ნეტა ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეედრება-

ციხე-ტაძრები ცად ასულან ლოცვა-ვედრებად.
წევს ვეფხის ტყავზე საქართველო - მზისწილხვდომილი,
თავს დასდგომია იალბუზი ხელაპყრობილი.
თითქო ლოცულობს,ცად აღავლენს ხმათა ხავერდებს
და საქართველოს დღეგრძელობას გამჩენს ავედრებს.
თრთის ვენახები...თრთის ყანები...თრთის გალავნები...
თრთის საფლავები წმინდანების და ფალავნების...
ზოგი ციხეა შეკივლება,ზოგი-გაფრენა,
ზოგს აუშვია ხომალდივით ნისლი აფრებად.
ზოგი მუშტია,მუქარაა,ზოგი გინება,
ალაყაფებით,ქონგურებით რომ იკბინება!
ზოგი ამაყი ლილეოა,ზოგი-გასროლა,
ზოგიც შორიდან ცის და მიწის მოჩანს სასწორად.
წლებმა იხუვლა,იხვართქალა და ციხეს შეება:
ხავსად,დუმილად,ჭილყვავებად და ბუდეებად.
თვითონაც მთელი საქართველო ერთი ციხეა,
დაგილეწია,მტერო მაგრამ ვერ აგიღია.
დიდება თქვენდა თოროსანო დიდო მამებო,
თქვენ შეგინახავთ ენა,რჯული,ერი,სამეფო,
წიგნებს უსხერდხართ...ვენახდება ფოლიანტები,
და,საქართველოვ სულს იკაჟებ,გოლიათდები!
ვინაც ააგო ნიკორწმინდა,სვეტიცხოველი,
დიდება მის ლანდს,მე არა ვარ მეტის მთხოვნელი.
კედლებს ფრესკებად შეხიზნულო წმინდა დედანო,
ხვედრი თქვენებრი აღარავის გადაეტანოს.
კურთხეულ იყოს,ვინც განსჭვრიტა კლდეში ვარძია,
სულით განათლდეს,ვინც აკვანი მისი არწია.
ვინც პირველად დაიმღერა "ვეფხვი და მოყმე",
იმ გუთნისდედას მზადა ვარ ვეყმო!
კირითხურონნო,კალატოზნო,ოსტატ-შეგირდნო,
თუ სადმე რამე ცოდნაგქონდეთ-ღმერთმა შეგინდოთ!
ო,ციხის ლოდო ჩამოშლილო,ჩამომსხვრეულო-
შენ,ძვალო,ჩემო,გატანჯულო ჩემო სხეულო.
ო,გოდოლ-ბურჯნო,გალავნებო,ნაგებო მკვრივად,
ნაბზარი რაა,ყველა თქვენი ნაკაწრიც მტკივა.
გამისკდეს მიწა თუ შეგბღალო,თუ გივერაგო
შენ-საქართველოს ფარ-აბჯარო,ჯაჭვის პერანგო.
ეჰეი,სიმღერით ყელს იღადრავს შენი მგოსანი,
ვაზით და ფრესკით ჩემი მხარე მარად იცნობა
და საქართველოს ციხეებზე მზის შუბოსანი
დგას მეციხოვნედ მარადისობა!..

ნახვა: 991

გამოხმაურებები!

ეს ლექსი ვიცი... ერთი რომ მომწონს და მეორე რომ ვიცი... :D :D :D 

მე როო ვერ გავიგე რას გულისხმობბ?:D

დავისწავლეთქო... :D სერიოზულად... :)

შორენა კენჭოშვილი said:

მე როო ვერ გავიგე რას გულისხმობბ?:D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

 

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება…

გაგრძელება

Qwelly World

free counters