ან შენ! ან ის ! ან სხვა !
ახლა მხოლოდ შენ!
აღარც ის! აღარც სხვა!
იქნება დოღი! განა ცხენების ?!
ახლა სიტყვებს შეჰფერით რბოლა !
ვინ ხარ შენ ?! და ვინ ხარ შენ ჩემთვის ?!
მხოლოდ ერთი, ერთი გასროლა!
და პირდაპირი სიზუსტით შემშლის !
ჩამოიფოთლა ! შენს ბაგეებს დატყობია დაცვენა ფოთლის.
შავი თვალების ელვარებით ჩაქრება ღამეც
და მე დავრჩები ისევ შენთან,
და ვინღა მოთვლის
დღეს მერამდენედ მოვინდომე მენახე სადმე...
ან დამეხატე, ან მექარგე ან ლექსად მეთქვი
არ შემიძლია!
არ შემიძლია!
მეთქი .......
-მე ვთქვი
და
აქვე სარკმელს მივაშურე აჩრდილის ხვნეშით...
მაგრამ აქ არ ხარ...
ხე გაძარცული მიუყვება ხეივნის ლანდებს
შენ ყველაფერი ,
ყველა ნაკლი ხარ ჩემი...
და ამ ხესავით გაძარცული გოგონა დაგდევს...
ბაგეებს ვეტრფი...
და შენს მტევნებთან ჩამოშლილ თითებს...
და იმ წუთებსაც, შენს სივრცეში ბავშვივით რომ ვთრთი
და იმ თვალებსაც
უთქმელად რომ ყველაფერს მიგებს...
რატომ შემხედე ასე თამამად!
დუმილის ღრიალი ან რატომ გესმის!
რად გადაჭიმე სიმი კამარად
ჩემს სულს
აჩრდილებს
კლავიშებს....... ფეთქვის!
მუჭით ვაგროვებ ოთახში ჰაერს,
შენი ჩასუნთქვის შრიალი ყურთან
მიწისფერ თვალებს
შევაჩვევ ჩურჩულს
და ცრემლის ძალას ვნებდები ტუჩთან....
ჩამოიფოთლა....
ახლა მხოლოდ ზამთარი დარჩა
ჯერ კიდევ შორი...
ჩამოვიტოვებთ ჩვენს ნაკვალევს
სითეთრის ჰოლში
და
ათვლას დავიწყებ ისევ თავიდან
ისევ და მხოლოდ სიტვების დოღში!

Lucy 2014, შემოდგომა.

მოუსმინეთ აუდიო ჩანაწერს

ტეგები: Poetry, Qwelly, თანამედროვე ლექსები, ლექსები, ლექსი, პოეზია

ნახვა: 191

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters