პლატონი, ნადიმი
თავი VII

      მეტსაც გეტყვით, მხოლოდ შეყვარებულთ შეუძლიათ თავი დასდონ ერთმანეთისთვის და არა მარტო მამაკაცებს, არამედ ქალებსაც. ალკესტიდამ[1], პელეასის ასულმა, ეს ერთხელ კიდევ ცხადად დაუმტკიცა ბერძნებს. მხოლოდ მან ირჩია სიკვდილი მეუღლის გულისთვის, თუმცა ამ უკანასკნელს დედ-მამა ცოცხალი ჰყავდა. მისი გრძნობა საყვარელი მეუღლის მიმართ შეუდარებლად უფრო ღრმა აღმოჩნდა მშობლების სიყვარულზე და, ამრიგად, ნათელი გახდა, რომ ისინი, არსებითად, უცხონი იყვნენ შვილისთვის და მხოლოდ სახელით ენათესავებოდნენ მას. და თუმცა მრავალს განუთქვამს სახელი თავისი მაღალი საქმეებით, მხოლოდ მცირერიცხოვან რჩეულთა სულები დაუხსნიათ ღმერთებს ჰადესის[2] ტყვეობიდან; ხოლო ალკესტიდას საქციელმა ისე მოხიბლა არა მარტო მოკვდავნი, არამედ უკვდავნიც, რომ პელეასის ასულის თავდადებით აღფრთოვანებულმა ღმერთებმა მისი სული უყოყმანოდ გამოიწვიეს ჰადესიდან. ამრიგად, თვითონ ღმერთებიც დიდ პატივს სცემენ უანგარო და თავგანწირულ სიყვარულს! ორფეოსს[3] კი, ეაგრეს ვაჟს, მეუღლეს დანატრებული ჯოჯოხეთს რომ ჩავიდა, ევრიდიკეს ნაცვლად ღმერთებმა მხოლოდ აჩრდილი აჩვენეს მისი და ხელცარიელი გაისტუმრეს ჰადესიდან, რადგან იგი მუსიკოსი იყო და შემართება აკლდა: ნაცვლად იმისა, რომ, ალკესტიდას მსგავსად, თავი დაედო საყვარელი არსების გულისთვის, ის შეეცადა როგორმე ცოცხალი ჩასულიყო ჰადესს. ამიტომაც დასაჯეს იგი ღმერთებმა და დიაცთა ხელით სიკვდილი არგუნეს წილად. მაშინ როდესაც ისინი სხვაგვარად მოექცნენ აქილევსს[4], თეტიდას ვაჟს, და ნეტართა კუნძულებზე გაგზავნეს იგი. მას ხომ დედამ უწინასწარმეტყველა – თუ ჰექტორს[5] მოჰკლავ, შენც სიკვდილი გელის, ხოლო თუ არ მოჰკლავ, მშვიდობით მიბრუნდები შინ და ღრმა მოხუცებულობამდე იცოცხლებო. მიუხედავად ამისა, აქილევსმა არჩია საკუთარი სიცოცხლის ფასად შური ეძია თავისი ძვირფასი პატროკლესთვის და ზედ დაჰკვდომოდა მეგობრის ცხედარს. ეგზომ დიდი პატივის ღირსადაც მიტომ ცნეს ღმერთებმა, რომ ყველაფერი ანაცვალა კაცს, რომელსაც იგი უყვარდა. ესქილე[6], რა თქმა უნდა, ცდება, როცა ამბობს აქილევსს პატროკლე უყვარდაო, რადგან იგი მარტო პატროკლეს კი არა, ყველა დანარჩენ გმირსაც ჩრდილავდა მშვენებით და, ამასთან, ჯერ კიდევ უწვერული, თავის მეგობარზე გაცილებით უმცროსიც იყო, როგორც ჰომეროსი ამბობს. და თუ ღმერთებს ატყვევებს თავგანწირვა მიჯნურისა საყვარელი არსების გულისთვის, მათ გაცილებით უფრო ხიბლავს და აღაფრთოვანებს ამ უკანასკნელის თავდადება თავისი მიჯნურის მიმართ. რადგან მასში, ვისაც უყვარს, მეტია ღვთაებრივი, ვიდრე მასში, ვინც უყვართ[7]. პირველი ხომ თვით ღვთაების მიერაა შთაგონებული. ამიტომ იყო, ღმერთებმა აქილევსს უფრო მეტი პატივი რომ მიაგეს, ვიდრე ალკესტიდას, და ნეტართა კუნძულებზე გაგზავნეს იგი.

