თვითმკვლელობის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო და შემაშფოთებელია რუსულ ემიგრაციაში. ძალიან ბევრი რუსი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებს. ბევრნი, თავის მოკვლა ჯერ კიდევ რომ არ გადაუწყვეტიათ, თვითმკვლელობაზე ფიქრს გულში მაინც ატარებენ. არსებობის ყოველგვარი აზრის დაკარგვა, სამშობლოსგან მოწყვეტილობა, იმედების გაქრობა, მარტოობა, გაჭირვება, სნეულებანი, მკვეთრი დაკარგვა სოციალური მდგომარეობისა, როცა უმაღლეს კლასთა კუთვნილი ადამიანი უბრალო მუშა გახდება და იმედიც აღარ გააჩნია, რომ მდგომარეობას მომავალში გაიუმჯობესებს - ყოველივე ეს დიდად ხელშემწყობია თვითმკვლელობის ეპიდემიისა. თვითმკვლელობა, როგორც ინდივიდუალური მოვლენა, ყოველ დროში არსებობდა, მაგრამ ზოგჯერ სოციალურ მოვლენად გადაიქცეოდა ხოლმე და ჩვენს დროში ეს მოვლენა ამგვარია რუსულ ემიგრაციაში, სადაც ძალზე ხელშემწყობი საამისო კოლექტიური გარემო იქმნება. თვითმკვლელობა გადამდებია და თავისმკვლელი სოციალური აქტის მოქმედია, სხვასაც ამ გზისკენ უბიძგებს, სულით დაცემის ფსიქიკურ გარემოს ქმნის. თავისმკვლელი მხოლოდ საკუთარი თავით არ იზღუდება, საკუთარი სიცოცხლის ძალადობრივი მოსპობით მხოლოდ თავისი თავით არ შემოიფარგლება, თავისმკვლელი საბედისწერო გაბედულებას სხვებსაც აღუძრავს, სიკვდილის მთესველია. თვითმკვლელობა ცხოვრების ისეთ რთულ მოვლენებს განეკუთვნება, რომელნიც ორგვარ დამოკიდებულებას იწვევს. ერთი მხრივ თვით თავისმკვლელი უაღრეს სიბრალულს, მის მიერ გადატანილი სატანჯველის თანაგრძნობას იწვევს, მაგრამ თვით თვითმკვლელობის ფაქტი შემაძრწუნებელია, ცოდვად, დანაშაულადაც კი მიიჩნევა. ახლობლებს ხშირად ამ ფაქტის დამალვა სურთ. თავისმკვლელს შეიძლება თანაუგრძნო, მაგრამ თვითმკვლელობის თანაგრძნობა არ შეიძლება. ეკლესია თავისმკვლელის ქრისტიანულად დაკრძალვას კრძალავს, მას საუკუნოდ დაღუპვისთვის განწირულად მიიჩნევს. ეკლესიის კანონები ამის თაობაზე მეტისმეტად სასტიკი და უმოწყალოა და შერბილებას საჭიროებს, მაგრამ ეს სისასტიკე და უმოწყალობა მეტაფიზიკური სიღრმის მქონეა. თვითმკვლელობა, შემზარავ, თითქმის არაბუნებრივ შეგრძნებას იწვევს, როგორც ღვთიურ და ადამიანურ კანონთა დარღვევა, როგორც ძალადობა არამარტო სიცოცხლეზე, არამედ სიკვდილზეც.
