მიწიდან ცამდე როგორ შორია,
მინდა მთვარესთან ისევ თამაში.
ახლა გრძნობებმა ამიყოლია,
ჩუმი სიბნელე ფერთა გამაში.
მინდა სიშორე სულ უფრო ახლოს,
მინდა ვიკითხო თავი მეორე,
მინდა ზამთარში ზაფხული ვნახო,
დარაც აქამდე გავიმეორე....
შენ ვერ გაიგებ რა მინდა ახლა,
ხანდახან სათქმელს ამბობს თვალები.
ხან დიდ სიმართლეს ტყუილი ახლავს,
დაიჯერებ და შეგებრალები..
მეცინება და მაინც მოგისმენ,
ვისმენ სიცრუეს როგორც სიმართლეს,
ხომ დაფიქრდები ალბატ როდისმე,
ყველასთან ასე არ გაგიმართლებს,
ირგვლივ სიჩუმე ღამე შლის კარავს,
მახსოვს მთვარესთან ბევრი ვიცინე,
ნიავი ხეებს ხმელ ფოთლებს პარავს,
გაცრეცილ ამინდს კოცნის სიცივე.
იცი რა მინდა? ლურჯი ნაპირი,
და ნოსტალგია დღეთა კრებული.
იყოს მაისი თუნდაც აპრილი.
დღე სიყვარულით გაოცებული.
მინდა მზიანი ცოტა ფერმკრთალი,
დღე არეული გაშლილ კარტივით,
შენი სხეული ოდნავ შემკრთალი,
გადარეული ქუცა მარტივით..
მინდა ვუყურო დილის შემოსვლას,
დამათენდება თავზე აისი.
იასამნისფრად როგორ შემოსავს,
ატმის ყვავილებს ცელქი მაისი.
გინდა თუმცა კი ცოტა ძნელია,
ცივი ნიავი ქუცებს დაუვლის,
ჩემს გასაჭორად მთვარეს ელიან,
დეპრესია აქვს მალე გაუვლის...
გიორგი ხელაძე
ტეგები: Qwelly, poetry, გიორგი_ხელაძე, მიწა, პოეზია, სიშორე, ქველი, ცა
)))))))))
LsHისა_მ თქვა:
ნეტა მალე გადიოდეს ეგ დეპრესია :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•