ცხოვრებაში ასე ხდება… მოულოდნელად ყველაფერი ინგრევა და შენ სამუდამო უფსკრულში ვარდები… და მაშინ ჩნდება ის – “სიყვარულის ფილოსოფია”. ამ ქვეყნად არაფერი გინდა, მხოლოდ ის: მისი თვალები, მისი გამოხედვა, მისი ხელები, შეხება, მისი ტუჩები, კოცნა, მისი გული, სიყვარული...

სამი რამ იზიდავს ადამიანს: სული, გონება და სხეული. სულის მიზიდულობა შობს მეგობრობას, გონების მიზიდულობა შობს პატივისცემას, სხეულს მიზიდულობა შობს სურვილს. ამ სამი ცნების კავშირი კი (შობს) ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს...

რა არის სიყავრული? ერთ ბრძენთან მივედი და ვკითხე:“რა არის სიყვარული?” მან მიპასუხა: “არაფერი”მაგრამ მე ვიცი, რომ ბევრი წიგნის მიხედვით, იგი მარადისობაა, რომ იგი მთელი სამყაროა და მაინც, რა არის სიყვარული?“ყველაფერი, ეს ადამიანია!”მაშინ მე მას შევხედე, პირდაპირ თვალებში და ვკითხე ”როგორ გავიგო? ყველაფერი თუ არაფერი?მან ღიმილით მიპასუხა: “შენ თვითონ გაეცი პასუხი, ყველაფერი ან არაფერი, - აქ არ არსებობს შუალედი!” ― ომარ ხაიამი.

შეიძლება თუ არა ადამიანს ჰქონდეს სიყვარული?.. – ეს რომ შესაძლებელი იყოს, მაშინ იგი უნდა არსებობდეს როგორც ნივთი, სუბსტანცია, რომელსაც ადამიანი იქონიებდა, როგორც საკუთარს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ასეთი ნივთი “სიყვარული” არ არსებობს. “სიყვარული” – ეს აბსტრაქციაა, ეს არის რაღაც არა მიწიერი არსება ან ღმერთი, თუმცა ჯერ ვერავინ შეძლო ამ ღმერთის დანახვა. მასზე ხომ ყველა საუბრობს, თუმცა ცოტას თუ უგრძვნია ის. საბოლოოდ კი ყველანი ამ ღმერთის მონები ვხდებით, ისე როგორც კნუტ ჰამსუნის ნოველაში “სიყვარულის მონები”.

სიყვარული ადამიანის სიამოვნების, ნეტარებისა და ბედნიერების წყაროა. გიყვარდეს ეს ნიშნავს სამყაროს ხედავდე გულით, გრძნობდე მთელი შენი ემოციით და ყოველი დღე იყო გაჯერებული ამ უხილავი ღმერთით. სიყვარული მუდმივი ნდომებაა. ეს არის სურვილი სულისა და სხეულისა. იგი რა სახეობისაც არ უნდა იყოს, ყოველთვის გულისხმობს მასში ორი მხარის არსებობას. ეს ორი მხარის არსებობა კი მაშინ დაიწყო, როდესაც სამყარო იქმნებოდა. ვიცით, რომ ღმერთმა მთელი ხილული სამყარო კრეაციულად არარაობისგან შექმნა, თუმცა ასე არ მომხდარა ევას შექმნის შემთხვევაში, ღმერთმა იგი ადამის ნეკნისგან შექმნა და აი, კითხვა: - რატომ დასჭირდა ღმერთს ევას ამ გზით შექმნა, აქ საქმე ღვთაებრივ სიბრძნესთან გვაქვს. ღმერთს სურდა ადამსა და ევას შორის ყოფილიყო სიყვარული, ამისთვის კი საჭირო იყო მათ შორის ერთობის მომენტი. ადამი ევაში შეიცნობს საკუთარ თავს. - ანუ სიყვარული მხოლოდ სხვა ადამიანში საკუთარი თავის შეცნობა და მეტი არაფერია? - არამგონია. სიყვარული ხომ ძალიან მრავალფეროვანი, რთულია და მისი ამოწურვა თითქმის შეუძლებელია. რთულია იქიდან გამომდინარე, რომ ამ გრძნობას აქვს თავისი კანონები (წესები), ვფიქრობ ამ წესს მაშინ იძენ, როდესაც გიყვარდება. აი, მაგალითად: სიყვარული დაუშვებლად ხდის თავკერძა ეგოიზმს და უკიდურეს ალტრუიზმს. გიყვარდეს - ნიშნავს საკუთარი ბედნიერების პოვნას სხვაში, თუმცა ქალისა და მამაკაცის კავშირში ყოველთვისაა ანგარება, რადგან ვიღაცის სიყვარული შენი სიამოვნებაცაა, უმისობას კი შენს ცხოვრებაში უბედურება შემოაქვს, სწორედ ამიტომ ცდილობ არ დაკარგო იგი.

