ცა გახსმილზე ქუხს და ელავს,ვინ თქვას,ეს რა ფერებია
დედამიწა გრგვინავს,იბრძვის–მასთან მისამღერებია
ცხადია,თუ ზღაპარია,თვალს არასდროს სჩვენებია
ციდან რომ ქრის ჯიქურ მარდად,ნეტავ ეს რა ცხენებია
ცას მოაპობს ქართა ქროლვა–ეს ხომ ღმერთის ხელებია
მზე ცას მისწვდა მათ ჭენებით,დედავ ეს რამხელებია
ერთურთი და ყოველივე,ერთობ ცეცხლის ცელებია
ყველა იგი ზედმიწევნით,შვიდფეროვნის ცეცხლებია
ჰა ასრულდა საიდუმლო რაც ღმერთს უწინ ჩაუდია
დღევანდლამდე,დასაბამით რაც კაცს ჯერ არ გაუგია
ცეცხლს მიეცა ძველი გველი,მასთან რაც კი აუგია
ჯოჯოხეთის ძლევით ღვთის მადლს,ყოფა ორად გაუყვია
ცხენნი ორად გაყოფილნი,ეშმაკს ცეცხლის ტბაში წვავდნენ
გველთან ბრძოლით სამარადოდ ქვეყნას სიცოცხლის ხეს რგავდნენ
ოთხი ცხენი–ღვთის კრავისგან ჯოჯოხეთის ძლევას ჰგავდნენ
ფერნი მათი სამოთხისგან ღმერთის უშრეტ წყაროს სვავდნენ
უკვდავების წყაროს წყალით ოთხი ცხენი,ორად იქცა
ღვთის ნამგალის ძალებანით,დანარჩენი სამკლად იქცა
დარჩენილთა ცხენთა ძალით,ჯოჯოხეთის ხე წაიქცა
ორი ცხენი ერთი აზრით,კრავის ახალ გზად მოიქცა
ჰე,აღსრულდა,ციდან მოჰქრის ცეცხლის რაში ღვთის მხედარი
შავ–თეთრ ალში გახვეული–დაკლულ კრავის სანთელ–კვარი
მთას მოაწყდა თვალთახედვა,ბარად მოსდენს მადლი ღვარი
ცრემლს ღვრის ხილულ–უხილ ნეტარ,ღირსეული ღვთის მხედარი
მთა და ბარი მუხლს იდრეკდა მისი ფლოქვა შემხედვარი
მძიმე იქმნა ქვეყნისათვის,იმის ცეცხლოვანი ჯვარი
მის თვალს ვერვინ გაექცევა–ყველა ჯოჯოხეთის გვარი
ვაი,კაცთა მოდგმისათვის–აღსასრულის დადგა დარი
ზოგი თავს მთას აფარებდა,ზოგნი კიდევ ბარს რჩებოდა
წყლული ციდან მოდენილი არასდიდებით ცხრებოდა
ვის ეგონა ჯოჯოხეთი ბოლო დროსაც შერჩებოდა
ბევრს სიკვდილი სურდა ნეტარ,სიკვდილი კი არ რჩებოდა
ცეცხლოვანი რაშის ფეხთით დახოცილი გორი იდგა
მხოლოდ ადამიანს ვნებდა,ყველგან განკითხვის დღე იდგა
იგი მხოლოდ ხელ–აწვდილი ღვთის უჩუმრად მარტო იდგა
ფიცილით და მელნის სარტყმლით განსაცდელთან მყარად იდგა...
ავთანდილ ზერტელი...(გაგრძელება იქნება)
ტეგები: Four, Horse, Poem, Poetry, Qwelly, Sky, ოთხი, პოეზია, პოემა, ცა, მეტი...ცხენი
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•