მარადიული გრძნობის დაღი

ეძღვნება ქეთევან სურმავას და მის მეუღლეს

ilia elizbarashvili, ilia elizbarashvili poetry, official, poetry, qwelly, თანამედროვე პოეტი, ილია ელიზბარაშვილი, ილია ელიზბარაშვილის პოეზია, ილო, მარადიული გრძნობის დაღი, მიძღვნა, ოფიციალური გვერდი, პოეზია, პოეტი, პოეტი ილია ელიზბარაშვილი, ქეთევან სურმავა, ქველი

ქარვისფრად ელავს ალური ალი

ცა შემოდგომის ღია ფერია

ჩვენ, ერთანეთით ისევ ვართ მთვრალი

თუმცა ჭაღარა გამოგვერია.

და ახლა როცა დაუკრეს ვალსი,

რა ჭაბუკურად აძგერდა გული

ნაზად ვრიალებთ და ყველა ნავსი

ქრება, გვშორდება, ხდება წარსული.

არის მრავალი ლამაზი წამი,

ფერადოვნების ძალით ერთობა

მოგვნატრებია ყმაწვილურ ჟამი

ნაზ ოცნებებთან ურთიერთობა.

იყო გრძნობები და მონატრება,

იყო ვარდები, იყო იები

ლამაზია და მწამს, არ გაქრება

ამ გრძნობის ჩვენი ისტორიები.

ჩვენ სიყვარულზე ლექსებს დაწერენ

და სიყვარულის ლამაზ სტრიქონებს

აამღერებენ, ცად დაარწევენ

ნაზი ნოტები გულს დაიმონებს.

ქარვისფრად ელავს ალი ალური

ცა შემოდგომის ფერით ლაღია

და ჩვენს გულებში ცელქი ამურის

მარადიული გრძნობის დაღია.

ილია ელიზბარაშვილის პოეზია

ტეგები: Qwelly, გრძნობა, ი.ელიზბარაშვილი, მიძღვნა, პოეზია, სიყვარული, ქველი

ნახვა: 955

გამოხმაურებები!

სიყვარულით დაღდასმულებს გვევლოს, მრავალჟამიერ! :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters