რომ ვიპოვო ჯინი დალუქულ ბოთლში
ვთხოვდი რომ ახლა შენ იყო ჩემთან
დავმთავრდებოდი მე წარსულ დროში
ან უშენობა მომკლავდა ქვეყნად.
უშენობა ჰგავს სახლის შენებას
რომელსაც დრო და ფიქრები ანგრევს
ცხადი ხარ, ან სიზმრის მოჩვენება,
რომელიც ცხადად სულ ძვლებში მამტვრევს.
ვნახე შენი გზა ჩემსას, რომ კვეთდა
და ავუჩქარე ნაბიჯს მიმესწრო
როცა შეგხვდები ხელებს მოგხვევ და
აღარასოდეს არ იწვიმებს დრო.
ერთი ნატვრა მაქვს შენ იყო ჩემთან
ჯინს გავუშვებდი რომ მოეყვანე
მე რა მინდოდა ნარკოტიკებთან
შენი თავი კი კლოდ მონეს ვანდე.
სიზმრად დამალულს ხვეულ კიბეზე
გამომეცხადე და დამიძახე
შენ რა იცოდი ვფიქრობდი შენზე,
მე ვერ გეწევი შენ დამიცადე.
ვიცოდი რომ იქნებოდი ჩემი
დაიგვიანე მაგრამ გამოჩნდი,
გზაზე გელოდი იმ სიბნელეშიც
როცა ჩემს წინ ზამთარში აღმოჩნდი.
საოცარმა სითბომ დამიარა
ტანი გამიპო თითქოს მაგ მზერამ
უმალ ტკივილმაც კი გამიარა,
შენ სულ ჩემი ხარ მე ამის მჯერა.
ტეგები: თოჯინა, მაგიჟებ, სულ, ფერია, ჩემო
როცა შეგხვდები ხელებს მოგხვევ და
აღარასოდეს არ იწვიმებს დრო. <3
ხოო. <3 ^_^ ჩემში წვიმს ახლა <3
თა _ მო_მ თქვა:
როცა შეგხვდები ხელებს მოგხვევ და
აღარასოდეს არ იწვიმებს დრო. <3
ნამდვილად ნამდვილად :))) წვიმს, მაგრამ შიგნით მაინც ცხელა :)))
თა _ მო_მ თქვა:
კოკისპირული წვიმაა :))))
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
გამოაქვეყნა supprity_მ.
თარიღი: მარტი 13, 2026.
საათი: 6:30pm
0 კომენტარი
0 მოწონება
As we step further into 2026, the landscape of content creation is being transformed by AI-powered technologies. Among these innovations, voice generation stands out as one of the most impactful tools for creators, businesses, and educators.…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Heden Brock_მ.
თარიღი: მარტი 9, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to our latest research, the Global Gallium market size was valued at $430 million in 2024 and is projected to reach $860 million by 2033, expanding at…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Minidumperfactory00_მ.
თარიღი: მარტი 2, 2026.
საათი: 6:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Electric Garden Loader Manufacturerstrategies are increasingly centered on advanced battery systems as demand grows for efficient and low-emission landscaping equipment. Energy storage technology now plays a defining role in how electric compact…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Naishi Valve_მ.
თარიღი: თებერვალი 9, 2026.
საათი: 9:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Choosing a reliable partner often begins with understanding how a shapes ideas into practical solutions. Behind every smooth operation, there is a place where attention, patience, and process quietly work together. Valves may seem ordinary at…
გაგრძელება
© 2026 George.
•