ემიგრაციაში მყოფ რუსთა თვითმკვლელობას არამარტო ფსიქოლოგიური, არამედ ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. იგი რუსული ძალების დაძაბუნებისა და გადაგვარების მანიშნებელია, იმის მაჩვენებელია, რომ რუსეთმა ისტორიის გამოცდას ვერ გაუძლო. თვითმკვლელობასთან ბრძოლა უპირველესად საკუთარი ღირსების, საკუთარი მოწოდების შეგრძნებითა და გაცნობიერებით არის საჭირო. თვითმკვლელობის საბედისწერო მიდრეკილების მქონეს არ შეიძლება, მეტისმეტი სისასტიკით, უმოწყალოდ მოვეპყრათ. სასტიკი, უმოწყალო მოპყრობისას ის ყოველთვის გეტყვით, რომ თქვენ უფრო პრივილეგირებული, უფრო ბედნიერი ხართ და ამიტომ ვერ მიხვდებით, იგი როგორი გატანჯული და უიმედოა. ამიტომ უპირველესად მას უნდა მიუხვდეთ, თანამგრძნობელობით მიუხვდეთ, თავი მის მდგომარეობაში წარმოიდგინოთ. უპირველეს ყოვლისა, აი, რას უნდა მივხვდეთ: ძნელია, უაღრესად ძნელია, ადამიანმა იზოლირებულად, მარტოდ შთენილმა, მის გამომკვებავ, მშობლიურ ნიადაგს მოწყვეტილმა იცხოვროს, თავს უცხო და შემზარავი ყოფის უკიდეგანო მრუმე ოკეანეში გარიყულად გრძნობდეს. როცა ადამიანის არსებობას რწმენა არ ათბობს, როცა იგი ღმერთის სიახლოვესა და შემწეობას, კეთილისმყოფელი ძალის მფარველობას არ გრძნობს, სატანჯველი აუტანელი ხდება. ადამიანისთვის ყველაფერზე მეტად შემზარავია, როცა მის ირგვლივ არსებული მთელი სამყარო უცხოა, მტრულია, მის მიმართ გულცივია, მისი გასაჭირისა და საწუხარის თანამგრძნობელი არ არის. ადამიანი ყინვასა და სიცივეში ვერ იარსებებს, მას სითბო ესაჭიროება. მთელ ქვეყნიერებაზე მიმოფანტული რუსი ახალგაზრდობა არცთუ იშვიათად თავს ბედის ანაბარა მიტოვებულად, მიუსაფრად, მხოლოდ საკუთარ მცირე შესაძლებლობათა ამარად შთენილად გრძნობს. ემიგრაციაში მყოფთა თვითმკვლელობისკენ მიდრეკილების მიზეზი არამარტო გაჭირვება, მომავლის უიმედობა და სნეულებანია, უფრო მეტად შიშია იმისა, რომ ცხოვრება სამუდამოდ მოუწევს უცხო, ცივ სამყაროში, სადაც არსებობა უაზროა, უმიზნოა. ადამიანს სატანჯველის გაძლება შეუძლია, იმაზე მეტი ძალღონე აქვს, ვიდრე ჰგონია. ომი და რევოლუცია ამის დამადასტურებელია. მაგრამ ადამიანი უაზრო სატანჯველს ვერ გაუძლებს. ნიცშე ამბობს, რომ ადამიანს იმდენად სატანჯველის გაძლება არ უჭირს, რამდენადაც უაზრო სატანჯველის გაძლება. სატანჯველი, რომლის აზრი და მიზანი შეცნობილია, სულ სხვაგვარი სატანჯველია, ვიდრე უაზრო, უმიზნო სატანჯველი. უძნელეს განსაცდელთა გმირული გადატანა განსაცდელის აზრის შეცნობას გულისხმობს.
რუსულმა რევოლუციამ ადამიანებს აურაცხელი სატანჯველი არგუნა, იგი სულის უდიადესი განსაცდელია. ამ განსაცდელის გასაძლებად, ამ სატანჯველის გადასატანად საჭიროა იმის შეცნობა, რომ მომხდარი რაღაც აზრის მქონეა. რევოლუციის მცდარი აღქმა სრულ უაზრობად, ადამიანთა დამანგრეველ გარეგან მოვლენად, ბოროტმოქმედთა მცირე ჯგუფის ნამოქმედარად მიიჩნევა, ემიგრაციაში მყოფთა სულიერ დაძაბუნებას, არსებობის უმიზნობის შეგრძნებას იწვევს და თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. რევოლუციის უბედურებაზე ამგვარი შეხედულება არასულიერობრივი, არარელიგიური, მატერიალისტური, ობივატელულურია. სინამდვილეში რევოლუცია ძალიან სერიოზული და ტრაგიკული მომენტია ხალხთა ბედ-იღბალში, ყოველი ჩვენგანის ბედ-იღბალში. რევოლუცია ჩვენს არსებობაში მომხდარი ისტორიული მოვლენაა, მისდამი როგორიც გინდა დამოკიდებულება გაგვაჩნდეს. მისი ავბედითი მხარე როგორც გინდა აღგვაშფოთებდეს, იგი სრულებითაც არ არის რაღაც ჩვენგან გარეგანი და ჩვენი არსებობისთვის მთლად უაზრო რამ. უაზრობა არის ის, რაც ჩვენთვის მთლად გარეგანია, რაც ჩვენს არსებობას არანაირად უკავშირდება შინაგანად. პირად ცხოვრებაში განსაცდელებს – ახლობელთა სიკვდილს, სნეულებებს, სიღატაკეს, გაწბილებას მათგან, მეგობრები რომ გვეგონა და გვიმუხთლეს – ისე უნდა აღვიქვამდეთ როგორც შინაგანს და არა გარეგან მოვლენებს, ანუ სულიერობრივად უნდა აღვიქვამდეთ. სწორედ ეს არის არსებობის რელიგიური აღქმა. იგივე უნდა ითქვას ისტორიულ უბედურებებზე, ომებზე, რევოლუციებზე, სამშობლოს დაკარგვაზე, სოციალურ დაკნინებაზე. რევოლუცია წარსულის ცოდვებზე შურისგება და მონანიებაა. იგი საერთო დანაშაულის მაცნეა. არავის შეუძლია, თავი საერთო დანაშაულიდან, საერთო ბედ-იღბლიდან განშორებულად მიიჩნიოს. რევოლუცია ასატანი მოლოდ დანაშაულის განცდით გახდება. რევოლუცია ყოველთვის იმ მნიშვნელობის მქონეა, რომ კეთილისმყოფელმა ძალამ ცხოვრებაში შემოქმედებითი