გაცრეცილი, გაქუცული ხედები

მიკვირს, კიდეც სად მოსულან მტრედები?!

უბრალო ცრემლს უკვე აღარ ვჯერდები

მეტს დავეძებ... სულიერად ვხევდები...

ამდენ სიტყვებს აბდაუბდად ვედები,

ირგვლივ მყოფებს მეტისმეტად ვბეზრდები

გარიჟრაჟზე ადრეულად ვთენდები

ერთ ადგილას ლამის ვეღარ ვჩერდები...

მოვითხოვ რომ ფრთებს ნურასდროს დამაჭრით,

არ იქნებით კმაყოფილი ნავაჭრით!

ნუღარ იკვლევთ ჩემს უცნაურ გაწყობას

თქვენთვის არის ეს ერთგვარი გართობაც...

მარტოობას თითქმის აღარ ვუჩივი

უფრო მეტიც, ბედს მე თვითონ ვუღიმი...

მომწონს კიდეც ეს ახალი ცხოვრება

მაგრამ ჩემში სიყვარული თხოვდება...

თბილი გრძნობა უგრძნობლობამ შეცვალა

შინაგანი ხასიათიც მეცვალა...

შიში მუდამ ჩემს სიმართლეს იმონებს

შვებას ვიგრძნობ, თუ გავატან სტრიქონებს...

ქალაქის გზებს მივუყვები თამამად

ჩემს სახლისკენ, არც ისე შორს სავალად,

სადაც გრძნობებს კვლავაც მივცემ გასაქანს;

სადაც ვიკრებ ძალებს თავის გასატანს...

ვწერ, მაგრამ კი რჩება კიდევ სათქმელი

ჩემი ხედვის ვერ ვარ კარგი მთარგმნელი...

ეგ ცხოვრება!... დიდი ოხერტიალი!...

სანამ სუნთქავ, ჯერ არ არის გვიანი.

როგორც სხვებსაც, მეც მაქვს ნაკლოვანება

მიჭირს სრულად თავის გამომჟღავნება...

თუნდაც ზეცას ზეწრად გადავეფარო

ვერ ავიტან ცას, რომ არ გავეპარო...

ხან მინდა, რომ ვარსკვლავებთან ვცურავდე

ხანაც სახლში, ღამით თვალებს ვხუჭავდე

კეკლუც ღრუბლებს ჩუმად ვეფერებოდე

და მიწაზე ტყის სურნელით ვთვრებოდე...

მინდა ზოგჯერ, რომ დაფიქრდეთ უბრალოდ

არ დატოვოთ ერთი წამიც უკვალოდ

უნდა იგრძნოთ სხვები რას განიცდიან!

სწრაფად, რადგან დრონი არ დაიცდიან!!!

ლალი დავითაძე 2013, 31/07

ტეგები: poetry, qwelly, პოეზია, ტკივილი, ფიქრი, ქველი, ძებნა, ხეები

ნახვა: 285

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters