ISO მნიშვნელოვანი ფუნქციაა თქვენს ფოტოაპარატში. ფოკუსის სიღრმესთან და კადრის სისწრაფესთან ერთად მას ექსპოზიციის სამკუთხედს ეძახიან. თავად ექსპოზიცია კადრის განათების მაჩვენებელია. გადაღებული კადრი შეიძლება განიცდიდეს ექსპოზიციის უკმარისობას (შუქის ნაკლებობას), გადაჭარბებულ ექსპოზიციას (ზედმეტად განათებას) ან შესრულებული იყოს ნორმალური ექსპოზიციით. სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი სამი ფუნქციის კომბინაციით ღებულობთ ამა თუ იმ ექსპოზიციის შედეგს.
მაშ ასე, რა არის ISO და რაზეა ის პასუხისმგებელი. მარტივად, მისი მაჩვენებელი განაპირობებს ფოტოზე გამოსახულების ხარისხს. ამას ქვემოთ სურათზე ადვილად მიადევნებთ თვალს. რაც უფრო დაბალია ISO-ს მაჩვენებელი მით უფრო მაღალია ფოტოზე გამოსახულების ხარისხი. ISO-ს გაზრდასთან ერთად გამოსახულების ხარისხი ფუჭდება. ხარისხის გაფუჭებასთან ერთად იმატებს ე.წ. “ხმაური”. ხმაურს ეძახიან გრანულების გაჩენას ფოტოზე. თანამედროვე სარკულ (DSLR) ფოტოაპარატებში “ხმაური” ISO-ს საკმაოდ მაღალ მაჩვენებლებზეც კი (რა თქმა უნდა გარკვეულ ზღვრამდე) შეუმჩნეველი რჩება .
ბუნებრივია გაგიჩნდებათ კითხვა: რა საჭიროა მაღალი ISO თუ ის ზოგადად აფუჭებს სურათის ხარისხს? ალბათ გამოგიცდიათ გულის დაწყვეტა, როდესაც მოძრაობაში მყოფ ადამიანებს და ნივთებს უღებთ სურათს. ხშირად ასეთი სურათი არ არის მკვეთრი ან უბრალოდ გადღაბნილია (ბლურის ეფექტი). ასეთი რამ დამახასიათებელია მოძრავი ობიექტების დაბალი ISO-თი გადაღებისას:
სურათზე მოძრავი ობიექტების გადღაბნის (ბლურის) თავიდან აცილებისთვის რეკომენდირებულია გადაღება შედარებით მაღალი ISO-თი. ეს რეკომენდირებულია ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც იღებთ ცუდი განათების პირობებში: საღამოს, ღამით ან ნაკლებად განათებულ ოთახში… კონკრეტულად როდის ISO-ს რა მაჩვენებელი უნდა გამოიყენოთ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოძრავია გადაღების ობიექტი ან/და რამდენად ცუდი განათების პირობებში იღებთ. სცადეთ სწრაფად მოძრავ ადამიანებზე რამოდენიმე სურათის გადაღება სხვადასხვა ISO-ს გამოყენებით და ყველაფერი ადვილად გასაგები გახდება.
თუ თქვენ გაინტერესებთ ამ პროცესის ტექნიკური მხარე, საქმე იმაშია, რომ ფოტოაპარატი, ISO–ს მიხედვით განსაზღვრავს თუ რა ხარისხით აღბეჭდოს მატრიცაზე (ძველი ფოტოაპარატების შემთხვევაში ფირზე) გადაღებისას მიღებული გამოსახულება, ანუ იგივე შუქი. დაბალი ISO “ეუბნება” ფოტოაპარატს კარგად გაანალიზოს და ხარისხიანად აღბეჭდოს მიღებული გამოსახულება/შუქი. ამ პროცესს შესაბამისად მეტი დრო ჭირდება. მაღალი ISO “ეუბნება” ფოტოაპარატს შედარებით სწრაფად გაანალიზოს და ნაკლებად ხარისხიანად აღბეჭდოს მიღებული გამოსახულება/შუქი. ეს პროცესი უფრო სწრაფად ხდება. მაშ ასე, როდესაც ვიღებთ მოძრავ ნივთს, ვიყენებთ რა ISO–ს მაღალ მაჩვენებელს, ფოტოაპარატს ვაძლევთ ბრძანებას, რომ სწრაფად გაანალიზოს და ნაკლები ხარისხის ფასად უფრო სწრაფად აღბეჭდოს მიღებული გამოსახულება/შუქი.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ISO, ფოკუსის სიღრმე და კადრის სისწრაფე ერთმანეთზე გავლენას ახდენს. ერთის მაჩვენებლის ცვლილება ცვლის დანარჩენი ორიდან ერთერთის მაჩვენებელს მაინც.
ტეგები: ISO, Photography, Qwelly, QwellyGraphy, iso, გადაღების, გაკვეთილი, სწავლება, ფოტოგრაფია, ხარისხი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
© 2026 George.
•