არ მწამს გოდების, ძველი ოდების,
არ მწამს ხმაური, აურზაური,
თხოვნით მოგმართავ, ადამიანო,
იყავი ბავშვი და უცნაური.
ხმაური ომის, სიკვდილი გლოვის,
სიბრიყვე ბოდვის, აზარტი ცოდვის,
მორჩა, გეყოფა, ადამიანო,
როცა სიცოცხლე ხელახლა მოდის.
მოდის ლამაზად, მოდის ზვარაკად,
თითქოს კრძალვით და შემდეგ ამაყად,
მინდა ვიკითხო, ადამიანო,
რატომ დადიხარ ბედის ამარად?
მოდის იმედით ფიქრებიც ლურჯი,
მოჰქრის სიშლეგით გრძნობები ურჩი,
მინდა ვინატრო, ადამიანო,
შხამს მოარიდე ბაგები, ტუჩი.
ნუთუ ვერ ხედავ უფლისას ტაძარს,
რატომ ვერ ამჩნევ სიხარბით ამ გზას?
რისთის მოხვედი, ადამიანო,
როდის განდევნი სიბნელეს ნაძრახს?
წამით დროს ჩვენთვის დიდხანს უვლია,
ჟამსაც განაგებს ზევით უფალი.
მინდა გისურვო, ადამიანო,
იყავი მუდამ თავისუფალი!
შალვა ლონდარიძე
ტეგები: Qwelly, ადამიანი, ბლოგი, ლონდარიძე, პოეზია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•