თვალებს თაფლისფერს, თვალებს ცეცხლიანს

ამაყს ვით ჰერას, ზეცის დედოფალს

ვით ოლიმპოს მთას მკაცრს და სევდიანს

ვეტრფი მე ქვეყნად ერთ მშვენიერ ქალს.

მის შემოხედვად სიცოცხლე მიღირს,

ყველა ის ლექსი რაც მიწერია,

თუ ანგელოზი მშვენებად მითვლის

მისი თვალები აღმიწერია.

თუ ვერ გავექეც სატანის ბორკილს,

ვერ გავექეცი ქვესკნელში ტკივილს,

მწარე მომავალს ჩემადვე მომკლის,

მე მას ვაჩუქებ ჩემს ბოლო ღიმილს.

თვალებს თაფლისფერს, თვალებს უძიროს,

ამაყს, სევდიანს, საედემო ტბას

ვუძღვნიდი მთვარეს ღამეს უძილოს

ჩემი ლექსებით ვასხამდი ხოტბას.

ილო

ტეგები: Qwelly, თვალები, ი.ელიზბარაშვილი, პოეზია, ქველი

ნახვა: 411

გამოხმაურებები!

შესანიშნავია

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters