ანა კალანდაძე, იასამანი, პოეზია, qwelly, poetry

შეხედე, ცაა ძალიან ლურჯი,

ძალიან ლურჯი, დაუსაბამო...

ცას შერევია თეთრი ღრუბელი,

ცამ ხვაშიადი რატომ დამალოს?

ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,

ჩამოვფრინდები, იასამანო!

მივესალმები შენს ცინცხალ ყვავილს,

ცას სამადლობელს შევწირავ მხოლოდ,

გულს ეუფლება უსაზღვროება,

როგორც ამ ლურჯ ცას არა აქვს ბოლი...

ყვავილი შენი ქარში ირწევა,

თეთრი ღრუბლები ტაატით დიან...

ნუ შეშფოთდები, ღრუბლებს თუ გავყვე,

მინდა, ველურმა ქარებმა მდიონ!

შეხედე ცაა ძალიან ლურჯი,

ძალიან ლურჯი დაუსაბამო...

ცას შერევია თეთრი ღრუბელი,

მე... ხვაშიადი რატომ დავმალო?

ჩამოვფრინდები შენს ლურჯ რტოებზე,

ჩამოვფრინდები, იასამანო!

ტეგები: AnaKalandadze, Qwelly, poetry, ანა კალანდაძე, ანა_კალანდაძე, იასამანი, იასამანო, კალანდაძე, პოეზია, ჩამოვფრინდები, მეტი...ცა

ნახვა: 1187

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters