მე შენზე ვფიქრობ და თითქოს გხედავ
ვფიქრობ და ისევ დღეა მზიანი,
ძვირფასო მოსვლა რად გაგიძნელდა?
ძვირფასო რისთვის დაიგვიანე?
ახლა ეს გრძნობა უფრო მეტია
ახლა ქარები არხევენ ტირიფს,
მე შენ გიამბობ ერთ ტრაგედიას
და როგორც ბავშვი დავიწყებ ტირილს
ასე გაივლის წამება ოხვრა
შენ მოხვალ ჩემთან თეთრი ხელებით
მოხვალ დაღლილი მეტყვი როგორ ხარ?
მოხვალ და ვიცი მომეფერები,
თუმცა იქნება ღამე წვალების
ღამე სასტიკი და ულმობელი
და ეს თვალები, ლურჯი თვალები
ჩემი თვალები ისევ მოგელის.
ტერენტი გრანელი
ტეგები: Terenti_Graneli, poetry, qwelly, გრანელი, მოლოდინი, პოეზია, ტერენტი, ტერენტი გრანელი
რატომღაც ეს ლექსი გალაკტიონის ლექს : "თოვლი" მაგონებს....ორივე კარგია ♥
ალბათ იმიტომ, რომ ორივეს განსაკუთრებული, არა_ჩვეულებრივი სიყვარული შეუძლიათ...
ლალი დავითაძე_მ თქვა:
რატომღაც ეს ლექსი გალაკტიონის ლექს : "თოვლი" მაგონებს....ორივე კარგია ♥
გეთანხმებიი :))
თათია_მ თქვა:
ალბათ იმიტომ, რომ ორივეს განსაკუთრებული, არა_ჩვეულებრივი სიყვარული შეუძლიათ...
ლალი დავითაძე_მ თქვა:რატომღაც ეს ლექსი გალაკტიონის ლექს : "თოვლი" მაგონებს....ორივე კარგია ♥
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•