საყოველთაოდ ცნობილი მსახიობი ჯინა ლოლობრიჯიდა, ქალი, რომლისთვისაც ფოტოს გადაღება ყველა ფოტოგრაფის ოცნება იყო, თავადაც ფოტოგრაფიით ყოფილა გატაცებული და 1970_იან წლებში ფოტოკორესპონდენტობდა (ჟურნალისტობდა).
სალვადორ დალი, ჰენრი კესინჯერი, დევიდ კასიდი, გრეის კელი, ოდრი ჰეპბერნი ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია მათი, ვინც ჯინა ლოლობრიჯიდას ფოტოალბომში მოხვდა.
ჯინა ყოველთვის კარგად იცნობდა სკულპტურის და ხატვის ინსტრუმენტებს, ხოლო მოგვიანებით მას ქონდა სურვილი ხელოვნება გამოესახა ფოტოგრაფიის გზით. 5 წლის განმავლობაში მან თავისი ენერგია მიუძღვნა ამ საქმეს, წიგნებში აღწერილია მისი შთაბეჭდილებები, გრძნობები, ემოციები, ცნობისმოყვარეობა. იგი უღებდა ფოტოებს ცხოველებს და ყვავილებს, ადამიანებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს, მათ შორის იყო უბედური და მოწყენილი სახეები, რომლებიც გამოხატავდნენ ჯინას ოცნებას ქანდაკების შესახებ, როგორც სიმბოლოს მსოფლიოში არსებული სისასტიკისა და ტანჯვის.
1967 წელს ჟურნალ „ცხოვრებამ“ და „დრომ“ აღმოაჩინა ჯინას ფოტოგრაფიის ტალანტი და თხოვეს მას წიგნის გამოცემა იტალიაში, სადაც თავმოყრილი იქნებოდა მისი სამშობლოს ღირშესანიშნავი ადგილები. იგი იტალიის გარშემო ორი წელი მოგზაურობდა, მან ბევრი ადგილი მოინახულა და გამოსცა წიგნი "Italia Mia" რომელმაც უდიდესი წარმატება მოუტანა საზოგადოების და კრიტიკოსების მხრიდან, გაიყიდა 300 000 ეგზემპლიარი და ითარგმნა რამოდენიმე ენაზე, მოიგო ნადარის საერთაშორისო პრიზი, როგორც საუკეთესო წლის წიგნი.
ფოტოგრაფიის შესახებ ჯინა ამბობდა: "ფოტოგრაფია ნიშნავს მსოფლიოს და საკუთარი თავის აღმოჩენას, რეალობის აღქმას გრძნობებიდან გამომდინარე, კრეატიულობის გამოვლენა და ფანტაზიასთან შეხვედრა."
პოლ ნიუმენი
ტეგები: Qwelly, ბიოგრაფია, იტალია, მსახიობი, პრიზი, ფოტოგრაფია, წიგნი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Malinda Heng_მ.
თარიღი: აგვისტო 16, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Can your mind run out of memory? Your memory depends on reusing, overlapping and adapting relatively than on a set number of storage spots. While you buy by way of hyperlinks on our site, we might earn an affiliate commission. Here’s how it works. You can use up all the storage on your phone or max out your computer's drive, but can you utilize up all the memory area in your brain? Regardless of how you would possibly really feel before an exam or after a sleepless night before a…
გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm
2 კომენტარი
1 Like
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
© 2025 George.
•