უმცროსი ფიზიკოსები
ანტიკური ფილოსფიის ისტორიაში უმცროს ფიზიკოსებად მოიხსენიებენ ემპედოკლეს და ანაქსაგორას. მათთან გრძელდება იონელების მიერ დაწყებული ბუნების მრავალფეროვნების ახსნა, სუბსტანციის ძიება, მათ მსოფხედველობაში გამოჩნდა სულიერის მატერიალურიდან ახსნის სირთულეც.
ემპედოკლეს (დაახ. 490- 430) მისი ცხოვრება ლეგენდებითაა შემოსილი, ფრაგმენტები შემორჩა მისი თხზულებიდან „ბუნებისათვის“ და „განწმენდანი“. ემპედოკლე პითაგორელების დიდ გავლენას განიცდიდა. მათ მსგავსად იგი იზიარებდა მეტემფსიქოზის თეორიას.
ემპედოკლეს მიზანი იყო აეხსნა ბუნება, მისი აზრით „არხე“ ანუ პირველსაწყისი არ შეიძლება იყოს ერთი რადგან ერთიდან მრავლის წარმოშობა შეუძლებელია. ემპედოკლემ იონელების მიერ შემოტანილ ელემენტებს (წყალი, ჰაერი, ცეცხლი ) დაუმატა მეოთხე - მიწა და საფუძვლიანად დაამუშავა მოძღვრება 4 ელემენტის შესახებ.
ემპედოკლეს თანახმად ეს ოთხი ელემენტი ერთიმეორისადმი საპირისიპირო თვისებების მქონეა, ამიტომ არის რომ მათ შეუძლიათ ახსნან მრავალფეროვანი მოვლენები. მიწა არის მაგარი და მძიმე, წყალი მდინარე და გამჭირვალეა, ჰაერი ბნელი და ვიცია, ცეცხლი - ნათელი და ცხელია, ეს ოთხი ელემენტი ერთმანეთში არ გადადიან ოთხი ელემენტი თვისობრივადაც უცვლელია და რაოდენობრივადაც, ისინი არც წარმოიშობიან, არც ისპობიან, მარადიული არიან, მრავალფეროვანი ბუნების ძირი მხოლოდ ეს ოთხი ელემენტია.
რა არის ის ძალა რაც ამ ელემენტებს ერთმანეთთან აკავშირებს და თიშავს? ემპედოკლესათვის ასეთი ძალებია სიყვარული და სიძულვილი, როგორც სუბსტანციური მნიშვნელობის მქონენი, სიყვარული აერთებს განსხვავებულებს სიძულვილი კი თიშავს ამ ნაერთს, ამის მიხედვით ნაცადია სამყაროს წარმოშობა.
ემპედოკლესტან ნაცადია ორგანული ბუების წარმოშობის ახსნაც, აქაც იგი იყენებს 4 ელემენტის შესახებ თეორიას, მაგ: მცენარე წარმოშობილია ცეცხლისა და წყლის შეერთებით, რაც შეეხება შემეცნების საკითხებს, აქაც ელემენტები გვეხმარებიან მსგავსთა შეცნებაში - ცეცხლით შეიმეცნება ცეცხლი, ჰაერთი ჰაერი და ა.შ.
ემეპედოკლემ სულის შესახებ სწავლებაში ვერ გამოიყენა 4 ელემენტის თეორია, რამაც აჩვენა მისი ფილოსოფიის ნაკლოვანება.
ანაქსაგორა (500 – 428) პერიკლეს დროს მან ათენი ფილოსფოიურ აზროვნების ცენტრად აქცია, მის პარალელურად ათენში ( დემოკრატიის ბატონობის ხანა) მოღვაწეობდნენ ფიდიასი, ესქილე, სოფოკლე,არისტოფანე, ჰეროდოტე და თუკიდიდე.
ანაქსაგორამ ემპედოკლესაგან განსხვავებით პირველსაწყისად სუბსტანციათა უსასრულო სიმრავლე აიღო, არისტოტელემ მათ „პირველი ნივთიერებანი უწოდა“ ჰომოიომერები უწოდა, ჰომოიომერები ანაქსაგორამ უსასრულოდ გაყოფადაად მიიჩნია, რამდენიც არ უნდაგაიყოს წითელი ფერი, იგი არ დაკარგავს სიწითლის თვისებას და გაყოფაში საზღვარი, ბოლო არ არსებობს, არარაობიდან არაფერი არ წარმოიშობა, წითელი ფერი წარმოშობილია წითლისგან, ხორცი ხორცისაგან, ძვალი ძვალისაგან და ა.შ.
ანაქსაგორამ კანონზომიერად მოწყობილი კოსმოსის მომწესრიგებელ ძალას გონება უწოდა („ნუსი“) უწოდა, გონება განაგებს ჰომოიომერების წესრიგს, ე.ი. საწყისებს. ამოძრავებს, აერთებს და ნაერთს შლის, გონება ანაქსაგორასტან მოგვაგონებს ჰერაკლიტეს ლოგოსს, რადგან ორივენი მსოფლიო წესრიგის სიმბოლოებია.
ანაქსაგორას კოსმოგონიური შეხედულების თანახმად, ქაოსი მოძრაობას იწყებს გონების ჩარევის შედეგად ამის შემდეგ მექანიკური პრინციპით ქაოსს გამოეყოფა ჰაერი, რომლისგანაც ჩნდება ღრუბელი, ღრუბლისგან წყალი, წყალისაგან დედამიწა, დედამიწას გრიგალისებური ბრუნვის დროს მოწყდება ქვები, რომლებიც ხურდებიან მოძრაობათა გამო და ნათებას იწყებენ, ასე ჩნდება ციური სხეულები.
ანაქსაგორას დაკვირვება ციურ სხეულებზე იმდენად საფუძვლიანი ყოფილა, რომ მან შეძლო განესაზღვრა მზისა და მთვარის დაბნელება, როგორც დედამიწის მზისა და ნთვარის ერთ ხაზზე განლაგების შედეგი.
ანაქსაგორასთან ვხვდებით ცოცხალი ორგანიხმების წარმოშობის ახსნასაც, სიცოცხლე დაკავშირებულია გონებასთან, მაცოცხლებელ ძალასტან.
შემეცნების თეორიაში ემპედოკლესგან განსხავავებით ანაქსაგორამ წამოაყენა დებულება - „არამსგავსი შეიცნობს არამსგავსს“ თვალით ვხედავთ თეთრს, რადგან თვალის გუგა შავია, ღამით კი თვალის გუგის სიშავის გამო არაფრის დანახვა არ შეგვიძლია, თბილით შევიცნობთ ცივს, ტკბილით მწარეს და ა.შ.
სპეციალურად: www.Qwelly.com _ისათვის
ტეგები:
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•