აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მოსაგონრად

08 / 08 / 08

5, august, georgia, god, hero, homeland, Ilia Elizbarashvili Poetry, poetry, qwelly, russia, sky, war, აგვისტო, გმირი, გორი, თანამედროვე პოეტი, ილია ელიზბარაშვილის პოეზია, ომი, პოეზია,

ნაღმები ფეთქდება და მიწა ზანზარებს!

ტყვიები მღეირიან ბაიათს

ცა მიწას გეენას ჯოჯოხეთს ამსგავსებს

ხვალ კიდევ შევხვდებით განთიადს!?

ეს მიწის ნაგლეჯი გვამებით, ჭურვებით,

ქცეულა სისხლიან ნაფოტად

შიში, ბრმა სიკვდილი, გოდება ჭმუნვები,

ქცეულა კაცთა ეშაფოტად.

ვიღაცა დაეცა, ტყვიები მღერიან

ჰოი, ჯოჯოხეთის ხმაო!

დაჭრილი ბიჭები ხელს შემსკენ იწვდიან:

გვიშველე! გვიშველე ძმაო!

თითქოს დროს აჩქარებს სისხლით გულმომბალი

ახალი გასროლა ყოველი

ღმერთო ჯერ მაჩვენე და მერე მომკალი

ცა მცხეთის და სვეტიცხოველი.

შავებში ჩაცმული ცრემლით მესახება

დედა - ჩემზე მგლოვიარე.

ყველა ახლობელი თვალწინ მეჩვენება

სახლი თვალით მოვიარე.

ხმაური ჩქამდება და ცეცხლი ნელდება

სიკვდილი ისვენებს წამით;

ცა ტყვიისფერდება, სისხლისფრად ბნელდება

ისევ დედას ვნახავ ღამით!

ხვალ თუმც ისევ ომის დღეა სისხლიანი

ისევ ცეცხლი იტრიალებს,

ჩემო საქართველო, შენი ხუთჯვრიანი

დროშა, მარად იფრიალებს!

ილია ელიზბარაშვილი

ტეგები: qwelly, აგვისტო, ი.ელიზბარაშვილი, მიძღვნა, ქველი

ნახვა: 654

გამოხმაურებები!

მწუხარე ლექსია ილია... და დღევანდელ დღეს - 08 / 80 / 08 - მართლაც რომ ძალიან დაგვაფიქრებს...

;(

უნდა იყოს ნაფოტად იქ კი ეშაფოტად, აკრეფის დროსაა შეცდომა გაპარული...

მამუკა_მ თქვა:

"ეჭაფოტად" რა არის?

მე მაპატიეთ :) ჩემი გაუმართავი კლავიატურის და სწრაფი კრეფვის ბრალია :) 

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ვეძებ

გამოაქვეყნა nino iremashvili_მ.
თარიღი: აგვისტო 11, 2025.
საათი: 5:08pm 2 კომენტარი

ვეძებ კობა ხიზანიშვილს ოზურგეთიდან რომელიც დაკარგულია ესპანეთში დაახლოებით 7 წელია,, არის ამ საიტზე რეგისტრირებული მომწერეთ თუ ვინმე იცნობთ 🙏🏻🙏🏻🙏🏻

Keto Cocktails and Keto Mocktails

გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm 0 კომენტარი

Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…

გაგრძელება

ო'ჰენრი ხელოვნური ინტელექტში

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm 0 კომენტარი

      სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.

„ძველი საათის ოსტატი“

(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)

      ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…

გაგრძელება

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm 0 კომენტარი

ქალთა უფლებები

ქეთევან პოპიაშვილი

პრეზენტაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…

გაგრძელება

Qwelly World

free counters