ჯერ არასდროს არ ყოფილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,
მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ოჰ! არასდროს არ ყოფილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით.
აქ სევდიან სასაფლაოს, ვარდიო და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული,
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად.
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები:
თუ როგორ ვგრძნობ, რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღმზარდა
სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა:
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ნაზი ღამე,
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები.
რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ ყოფილა მთვარე ასე წყნარი!
გალაკტიონი
ტეგები: Qwely, გალაკტიონი, გედის_სიმღერა, მთაწმინდა, მთვარე, პოეზია, სიმღერა
სკოლაში ეს ლექსი რომ ვისწავლე იმდენად შემიყვარდა ვინატრე: ნეტავი ოდესღაც მეც დავწერო თუნდაც უბრალო პატარა ლექსი...<3
და... მარტო ქველზე არის მაიკოს 86 ლექსი :) ☺
* Maiko_ს პოეზია *
Maiko_მ თქვა:
სკოლაში ეს ლექსი რომ ვისწავლე იმდენად შემიყვარდა ვინატრე: ნეტავი ოდესღაც მეც დავწერო თუნდაც უბრალო პატარა ლექსი...<3
da poeziis sagamo gaacdina :((
LsHისა_მ თქვა:
და... მარტო ქველზე არის მაიკოს 86 ლექსი :) ☺
* Maiko_ს პოეზია *
Maiko_მ თქვა:
სკოლაში ეს ლექსი რომ ვისწავლე იმდენად შემიყვარდა ვინატრე: ნეტავი ოდესღაც მეც დავწერო თუნდაც უბრალო პატარა ლექსი...<3
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
1 Like
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
© 2026 George.
•