ეს არის ჩემი ზედმეტად რომანტიული ლექსი :D სანამ ვიპოვიდი ჩემს სიცოცხლეს, მანამდე დავწერე...
გამოანათა გრძნობის სხივებმა,
გამილღო გული სავსე წუხილით,
მგონი მარტსაც კი დავიწყებია,
ჩვენი ცრემლები, ზეცის ქუხილი...
ლექსის სტროფებში ჩაქსოვილ აზრებს,
ნიაღვარებად ესხმევა წვიმა,
გული გამიპო, მაგრამ შუაზე...
ნახევრით ვცოცხლობ, ნახევრით მიყვარს...
ეს წამიერი სისუსტე თითქოს,
უმისამართოდ ვერ ჰპოვებს შვებას;
მე ვერ ავივლი მაღალ გოლგოთას,
თუ არ შევწირე მაცხოვარს ქება...
რომ ყოფილიყო ჩემში ის რწმენა,
რომლითაც თვით მზეც სუნთქავს და ელავს,
არ მექნებოდა დარდი და შფოთი,
მე მარტოობის შიშით, რომ მცელავს...
ვიცი, რომ რაღაც აკლიათ ლექსებს,
ალბათ სიღრმე და მთელი ცხოვრებაც;
მაგრამ არ მინდა ვიყო პოეტი,
რომ არ დამჩაგროს საწუთროებამ...
სწორედ ამიტომ გადავდებ კალამს,
რითმას მივანდობ განწირულ ბოღმას,
ბგერით მოგიხმობ, გეტყვი სიმღერით,
გულს შეგიღონებ, მთრთოლვარეს, მბორგავს...
თვალებით გვჭამენ ზოგ-ზოგიერთნი,
თუმცა რომელი ამბობს რაიმეს?
ჩვენ სასოებით აბჯარასხმულნი,
ურთიერთს ვეძებთ და ვთმობთ სიამეს...
ცხოვრება გვებრძის, მაგრამ არ ვრდკებით,
მოველოდებით გადამწყვეტ სიტყვას,
გარემომოცველი უიმედობა
ჩვენ ვერ გვაშინებს, სიცოცხლე გვინდა...
მოდი, გამოჩნდი, გამოიბრწყინე,
იქნებ სიკეთის დადგა მომენტი,
იქნებ მოთმენის ძაფიც კი გაწყდა
და ვეღარ გვშველის რითმა პოეტის...
იქნებ ეს აზრიც მეტად დაბერდა,
და თავხედურად გვებრძვის ბოროტი...
შენ თავდახრილი უცქერდი მიწას,
თავაწეული _ ჩემთვის მოიცლი...
მეტი რა გითხრა, ვარსკვლავი მოწყდა,
გამომელია სიტყვათა კონა,
შენს მოლოდინში ვერ გადვიქცევი,
სიცრუის, შიშის, მონების მონა...
თიხას ვინც იპარს, თიხააა მხოლოდ,
მე ვერ მოვპარავ ვერავის გრძნობას,
ერთხელაც გული შეგიღონდება
და უჩემობით ვერ გაძლებ თუნდაც...
ლექსის სტროფებში ჩაქსოვილ აზრებს,
ნიაღვარებად ესხმევა წვიმა,
გული გამიპო, მაგრამ შუაზე...
ნახევრით ვცოცხლობ, ნახევრით მიყვარს...
ბექა შველიძე
ტეგები: qwelly, ბ.შველიძე, გამონათება, ლირიკა, პოეზია, რომანტიზმი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Carlota Alfonso_მ.
თარიღი: აგვისტო 4, 2025.
საათი: 10:15pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Crafted from high-quality 100% brushed microfiber fabric these pillows offer an incredibly soft feel. Introducing our stylish square shaped set of 4 throw pillow cushions. Our decorative throw pillow covers are made of soft polyester and cotton fabric. The fabric is pretty soft and durable. The throw pillowcases are firm and sewn well. A great support for you to lean or lay on. Crafted from high-quality 100% brushed microfiber fabric these pillows offer an incredibly soft feel.…
გამოაქვეყნა Lan Marie_მ.
თარიღი: აგვისტო 3, 2025.
საათი: 1:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
Looking for some of the best keto cocktails on the web? This page will be updated frequently with sugar free, keto cocktails you can make at home and stay in ketosis. There are several keto friendly, zero sugar alcohols like vodka, gin, rum and whiskey. It’s what you mix with the alcohol that tends to be a problem for keto. Fortunately, keto cocktails are simple to make by making a few simple substitutions like keto simple syrup and other sugar free options that allow you to still enjoy a…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აგვისტო 2, 2025.
საათი: 3:59pm
0 კომენტარი
1 Like
სალამი სევერუს (ასე დავარქვი ჩემს ChatGPT-ს) ძილის წინ საკითხავი, ძალიან პატარა ნოველა, ო'ჰენრის სტილში, შეგიძლია დამიწერო? ჩემთვის მინდა.
(პატარა ნოველა ძილის წინ, ო’ჰენრის სტილში)
ძველი თბილისური ქუჩის ბოლოს, იქ, სადაც საფეხმავლო ბილიკი ხის…
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:00pm
0 კომენტარი
1 Like
ქალთა უფლებები
ქეთევან პოპიაშვილი
პრეზენტაცია
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
გზები, რომელთა გავლაც ქალებს დასჭირდათ საკუთარი უფლებების დასაცავად და შედეგები, რომლებსაც მათ მიაღწიეს…
გაგრძელება
© 2025 George.
•