რა იქნება ახლა თოვდეს?!
მიწას ფიფქი ეფინოს,
სიყვარული გულს ათბობდეს,
თვალთაგან მოედინოს.
რა იქნება თოვდეს ახლა?!
ყინულს ბროლი ერიოს,
მოეფინოს თოვლი ახლად
კაცთა საინპერიოს.
რა იქნება ახლა თოვდეს?!
მეგობარი მელოდეს,
გულში სიყვარული კრთოდეს,
ვერაფერი მშველოდეს.
ახლა თოვდეს რა იქნება?!
ვინმე მენატრებოდეს,
ენთოს პოეტური გზნება,
ირგვლივ ყველა თვრებოდეს.
რა იქნება ახლა თოვდეს
თეთრი მელანქოლია?!
მეგობარო გთხოვ გახსოვდეს
ბევრ ფიქრს რა მოჰყოლია.
ილო, ოქტომბერი 2014
ტეგები: Qwelly, თოვლი, ი.ელიზბარაშვილი, მონატრება, ნატვრა, პოეზია, ქველი
Welcome to
Qwelly
ივლისი 23, 2025 დასაწყისი 6pm! გაგრძელდება 7pm_მდე – Dubai - United Arab Emirates
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•