სიკვდილ-სიცოცხლის ბაასი
სიცოცხლე: რა გულქვა რამ ხარ სიკვდილო,
რა ცუდად დაიარები,
შავ მიწას ამოაფარე
ვაჟკაცნი, ბავშვნი, ქალები,
ბევრნი ატირე, დაუდგი
ცრემლისა ვარცლით ღვარები,
ვერავინ ვერ გაისტუმრა
ბოლომდე შენი ვალები,
ერთი შენ ვერვინ მოგთოკა,
ვერვინ დაგივსო თვალები.
სიკვდილი: რატომ იბრაზვი სიცოცხლევ,
რა წყლულ გაქვს, რა იარები,
თქვი: სიხალისით დამჯაბნი,
თუ სევდით დამედარები,
დამთრგუნა იესო ქრისტემ
იმან დამივსო თვალები,
ღმერთს თუ არ უნდა, მე ჩემით
ნეტავ სად დავიარები?
თუმც კაცთ ხშირად არ ვუნდივარ,
ჩემთვის რეკს გლოვის ზარები,
ჩემს გარე არვის არ ძალუძს,
აღოს სამოთხის კარები,
იქ დაემკვიდროს გულმშვიდად
ღვთის ნებას ნაზიარები.
ტეგები: poetry, დიალოგი, ნინო_ტარყაშვილი, პოეზია, სიკვდილი, სიცოცხლე, ქველი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•