      ამრიგად მე, ჩემის მხრივ, შემიძლია დავასკვნა, რომ ეროსი ყველაზე ძველი, ყველაზე ძალმორჭმული, ყველაზე პატივსაცემი ღვთაებაა უკვდავთა შორის, რადგან ყველაზე მეტად მას ძალუძს სათნოებასა და ნეტარებას აზიაროს კაცი როგორც ამ ქვეყნად, ისე საიქიოშიც.

თარგმნა და კომენტარები დაურთო
ბაჩანა ბრეგვაძემ

« წინა თავი

|

გაგრძელება »


[1] ალკესტიდა (Άλκηστις) - პელეასის ასული, მეუღლე თესალიელი გმირის, არგონავტთა ლაშქრობის მონაწილის ადმეტესი. ალკესტიდა დათანხმდა არტემიდეს მიერ უდროოდ განწირული მეუღლის ნაცვლად ჩასულიყო ჰადესში და, ამრიგად, დაეხსნა იგი. მითის თანახმად ალკესტიდას თავგანწირვით აღფრთოვანებულმა პერსეფონემ, დედოფალმა ჰადესისა, უკან გამოაბრუნა იგი. სხვა ვერსიით ალკესტიდა ჰერაკლემ დაიხსნა ჰადესის ტყვეობიდან.

[2] ჰადესი (Ἅιδης, იგივე Πλούτων) საიქიოს უფალი; საიქიო.

[3] ორფეოსი (Ὀρφεύς) - მითიური მომღერალი და ავტორი მისტიური ჰიმნებისა (ე.წ. „ორფიკული ჰიმნები“), მუზა კალიოპესა და თრაკიის მეფის ეაგრეს ვაჟი, ევრიდიკეს მეუღლე. მითის მიხედვით ევრიდიკე გველმა დაგელსლა და მოკლა. მეუღლე დანატრებული ორფეოსი ჰადესს ჩავიდა, რათა უკან დაებრუნებინა იგი. თავისი ჯადოსნური ჰანგებით მან გული მოულბო ერინიებს, მოაჯადოვა კერბერი და პერსეფონემდე მიაღია. საიქიოს დედოფალი დათანხმდა მიწაზე დაებრუნებინა ევრიდიკე, ოღონდ იმ პირობიტ, რომ ორფეოსი ერთხელაც არ შეავლებდა თვალს საყვარელი მეუღლის აჩრდილს, ვიდრე მზის ნათელს არ იხილავდნენ ორივენი. მაგრამ მომღერალს სულმა წასძლია, დაარღვია აღთქმა და, ამრიგად, სამუდამოდ დაჰკარგა მეუღლე. ორფეოსი დაიღუპა დიონისეს მხლებელი ქალების - მენადების ხელით.

[4] აქილევსი (Ἀχιλλεύς) - თესალიის მეფის - პელეასისა და თეტიდას ვაჟი, ტროას ომის უდიდესი გმირი.

[5] ჰექტორი (Ἕκτωρ) - პრიამოსისა და ჰეკუბას ვაჟი, ტროელთა უპირველესი გმირი.

[6] ესქილე (Αἰσχύλος) - გენიალური ბერძენი ტრაგიკოსი (525-456 ძვ.წ.ა)

[7] დედანში: θειότερον γὰρ ἐραστὴς παιδικῶν

შენიშვნა: სტატიის სათაური, სტატიის ავტორის მეირ თემატურად შერჩეული სათაურია და არ წარმოადგენს წიგნის ავტორისეულ ვარიანტს.

ნახვა: 319

ბლოგ პოსტები

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

The Final Barrier Between the World and Ruin

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…

გაგრძელება

Qwelly World

free counters