შავბნელ ნაფიქრებში, შფოთვით, შემოგარენს
შაშვის სიმღერებით შმაგი შორეთს ანგრევს
ნაზად იფერება ფერთა სითამამე,
შუა ცის თაღიდან შურით ასურათებს...
შიშით მოკრიალებს შავი მორკინალი,
შიათ მეშანდლეებს სანთლის შემხედვარე,
ძრწიან სულნი შორით, შორით მოგებების,
შვებით მოშრიელებს, შვება მოშრიალე...
შვიდგზის შემოზღუდა ზარმა შორიციხე,
შავმა კეისარმა შუა შემოგრაგნა,
შუკას მორცხვად კვეთავს შულტა შუაღამეს,
ქალს კი ოცნებებში შუქი შვებით შეყავს ...
მთების შორ წვერებში შუნი მოგრიალებს,
შჯიან შჯულის გრძნობით შუქთა მობრჭყვიალე,
შიათ მეშანდლეებს სანთლის შემხედვარე,
შვებით მოშრიელებს, შვება მოშრიალე...
ბექა შველიძე
ტეგები: qwelly, ბ.შველიძე, დაბადება, კეისარი, პოეზია, ფიქრი, ქველი, შიში, ცა
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•