ნოემბრის ქარში ლურჯი ტუჩებით, 

მობუზული ხარ როგორც ნაცარა. 

შენთან ლექსები მომაქვს მუჭებით, 

ნეტავ მაკოცებ? რატომაც არა?! 

 

შენთან მოვდივარ და ოცნენებით 

ცაზე შემცივნულ მთვარეს ვაკავებ. 

მე უშენობის მსგავს შეგრძნებებით, 

ღამეს ვათევ და დილას ვაღამებ... 

 

და უსიცოცხლო ხელების ფონზე, 

როს გარს ანგელოზთ თეთრი დასია, 

მსურს, წამით მაინც მოვიდე გონზე, 

მივხვდე, რომ სული შენით სავსეა. 

 

მე უგზოობა უკუნს მინათებს, 

უსასწაულოდ სული მარტვილობს. 

მე უშენობა ტკივილს მიმატებს, 

რომ მარტოობამ გამამარტივოს. 

 

დაჰქრის ნოემბრის ქარი, სუსხია. 

სული ვარსკვლავთა წვდომით ვერ თვრება. 

ამ ცაცხვებში კი ჩვენი კუთხეა, 

შენც მოლოდინში სუნთქვა მეკვრება. 

 

მე ილუზიებს ღამეს ვაჩუქებ,

სევდას ჩავიხრჩობ ღვინის ჭიქაში. 

და თუ არაფერს არ გავაფუჭებ, 

შემიშვებ შენი გულის ბინაში?! 

ილო, 2013

ტეგები: Qwelly, ი.ელიზბარაშვილი, მიძღვნა, პოეზია, სილურჯე, ქველი

ნახვა: 827

გამოხმაურებები!

ილო ვის მე? :D

ყოჩაააღ ! !! ))) 

RSS

ბლოგ პოსტები

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

2026 Guide to the Best AI Voice Generation for Creators and Businesses

გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm 0 კომენტარი

As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…

გაგრძელება

Gallium Market to Reach $860 million by 2033

გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am 0 კომენტარი

According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…

გაგრძელება

How Minidumperfactory Electric Garden Loader Manufacturer Adapts to Energy Trends

გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am 0 კომენტარი

Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…

გაგრძელება

How Can A Ball Valve Factory Enhance Long Term System Comfort And Stability

გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am 0 კომენტარი

Choosing a reliable partner often begins with understanding how a  shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…

გაგრძელება

Qwelly World

free counters