მაკრთობს ცივი სიჩუმე და თებერვლის სიმორცხვე,
ჩამოღვენთილ ლოლოებს წამი ეალერსება,
სიყვარულის სითბოსთვის მუხლმოდრეკით ვილოცე,
გრძნობის მატარებელი ფიქრებს აბამს რელსებად.
ღრუბლისფერი ფიფქები თავგანწირვით დროს ითვლის,
სამი, ორი და ერთი — საუკუნოდ ილევა,
შენ მკლავებში ჩაკვრამდე წუთი დრო-ბრმად ჩაივლის,
ცალმხრის ქვიშის საათი ოხვრით ჩამოილევა.
მოუთმენლად მოველი, როდის ვნახავ სიმარტეს,
აპრილისთვის ლოდინი მთვარესავით ივსება,
დღეს კი ცივი საღამო ეთხოვება სინათლეს,
გრძნობის მატარებლი რელსებს აბამს ფიქრებად.
~ბ.ბ.~
ტეგები: Qwelly, ბაიაშვილი, ლექსი, პოეზია, ცხოვრება
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•