დაზამთრდა...
თოვლი არც ისე მიკვირს
და არც სიცივე - სისხლში რომ ატანს
მე მეშინია ამ ატმის კვირტის -
გაზაფხულით რომ ვერ გახსნას მარტმა.
დასაწყისი არ მაშინებს ზამთრის -
როგორ შევხვდები ზამთრის დასასრულს?!
ვაი, თუ ისევ დავობდე სახლში,
ბუხართან მჯდომი დავხვდე გაზაფხულს.
მე მეშინია დამშრალი ღელის,
ჩემს წინ რომ სწევს და მშვიდადა სძინავს
და გვირილათა გაყინულ ველის
გამოღვიძება ვერ შესძლოს წვიმამ.
მე მეშინია შენი - შენს გამო,
არა თებერვლის ცივი ქარების,
გავიღვიძო და აღარ ვეწამო,
არ მომწყურდე და არ მეყვარები.
გავიღვიძო და მთათა კალთებზე
აღარ მიცდიდნენ ლეგა ნისლები,
იქნებ სჯობია, აღარ გავთენდე,
მოვკვდე და ნუღარ გარდავიცვლები.
არ მინდა შენი ჭკნობა ვიხილო,
ვიხილო შენი დაშლა ფერებად,
ჩემს მერე შენთან მოვა სიკვდილი
და მკერდზე ცივად მოგეფერება.
დაზამთრდა...
თოვლი არც ისე მიკვირს,
არც ეს სიცივე - სისხლში რომ ატანს,
მე მეშინია ამ ატმის კვირტის -
გაზაფხულით რომ ვერ გახსნას მარტმა.
ტარიელ ხარხელაური
ტეგები: qwelly, პოეზია, ხარხელაური
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•