არაფერს არ გეტყვი, რაღა მაქვს სათქმელი?!
ოცნებამ დატოვა ბინა..
დროდადრო გიხსენებ ჩემს ლამაზ ფიქრებში
ზამთრის ამ სუსხიან დილას.
არაფერს არ გეტყვი, უჩუმრად გავქრები,
ნისლებად გავყვები ქარებს,
თუ მოგენატრები ცის კიდეს გახედე,
თეთრად მოვედები მთა-ველს...
შორს წავალ, დავტოვებ
შენს კუთვნილ ჰორიზონტს,
ვერსად ვერ მიხილავ ლანდად,
ჰელიოსს გავყვები მზის ეტლით მიმავალს,
ბილიკს ველოდები ზღვასთან.
ფიფქებად არ მოვალ,
თორემ ვერ გავუძლებ,
ცდუნებას _შეგეხო თმებზე,
ხელი რომ გაშალო ვინძლო დამიჭირო?!
განა გადარჩენას შევძლებ?..
წავალ, შევერევი ნისლიან მყინვარწვერს,
ვეღარ მომაწვდინო თვალი,
თუ არ დაგინახავ ლექსებსაც ვერ დავწერ
და შენც არ გექნება ვალი...
სიყვარულზე შეყვარებული
ტეგები: Poetry, Qwelly, ლექსი, პოეზია, სათქმელი, სიყვარულზე_შეყვარებული
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•