მიყვარს გაზაფხული, შენით დანახული,
მიყვარს მტვერი მარტის... გზაზე მოფანტული.
იცი ცას ვემდური, გრძნობით დაზაფრული,
იგი რომ არ არის შენით მოხატული.
გზები მიილია, ყოფა მემძიმება,
ფასი მეძვირება აწმყოს ჩარჩებისა...
ბნელი დღეები და დარდი მეკინძება,
ერთ სევდიან წიგნად, შვება არ მეღირსა.
და რა დავაშავე, ბინა დავუტევე,
უკვე დავიღალე, გული დამელია.
თითქოს ნაწამებმა სულიც განვუტევე...
ხელში შემომაჩკნა ყველა კამელია.
არა სიხარული არა მონატრება
შენთან მოკარება ქარო არ მეწერა.
სადღაც განმერიდა ყველა მოკრძალება,
თავგზა ამერია, გული დამესერა.
მთვარემ მიმატოვა, მუზა განმერიდა,
აღარ დამერიდა მტერი სივერაგით...
ვეღარ დავიძინე მთელი ღამე ცრიდა,
ღამეც გაიცრიცა ჩემი სიფერმკრთალით.
სიზმრად მელანდება ტანჯვის დასასრული,
შენთან მომავალი რაში მორახტული,
იცი ცას ვემდური ვნებით დაზაფრული,
მარად რომ არ არის შენით მოხატული.
ტეგები: Qwelly, ი.ელიზბარაშვილი, მონატრება, პოეზია, ქველი
:)
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•