მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა, შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა,
გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,
რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.
მის წინ რიგში იდგენენ ზანგნი თუ არაბნი,
ფრანგნი თუ... ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილთ.
ზოგს ველი არგუნა, ზოგს მთების ქარაფი,
ზოგს ცხელი უდაბნო, ზოგს ვრცელი მინდორი,
ზოგს მთა მოუწია, ზოგს მთის კალთები.
უფლის განაჩენი არ იყო სადაო.
მხოლოდ ამ გრძელ რიგში არ ჩანდნენ ქართველნი,
რიგი და ქართველი? სადან სადაო.
და როცა პირწმინდად დარიგდა მთა ბარი,
გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,
უეცრად ჩვენები, სად იყვნენ სად არა,
წარუდგნენ და ჰკითხეს: - ჩვენ რა ვქნათ უფალო?
მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ,
ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც,
განცვიფრდა: ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე?
მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე...
ქართველნი გახლავართ, გავშალეთ ნაბდები...
შენი სადგეგრძელო თასები დავცალეთ,
რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ
და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალევ...
დავლოცეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო,
მეუფევ მაღალო!
და რადგან ეს მიწა ყველას გაუყავი,
ცუდი თუ კარგი კუთხე გაეცი მთლიანად.
რა უყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი,
ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!
...ალპებად, ანდებად, თუ კავკასიონის მთებად, აიწიენ წარბები შეკრული...
სად დაგაბინაოთ? – არ არის იოლი, ასეთი ლამაზნი, მამაცნი, ერთგულნი...
სულ ყველა გავეცი, ბილიკიც, ჭიუხვიც ,
მარტო დავიტოვე პატარა წალკოტი,
იქ კალთა დავბერტყე სიტურფის, სიუხვის,
საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი,
მე ჩემთვის მინდოდა მზიური ქედები
და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის,
ზეცაში ვიცხოვრებ, ხოლო ეს ედემი -
თქვენთვის დამითმია. დე, იყოს ალალი!
და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა,
და ჩვენ დაგვიტოვა ღვთიური მთა-ბარი,
მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია
ქუხს მისი სიტურფის, სიუხვის ამბავი…
----------------------
...შეუნდოს იგევე უფალმა, ვინც ვითომ
ქართველებს თავისი გვაჩუქა საუფლო,
არ შურდა, ყოფილა ან მიეთმოეთი,
არ ვიცი ლეგენდა ნაჩმახი სხვა უფრო.
უფალ ღმერთს კი არა, თუ გინდათ მართალი,
აქ კალთა ჩვენს მშობელ ხალხს დაუბერტყია,
და თუ საქართველო ასეთი რად არის,
ქართველი გლეხკაცის ხელები გეტყვიან.
დახედე მის ხელებს დაკოჟრილს, დაშაშრულს,
ხან დამწვარს, ხან დამზრალს მზეში თუ ყინვაში...
დახედეთ მის ხელებს... და გსურთ თუ არ გსურთ,
ნისლივით გაქრება ლეგენდა - მირაჟი.
შეხედეთ ნაჯაფარ ველ-მიდვრებს, მთა-გორებს
ეს ჩვენი ოფლი ჩქეფს მტკვარშიც და რიონშიც,
და მითი, ლამის რომ მართალი გვეგონა,
უცებ ფასს კარგავს ვით თვალი რიოში...
შეხედეთ მზედაკრულ მეზვრეს თუ მემინდვრეს,
თუ ავდრის ნაბადში გახვეულ მეცხვარეს.
შეხედე, შეიგრძენ, შეიცან, შეიტყვე
რად არის ლამაზი ეს მიწა, ეს მხარე.
შეხედეთ ზღვა-ჩაის, ამ ჭალებს, იმ ველებს...
შორს, კავკასიონზე, მუქ-ლურჯი ბინდია.
შეხედეთ მოროდში ზემოურ იმერლებს,
ფრიალა ფერდობებს თოკით რომ ჰკიდია.
მოდი და კეთილო, იხილე ყოველი,
მთამ წარბი გაგიხსნას, ზღვამ შემოგღიმილოს.
იხილე სიონი თუ სვეტიცხოველი,
ან ჯვარი - ლაჟვარდში აჭრილი მიმინო.
მოდი და შეხედე სამთავროს, სამთავისს,
იხილე ვარძია სალ-კლდეში ნაშენი,
მაინც საქართველო ასეთი რად არის?..
ან წრომი გიამბობს, ან წუღრუღაშენი...
იხილე ყინწვისი, რუისი, ურბნისი
თუ მთების უბეში შედგმული უბისა...
ამდენი ტაძარი, საყდარი ურიცხვი,
იქნებ მოგვაგონებს აგარაკს უფლისას,
მაგრამ გულთმისნობა არ უნდა ძალიან,
მათში წინაპრების გაისმის გოდება,
მათში საქართველოს სისხლი და ძვალია
ნაგები გუმბათად, გალავნად, გოდლებად...
მაინც საქართველო - ქვეყანა მშობელი -
ლამაზი, მდიდარი რად არის ნამდვილად?..
ჰკითხეთ, ვინც კოლხეთში ჭაობი დააშრო
ან უწყლო სამგორში ვინც წყალი ადინა.
იხილეთ ქარხნები, ცამდე რომ ადიან,
დღედაღამ წამით რომ არ შეისვენებენ...
მუშას შეეკითხეთ, მარჯვენა მადლიანს,
ახალ საქართველოს მხატვარს და მშენებელს.
ჰკითხეთ იმ მეშახტეს, მადანს რომ ეძიებს
და მადლი მიწისა ამოაქვს მადნებად.
რად არის ლამაზი? ჰკითეთ იმ მეცნიერს,
შუბლზე საფიქრალი შუქად რომ ადნება.
სკებივით ზუზუნა სკოლებით იხარეთ
და ახალგაზრდობით, გულდაუდეგარით...
ტაძრები ცოდნისა იხილეთ ახალი,
იყალთოს, გელათის ბურჯებზე შემდგარი.
შეხედეთ ჩვენს სოფლებს, დაბებს თუ ქალაქებს,
ჩვენს ერს და არა მოლოცვილს სამადლოდ
და მაშინ ამნაირ მითებს თუ არაკებს
აღარ ერწმუნებით, მერწმუნეთ, არასდროს...
...უფალღმერთს კი არა, თუ გინდა მართალი
აქ კალთა ჩვენს მშობელ ხალხს დაუბერტყია
და თუ საქართველო ასეთი რად არის
დავხედოთ, ქართველის ხელები გეტყვიან.
იოსებ ნონეშვილი
1971
ტექსტი სრული სახით მხოლოდ www.qwelly.com-ზე
ტეგები: Georgia, God, Qwelly, hands, legend, poetry, ავტორი, ედემი, იოსებ, ლეგენდა, მეტი...ნონეშვილი, პოეზია, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 22, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
1 Like
ARC Raiders Items takes place in a retro-futuristic science-fiction world where humanity has been pushed to the brink by an unrelenting mechanical force known as the ARC. These machines descend from orbit, tear apart settlements, and hunt…
გაგრძელება
© 2026 George.
•