განხორციელება ვერ შეძლო, მრავალი ბოროტება და გესლი დაგროვდა, განახლება კატასტროფითა და ბოროტ ძალთა ქმედებით უნდა მოხდეს, რაკიღა კეთილისმყოფელი, სულიერობრივი ძალით ვერ განხორციელდა. ემიგრაციაში მყოფი, შესაძლოა, ბოლშევიკური ბოროტების შეურიგებელი მტერი იყოს, მაგრამ უნდა გრძნობდეს და შეიმეცნებდეს, რომ რევოლუცია შინაგანი მოვლენაა, მის არსებაში მომხდარიცაა, მასთან ერთად მომხდარიცაა და მისი მნიშვნელობა ხალხის ისტორიული ბედ-იღბლისთვის უდიდესია, თუმცაღა სრულიად შეუსაბამოა იმისა, რაც თვით რევოლუციის შემოქმედთ მიაჩნიათ. სულიერი დათრგუნულობა და არსებობის აზრის დაკარგვა დაიძლევა, თუ შევიმეცნებთ, რომ დიადი ისტორიული კრიზისისა და გარდატეხის ეპოქაში ვცხოვრობთ, რომ ისტორიის ახალი პერიოდი იწყება, ძველი სამყარო ინგრევა და ახალი, ჯერ უცნობი სამყარო იქმნება. ყოველი ადამიანი მოწოდებულია, რომ ამ პროცესის მონაწილე იყოს. მომავალი მისი სულიერი ძალის გამოვლენაზეა დამოკიდებული, მაგრამ ასეთი ეპოქები ყოველთვის უამრავ სატანჯველს ბადებს, ხოლო ეს სატანჯველი უაზრო და უმიზნო არ არის. რუსული ემიგრაციის, განსაკუთრებით ახალგაზრდობის სულიერი დაძაბუნების დაძლევა აუცილებელია. ამ დამაძაბუნებელ განწყობილებას წარმოქმნის მცდარი შეხედულება რევოლუციის განსაცდელზე, ბოლშევიზმთან ბრძოლის ძველ ხერხებზე იმედის გაცრუება, მცდარი იდეები, რაც ხელს უშლის სულიერობრივად გადატანას. სულიერად დაკნინებასა და თვითმკვლელობისკენ მიდრეკილებასთან შებრძოლება უპირველეს ყოვლისა ბრძოლაა უიმედობის ფსიქოლოგიასთან და სასოწარკვეთილებასთან, ბრძოლაა სიცოცხლის სულიერობრივი აზრისთვის, რაც შეუძლებელია, რომ წარმავალ, გარეგან მოვლენებზე იყოს დამოკიდებული.
წიგნიდან: „თვითმკვლელობის შესახებ“
ნიკოლაი ბერდიაევი
მომდევნო თავი ► |
ტეგები: Qwelly, ბერდიაევი, თვითმკვლელობა, კომუნიზმი, სუიციდი, ფილოსოფია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 4, 2025.
საათი: 6:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Cities and remixes the world, one sound at a time - a world collaboration between artists and sound recordists all around the world. The venture presents an amazingly-various array of area recordings from everywhere in the world, but in addition reimagined, recomposed versions of those recordings as we go on a mission to remix the world. What you'll hear in the podcast are our newest sounds - either a area recording from someplace on this planet, or a remixed new composition based…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Learning is essential for human improvement. From kindergarten via college, students should be taught and remember an unimaginable quantity of knowledge and abilities. Although studying extends beyond the school years, the amount and Memory Wave intensity of learning that kids, adolescents, and younger adults are uncovered is rarely equaled later in life. Studying is critical to growth. Yet many kids wrestle with learning and memory issues. This can be a priority when a child is…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: სექტემბერი 1, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
All personal computers have a small battery on the motherboard that provides power to the Complementary Steel Oxide Semiconductor (CMOS) chip, hence the identify CMOS battery. This CMOS battery powers the chip, holding info about the system's configuration, such as the onerous disk, date and time, and so forth. It supplies energy even when the computer is off and…
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 31, 2025.
საათი: 7:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Is Your Memory at risk? Memory is probably the most cherished faculties of the human brain, essential for day by day functioning and preserving our id. Nonetheless, Alzheimer’s disease poses a severe threat to memory, progressively eroding it and altering lives irrevocably. Understanding how Alzheimer’s affects memory can empower people to acknowledge early indicators and take proactive steps. Alzheimer’s illness is a progressive neurological disorder characterized by the…
გაგრძელება
© 2025 George.
•