაფასა იგი. როგორც ჩანს, ეს შრომა უნდა ყოფილიყო ისეთივე გამონაკრები გნოსტიკოსთა თხზულებებიდან, როგორებიცაა კლიმენტის ორი თხზულება: ”გამონაკრებნი თეოდოტიონიდან”, და ”საწინასწარმეტყველო ეკლოგები”. ამგვარი სპეციალური შესწავლა გნოსტიკური შრომებისა კლიმენტის ესაჭიროებოდა მათი მთლიანი მხილებისა და დამხობისათვის, რაც აღასრულა კიდეც ”სტრომატების” რვაწიგნეულში.
------------------------------------------------------------------
[1] – წმ. ეპიფანე გვაუწყებს: ”კლიმენტის ზოგი ალექსანდრიელად ამბობს, ზოგი კი ათენელად” (”წვალებათა წინააღმდეგ”, თავი XXXII, 6; პგ. 41, სვ. 552 ბ).
[2] – პანტენოს ფილოსოფოსის შესახებ ევსები გვაუწყებს: ”ანტონიუსს კმაეყო თერთმეტი წელი იმპერატორობისა. შემდეგ ძალაუფლება მიიღო კომოდუსმა (179 წელი, ე.ჭ.), რომლის პირველ წელს აგრიპინამ დაასრულა თავისი თორმეტწლიანი მსახურება და ალექსანდრიის ეკლესიათა ეპისკოპოსობა ერწმუნა ივლიანეს. ჟამსა მას, იქაურ მორწმუნეთა ცხოვრებას (diatribh) უწინამძღვრებდა კაცი, უმეტესად დიდებული თავისი განსწავლულობით, სახელად პანტენოსი (Pa/ntainoj), რომელსაც, ძველი ჩვეულებისამებრ, მათ შორის დაფუძნებული ჰქონდა წმინდა სიტყვათა სასწავლებელი. ეს სასწავლებელი დღემდე განაგრძობს არსებობას და ვიცით, რომ გამგებლობენ მას სიტყვითა და საღვთო გულმოდგინებით ძლიერი პირები. ჟამსა მას, როგორც გადმოგვცემენ, ზემოხსენებული კაცი იყო უმეტესად გამოჩენილი, რომელიც თუმცა ფილოსოფიური სკოლიდან, ე.წ. სტოიკოსებიდან გამოვიდა, მაგრამ, ამბობენ, იმგვარად მგზენებარე ლტოლვა და წადიერება აჩვენა საღვთო სიტყვის მიმართ, რომ აღმოსავლეთის წარმართებს ქრისტესმიერი სახარების მქადაგებლადაც წარმოუჩნდა და იმოგზაურა კიდეც თვით ინდოელთა ქვეყნამდე, რადგანაც ჯერ კიდევ იყვნენ მაშინ, დიახ, კვლავაც იყვნენ მრავალნი მქადაგებელნი სიტყვისა, რომლებიც იმაზე ზრუნავდნენ, რომ აღეღოთ მათ საღვთო შური სამოციქულო მბაძველობისა ღვთის სიტყვის ასაღორძინებლად და განსამტკიცებლად (სიტყ. ”აღსაშენებლად”). ერთ-ერთი მათგანი იყო პანტენოსი, რომელზეც გაგვიგია, რომ ინდოელებთან მივიდა იგი; მან, როგორც ამბობენ, ისიც შეიტყო, რომ უწინარეს მისი იქ მისვლისა ვიღაც პირებს, რომლებიც შეემეცნენ ქრისტეს, უკვე მიტანილი ჰქონდათ ინდოეთში მათეს სახარება. ამ პირებისათვის უქადაგებია ბართლომეს, მოციქულთაგან ერთ-ერთს, რომელსაც მათთვის დაუტოვებია მათეს ებრაულად ნაწერი ტექსტიც. ეს ტექსტი შენახული ყოფილა აღნიშნულ დრომდე. თავად პანტენოსი, მრავალ წარმატებათა შემდეგ, საბოლოოდ გახდა წინამძღვარი ალექსანდრიის სასწავლებლისა. იგი ცხოველი ზეპირმეტყველებითა და წერილობითი გზით საჩინოყოფდა საღვთო დოგმატთა საუნჯეებს” (ევსები, საეკლ. ისტ. V, X, გ. ბარდის გამოც. ტ. II, გვ. 38-40).
[3] – წმ. მაქსიმეს აღნიშნული სიტყვების ძველი ქართული თარგმანი ასეთია: ”კანონსა ჴუმევითა ამისდა მიმართ ნანდჳლვე ფილოსოფოსთა ფილოსოფოსისა კლიმენტოჲსსა მეექუსესა სიტყუასა შინა ”სტრომატეოთასა”, რომელი ნებასა სადმე წადიერებითად გონებად განასაზღვრებს ყოფად...” (ხელნ. გელ. 14, ფოტო გვ. 482, სვ. 2). სხვაგან კლიმენტის ”საღვთო მოძღვრად” სახელდებს წმ. მაქსიმე: ”ხოლო რაჲსა მიმართად შორისქმნაჲ თქუა საღმრთომან ამან მოძღუარმან (კლიმენტი ალექსანდრიელმა, ე.ჭ.)” (გელ. 14,482 სვ. 2).
ედიშერ ჭელიძე
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
გამოაქვეყნა igxccom_მ.
თარიღი: ნოემბერი 15, 2025.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electronic Arts has always stood at the intersection of creativity and technology, pioneering new experiences across decades of gaming evolution. But as the industry pushes aggressively into generative AI, a growing rift is emerging within EA between leadership’s enthusiasm and employees’ lived realities. A recent wave of internal reports paints a sobering picture of AI integration that is far more chaotic and counterproductive than originally advertised.
The broader gaming landscape…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: ნოემბერი 11, 2025.
საათი: 11:00pm
1 კომენტარი
1 Like
თან რომ გაგიხარდება და თან რომ გადაგარდიანებს ისეთი ამბავი „შემხვდა“. ბლოგად არაფერი, უბრალოდ რომ არ დამავიწყდეს ...
15 ნოემბერი, 19:00 საათი, ჯანო კახიძის ცენტრი, საქართველოს 45 სალოტბარო სკოლის 500 მოსწავლე.
გალა კონცერტი
ჩართული მუნიციპალიტეტები: 1. ამბროლაური; 2. ონი; 3. ცაგერი;…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 4, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
The highly anticipated EA FC 26 is almost here, bringing with it a host of exciting new features. Among these is a revamped skill move system, introducing four fresh techniques to elevate your gameplay. Let's dive into these new skills, exploring their intricacies and how to effectively utilize them on the pitch.
1. Big Feint (2 stars):
The Big Feint is a powerful dribbling move that allows you to quickly change direction and leave your opponents in the dust. To execute it,…
გაგრძელება
© 2025 George.
•