რომ შეუსრულდა ცხრამეტი წელი
მისი ფიქრები სხვა გზით მიჰქროდა
მას იზიდავდა ბრძოლები, ომი
და ამის გამო წავიდა ჯარში
ეს რომ გაიგო მშობელმა დედამ
ხელი ჩასჭიდა ორივე მკლავში
შენ შემოგევლე, მოგიკვდეს დედა
არ მიმატოვო ნუ წახვალ ჯარში.
თითქოს იცოდა, თითქოს ხვდებოდა
რომ იქ წასვლით რაც მოხდებოდა
გადაწყვეტილი კი მაინც ჰქონდა
რომ ჯარისკაცად ყოფნა უნდოდა.
არ დაუჯერა წავიდა ჯარში
თვალცრემლიანი დატოვა სახლში
მისი მშობელი, მშობელი დედა
დედა რომელმაც გაზარდა ბავშვი.
მაგრამ გავიდა დღეები, თვეები
ის ჯარისკაცად იბადებოდა
კარგად ისწავლა სამშობლოს დაცვა
მტრის თავდასხმა და მტრისგან თავდაცვა
თითქოს უდარდოდ და თითქოს მშვიდად
მისი ცხოვრებაც ასე მიჰქროდა
რა ადვილია თურმე სიცოცხლე
ასე ეგონა, ასე ფიქრობდა..
თუმც ეს ფიქრები ომმა შეცვალა
მწარე დღეებიც ომმა მოუტანა
ომმა, რომელმაც ქვეყანა არია
დიდიც და პატარაც ყველა გადარია
და ჩვენი გმირიც ეს ჯარისკაცი
სამშობლოსათვის მტკიცედ იბრძოდა
ის ტყვიის კვამლში მთელი სისწრაფით
გადარჩენისთვის წინ ისწრაფოდა
ვაი, ერთ დღესაც რომ ვერ გაუძლო
მტრის შემოსევებს დაღლილმა გმირმა
მას ვერ უშველა ვერც დედის ლოცვამ
და ასე მტკიცედ ბრძოლაში მოკვდა...
ომიც დასრულდა.. და შენც დასრულდი
ეჰ, ცხინვალიდან სახლში დაბრუნდი
- რატომ დაბრუნდი ასეთად რატომ?
- რად მიგვატოვე თქვი, მითხარ რატომ?...
ასე ტიროდა მას დასტიროდა
მისი მშობელი, მშობელი დედა
დედა რომელმაც გაზარდა ბავშვი
იტანჯებოდა მისი სიკვდილით
მას დასტიროდა მთელი სოფელი
მისი ძმები და ამხანაგები
ყველა ტიროდა, ყველა გლოვობდა
რადგანაც იგი ყველას უყვარდა.
ეს ჩვენი გზები ეკლიანია,
ჩვენი ცხოვრება ეკლებით სავსე
და ამ ცხოვრების ეკლიან გზაზე
შენი სახელი დიდებით სავსე...
ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს,
რომ შენი სახე დიდხანს იცოცხლებს
შენი სახელი შენი დიდება,
მჯერა გასცდება ტანძიის საზღვრებს
და თუ თქვენ ნახავთ მის საფლავის ქვას
ზედ აწერია საბა დადვანი
ღიმილის ბიჭად დაბადებულა
სამწუხაროა რომ აღარ არის...
ავტორი: ია ანსიანი
ტეგები: 08.08.08, Qwelly, აგვისტო, ბიჭები, დადვანი, ომი, პოეზია, ღიმილი
საბა დადვანი ჩემი ახლობელი იყო,ის ჩემთვის გმირია. ლექსის ავტორი ჩემი მეგობარია
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
© 2026 George.
•