გარკვეული მეტაფორული გაგებით სიყვარული უკვე სნეულებაა, როდესაც იგი შენში იბადება, შენ ავადდები ამით, ოღონდ სხვა სნეულებებისგან იმით განსხვავდება, რომ იგი ყველაზე სასურველია, ანუ გამაკეთილშობილებელი(ა).

თანაგრძნობის ნიშნით სიყვარული ორი სახისაა: ცალმხრივი და ორმხრივი სიყვარული. საინტერესოა რატომ ან როგორ გვიყვარდება ისეთი ადამიანი, რომელიც ჩვენს გრძნობას უპასუხოდ ტოვებს, ამის არაჩევულებრივი მაგალითია შტეფან ცვაიგის “უცნობი ქალის წერილი” – სადაც კარგადაა აღწერილი ქალის უიმედო, ავადმყოფური განცდები იმ მამაკაცის მიმართ, რომელთანაც რამდენიმე ღამე გაატარა და მამაკაცი, რომელიც მას სრულებითაც არ ცნობს, მაგრამ ხომ გაგიგიათ ზოგჯერ ჩუმ ტანჯვაშიც არის დიდი ნეტარება.ხშირად მსჯელობენ სიყვარულზე, რომელსაც პლატონურს უწოდებენ. ასეთად მიჩნეულია ისეთი სიყვარული, როდესაც ორ მხარეს შორის არსებობს სულიერი მისწრაფება, სულიერი თანაგრძნობა, მაგრამ გამორიცხულია მათ შორის სხეულებრივ-ხორციელი კავშირი. ესაა აბსტრაქტულ-განყენებული სიყვარული. ვფიქრობ, რომ პლატონული სიყვარული სხვა არაფერია თუ არა ადამიანური მოწონება ქვეცნობიერად, შემდეგ შენ ამ ადამიანს აძლევ იმ თვისებებს, რომელიც შეიძლება მას არ გააჩნდეს, მაგრამ რომელსაც ეძებ ნებისმერ მამაკაცში თუ ქალში და ვერ პოულობ. ამ შემთხვევაში შენ სულაც არ ცდილობ ის ადამიანი გახადო შენი, ამ დროს ჩვენ მხოლოდ ჩვენი შექმნილი სიყვარული გვიყვარდება.

მიჩნეულია, რომ “სიბრმავე” სიყვარულის საყოველთაო ნიშანია. ეს ნიშნავს, როდესაც იგი მთლიანად გრძნობითაა აგებული და მასში არაა ჩართული ცნობიერება. და მართლაც ასეა, ხშირად საყვარელი ადამიანის მიმართ, ისე ვიქცევით თითქოს დავკარგეთ მხედველობა, სმენა და უნარი, გავაანალიზოთ ის, თუ რა ხდება რელაურად. ეს ხშირად რომანტიკული და დედობრივი სიყვარულის დროს ვლინდება. რატომ რჩება ქალი იმ მამაკაცთან, რომელიც სვამს, ნარკომანი ან მექალთანეა? რატომ ითმენს მამაკაცი თავისთან ახლოს სულელსა და აუტანელ ქალს, რატომ ამართლებს დედა ყოველთვსი შვილს? ნიშნასვ თუ არა ეს ფრაზას: - გიყვარდეს მხოლოდ ისეთი როგორიც არის და ნურასოდეს შეეცდები მის გარდაქმანს! - დიახ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეყვარებულს დახშული აქვს თვალები და ყურები! და ვფიქრობ, როდესაც ადამიანი თვალების ფართოდ გახელას იწყებს, იგი თავის სიყვარულსაც ნელ-ნელა ემშვიდობება.

