მე ჩემი ფერები გაზაფხულს დავუთმე,
სამყარო რომ იყოს ყველასთვის ლამაზი
დავუთმე არ ვნანობ, დღეს ძაან მკაცრი ვარ...
მარტივით მრისხანე, ცელქიც და თამამიც.
ქალი ვარ რა მოხდა თუ ზოგჯელ ვხულიგნობ,
შემომრჩა ჩვევებად სიგიჟე ბავშვობის,
ვერა ვთმობ იმ ასაკს და არც ის მშორდება...
წაიღეთ ეს წლები, მე თვალში არ მომდის.
ვინა სთქვა ასაკი ხასიათს შეგიცვლის...
ან ვინ სთქვა, რომ შავი გახდება თეთრ ფერად...
არ მჯერავს, არ მჯერავს არავის ნათქვამის...
ცხოვრება თუ შეგცვლის და არა განგება.
ქალი ვარ რომელიც ფიქრებმა დაღალა...
ხან და ხან ჩემს თავზე მე თვითონ ვოცდები...
ქალი ვარ რა ვუყო ასეთი თავნება...
მარტივით ათასჯერ მეცვლება ფიქრები.
ქალი ვარ ნუ გიკვირთ, თუ მე ვარ თამამი...
ვედრები გაზაფხულს, ჩვენ ერთი სტილი გვაქვს.
ვკეკლუცობთ ორივე, თუ გვათბობს მზის სხივი...
ხან და ხან ორივე მარტივით გიჟი ვართ.
ტეგები: Blog, Post, Qwelly, გაზაფხულს, დავუთმე, დღიური, მე, პოეზია, ფერები, ჩანაწერი, მეტი...ჩემი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•