ფოტოების დათვალიერებამდე მოგიყვებით საინტერესო ამბავს ერთ ჩვეულებრივ ამერიკელ ქალბატონზე, რომელიც ძიძად მუშაობდა და იშვიათად ლაპარაკობდა თავის თავზე, ამის გამო მას უხასიათო ქალად თვლიდნენ, მაგრამ მისი გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ ვინმე ჯონ მალოფიმ შეიძინა ფირები ერთ-ერთ აუქციონზე, როგორც ისტორიული კოლექცია მას წარმოდგენა არ ქონდა თავად ფოტოგრაფის ვინაობაზე. ამ ფოტოების ავტორი კი ზემოთ ხსენებული უხასიათო ქალბატონი აღმოჩნდა მას ერქვა ვივიან მაიერი, რომელიც დღეს უკვე ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქუჩის ფოტოგრაფად ითვლება. მაიერის ფოტოების უმეტესი ნაწილი ნიუ-იორკსა და ჩიკაგოშია გადაღებული. ფოტოგრაფი განსაკუთრებული ინტერესით ბავშვებს იღებდა. მის ნამუშევრებში ასევე კარგად ჩანს ადამიანებს შორის დამოკიდებულებები. კადრები, რომლებიც ვივიანის ნამუშევრება შემოინახა, ძალიან განსხვავდება ამ ორი ქალაქის დღევანდელი რეალობისგან. ფოტოები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ არაერთი მკვლევარი დაინტერესდა იდუმალი ძიძის ვინაობით. გასულ წელს მის შესახებ ფილმიც გადაიღეს, რომელსაც ერთნაირი მოუთმენლობით ელოდა როგორც კინომოყვარული, ასევე ფოტოგრაფიით დაინტერესებული საზოგადოება. "Finding Vivian Maier" უკვე არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე იყო წარდგენილი. ვივიენმა გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ჩიკაგოსა და ნიო-იორკში ათასობით სახასიათო, ეპოქალური ფოტო გადაიღო. ფოტოებით მის სიცოცხლეში სათანადოდ არავინ დაინტერესებულა.
ტეგები: Qwelly, photography, ისტორიული, კოლექცია, ფოტოგრაფია, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 2:24am
0 კომენტარი
0 მოწონება
Margin investing might be a thrilling but substantial-risk endeavor, where by traders borrow money to amplify their positions during the hopes of maximizing income. While the probable rewards are engaging, the complexities and immediate industry actions can be mind-boggling — specifically for newbies. That’s wherever being Section of a margin investing Group becomes invaluable. In the following paragraphs, we’ll examine how trading communities can provide assist, awareness,…
გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: აპრილი 26, 2025.
საათი: 2:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
In the present earth, history checks are getting to be a regular part of the selecting method, tenant screening, and in some cases volunteer variety. From verifying work historical past to examining felony information, qualifications check providers give vital insights into somebody's heritage. In the following paragraphs, we’ll include the kinds of track record checks, how they perform, and why They are really critical for each companies and people.
What exactly…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 22, 2025.
საათი: 11:23pm
0 კომენტარი
1 Like
თვალებს ძლივს ახელდა დასაძინებლად რომ წავედით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ძილისწინა საუბრები. ამჯერად, თემა ნათესავები და ნათესაური კავშირები იყო და ცოტა ვერ მიხვდა რა სხვაობა შვილიშვილსა და შვილთაშვილს შორის. ის კი გაიგო, რომ პირველი - მესამე თაობას ნიშნავდა, ხოლო მეორე - მეოთხეს, მაგრამ თვითონ ეს სიტყვები - შვილი-შვილი და შვილთა-შვილი რატომ…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 20, 2025.
საათი: 2:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
ქრისტე აღდგა!
აღდგეს ღმერთი, მიმოიფანტონ…
© 2025 George.
•