საინტერესოა, როგორ ვესალმებით ადამიანები სიყვარულს, როგორ ვიწყებთ მის გაცნობიერებასა და შეგუებას ჩვენში. ამ დროს ცნობიერებისა და ქვეცნობიერის შერწყმა ხდება, შენ ვერაფერს აანალიზებ. ეს არ ხდება დროის რაღაც მონაკვეთში და მერე არ წყდება. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ყველაზე მეტად ამაღელვებელი და არა ამქვეყნიურია. სწორედ ამ დროს იწყება ადამიანის ახალი, ასე ვთქვათ ზე ცხოვრება, როდესაც იგი სიარულს მაღლა და მაღლა იწყებს, ირგვლივ ყველაფერს ფერი და გემო ეძლევა, შენში იცვლება შენი მე და ჩნდება ახალი, შეყვარებული და გაბრუებული მე, რომელიც შენს სხეულში იწყებს გაჯერებას, ოღონდ ნელ-ნელა, სიყვარულს არსად ეჩქარება. ჯერ შენ ამ ახალ მეს არ იცნობ, მისი გეშინია კიდეც, მასთან მიახლოების და გაცნობიერების, რომ შენ უკვე სხვა ხარ, რომ შენ სხვა თვალები გაქვს, უფრო მძიმე და სავსე, წყლიანი და ხომ გაგიგიათ, სილამაზე შეყვარებულის თვალებშიაო. ასეა, ჯერ თვალებს უყვარდებათ და შემდეგ გულს, სულს, სხეულის ყოველ ნაწილს. ყოველ დღე იწყებ იმის გაცნობიერებას, რომ მასზე ფიქრობ, ყოველ დღე ეს ფიქრები მარადიულ წარმოდგენებად იქცევიან, მისი ლანდი არ მოგასვენებს, არც დღე, არც ღამე. დღისით შენთან მოვლენ ფიქრებში, ღამით კი შენთან სიზმრებში და მორჩა, ხვდები, რომ გიყვარს, შეყვარებული ხარ და ცხოვრებას სულ სხვა ადამიანით აგრძელებ და ეს ადამიანი შეიძლება იყოს ჰალსტუხიანი მამაკაცი, რომელიც ჩვენნაირად კიბეზე კი არ ადის, არამედ კიბიდან უკვე ჩამოდის... და ასე იწყება ყველაფერი… მოულოდნელად სამყარო ინგრევა და შენ სამუდამო უფსკრულში ვარდები… და მაშინ ჩნდება ის – “სიყვარულის ფილოსოფია”. ამ ქვეყნად არაფერი გინდა, მხოლოდ ის: მისი თვალები, მისი გამოხედვა, მისი ხელები, შეხება, მისი ტუჩები, კოცნა, მისი გული, სიყვარული...(!)

თათული პატარაია

ტეგები: Qwelly, love, philosophy, qwellyland, სიყვარული, ფილოსოფია

ნახვა: 4402

გამოხმაურებები!

ჰოოოოო... დამაინტერესა... მადლობა ცის... აუცილებლად გადავიკითხავ :)

ra magari iyoooo :)

საინტერესო იყო ცისს <3 <3 ^_^  ''ჩუმ ტანჯვაშიც არის დიდი ნეტარება''  ''სიყვარული, მთელი სამყაროა''

)))))))))))))))))))))))))) :**

მარი_მ თქვა:

საინტერესო იყო ცისს <3 <3 ^_^  ''ჩუმ ტანჯვაშიც არის დიდი ნეტარება''  ''სიყვარული, მთელი სამყაროა''

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

Enhance your Memory Abilities:.

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 17, 2025.
საათი: 12:09am 0 კომენტარი

Ever neglect the place you parked your automotive or draw a blank on a reputation you simply discovered? Don't be concerned-it happens to everybody.The good news? Memory Wave isn't a fixed reward you're born with; it's a skill you can enhance.Whether you are learning for…

გაგრძელება

Can your Mind Run out Of Memory?

გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

Funerary card template with obituary and ribbon Funerary card with obituary condolence and mourning ribbon. Obituary card layout, mortuary plate vector template, sepulchral plaque with in memoriam necrologue and black silk ribbon over corners memory stock illustrations Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…

გაგრძელება

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

Qwelly World

free counters