პლატონი, ნადიმი
თავი VI

      ამრიგად, როგორც ვთქვი, პირველად ფედროსმა ილაპარაკა. აი, დაახლოებით, როგორი იყო მისი სიტყვა: – ეროსი დიდი ღმერთია და მრავალ მიზეზთა, უპირველეს ყოვლისა კი მისი წარმოშობის გამო, ყველაზე საოცარიც ღმერთთა და კაცთა შორის. მართლაც, ის ხომ ყველა უკვდავზე უძველესია. ამას ისიც მოწმობს, რომ ეროსს მშობლები არა ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, არცერთი პოეტი მათ არ იხსენიებს, ხოლო ჰესიოდე[1] ამბობს – პირველად ქმნულ იქნაო ქაოსი, შემდეგ კი „ვრცელკალთიანი დედამიწა, უკვდავი ფუძე ყველა საგანთა არსებულთა და სიყვარული“[2].

      ამრიგად, ჰესიოდეს თანახმად, ეს ორი იშვა პირველად – მიწა და ეროსი. ხოლო პარმენიდე[3] პირველშესაქმისთვის გვეუბნება: „უკვდავთა შორის მან ეროსი შექმნა პირველად“.

      ჰესიოდეს კვერს უკრავს აკუსილეოსიც[4]. ამრიგად, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ეროსი უძველეს ღმერთთა რიცხვს ეკუთვნის. უძველესი რომ არის, ეროსი უდიდეს სიკეთეთა მომნიჭებელიცაა ჩვენთვის. მართლაც, მე ვერ ვიტყოდი, რა შეედრება ყმაწვილი კაცის ბედნიერებას, როცა მას კეთილშობილი მიჯნური ეტრფის ან თვითონ უყვარს ვინმე გატაცებით. მხოლოდ სიყვარულს მიჰყავს კაცი ჭეშმარიტი გზით ამ ცხოვრებაში და არა გვარიშვილობას, დიდებას, მორჭმულებას თუ რაიმე სხვას. რატომ? იმიტომ რომ მათ თავისთავად არ ძალუძთ შთაუნერგონ კაცს სირცხვილი ბოროტის ქმნისა და სწრაფვა კეთილისადმი, ხოლო ამ ორი რამის გარეშე ვერც სახელმწიფო, ვერც ინდივიდი ვერას შეჰქმნის დიდსა და მშვენიერს. ამიტომ ვამტკიცებ: „თუ გამოაშკარავდა, რომ კაცმა, რომელსაც უყვარს[5], უმსგავსი საქმე ჩაიდინა ან საკუთარი სიმხდალის გამო სანაცვლო ვერ მიაგო შეურაცხმყოფელს, მაშინ ის უფრო თამამად შესძლებს თვალი გაუსწოროს მშობელ მამას, მეგობრებს თუ ყველა სხვა მოყვასს, ვიდრე საკუთარ სატრფოს. იგივე შეიძლება ითქვას ამ უკანასკნელის მიმართაც. და რომ შეიძლებოდეს მთელი სახელმწიფოს ან მთელი ლაშქრის შექმნა, სადაც მხოლოდ მიჯნურნი და მათი სატრფონი იცხოვრებდნენ თუ იბრძოლებდნენ მხარდამხარ, მაშინ ვინ შესძლებდა მეტოქეობა გაეწია მათთვის ბიწისადმი სიძულვილსა და სათნოებისადმი სწრაფვაში? ხოლო ასე შეკავშირებულ თუნდაც მცირერიცხოვან ხალხს ბრძოლის ველზე, შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიოც ვერ აღუდგებოდა წინ. რადგან, თუ არის ვინმე, რომლის თვალწინაც მიჯნური არ ისურვებდა იარაღი დაეყარა და მტრისთვის ზურგი ეჩვენებინა, ეს სატრფოა მისი. ის ათასწილ არჩევდა ბრძოლაში დაცემულიყო, ვიდრე მარტო დაეგდო საყვარელი არსება და გასაჭირში არ მიშველებოდა მას. რადგან ამ დროს ეროსი ყველაზე უფრო ჯაბანსაც კი გმირულ სულს შთაბერავს ხოლმე. ერთის სიტყვით, თუ ჰომეროსი ამბობდა – ღმერთი მხნეობას უნერგავს გმირებსო[6], ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროსი საგმირო საქმეთათვის აღაგზნებს მიჯნურთ.

თარგმნა და კომენტარები დაურთო
ბაჩანა ბრეგვაძემ

« წინა თავი

|

გაგრძელება »


[1] ჰესიოდე (Ἡσίοδος) - დიდი ბერძენი პოეტი (IX ს. ძვ.წ.ა.), ავტორი პოემებისა „სამუშაონი და დღენი“ (Ἔργα καὶ Ἡμέραι) და „თეოგონია“ (Θεογονία).

[2] ჰესიოდე, „თეოგონია“, 117-118.

[3] პარმენიდე (Παρμενίδης) - ბერძენი ფილოოფოსი, ელეატური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ავტორი პოემისა „ბუნებისათვის“ (Περὶ Φύσεως). მისი სახელი ეწოდება პლატონის ერთ-ერთ დიალოგს. აქ ციტირებული ლექსის შესახებ დაწვრილებით იხ. H. Diels - Die Fragmente der Vorsokratiker, Berlin, 1934, 243 გვ.

[4] აკულისეოსი (Ἀκουσίλαος) - არგოსელი ლოგოგრაფოსი (VI ს. ძვ.წ.ა.). სვიდას მიხედვით ავტორი თხზულებისა „გენეალოგიები“. ძირითადად ეყრდნობოდა ჰესიოდეს.

[5] დედანში: ἄνδρα ὅστις ἐρᾷ...

[6] შდრ. „ილიადა“ X, 482: τῷ δ’ ἔμπνευσε μένος γλαυκῶπις Ἀθήνη.

შენიშვნა: სტატიის სათაური, სტატიის ავტორის მეირ თემატურად შერჩეული სათაურია და არ წარმოადგენს წიგნის ავტორისეულ ვარიანტს.

ნახვა: 314

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters