სიცოცხლე ახროტინდა.. ბოლო გზას ტკეპნის სიცოცხლე მიწაზე... სილა გააწნესო თითქოს... ყველაფერი უაზროდ უარაფროდ მიდის.. ასე მთავრდება ხოლმე.. მე მესმის მისი და არც ვადანაშაულებ... არაფერს არსებობის უფლება არ აქვს....ახლა ვგრძნობ სიცოცხლეს, რომელსაც ვიღაც ძალით აერთებს ჰაერზე.. ვიღაც როგორ ჩაბერავს ჰაერს რომ გააგრძელოს... და აგრძელებს. მე არაფერს არ ვაძალებ.. ვგრძნობ როგორ დავრჩი მარტო.. დიიიდ სინათლეშ მე სიბნელეს დავუწყე ძებნა.. ვგრძნობ როგორ დავკარგე რაღაც რაც მაძლევვდა ძალას სხვასავით მეფიქრა.. ახლა?? ახლა მარტო ერთ რამეს ვგრძნობ..დროის სიმცირეს... დრო არ მყოფნის.. ვერ ვასწრებ თუ არ ვასწრებბ ეს ნამდვილად არ ვიცი...

ამიტომა რ მწყდება გული... მე ვიღაცის ნათქვამს დავყვებოდი მუდამ..ახლა რობოტობაც მომბეზრდა..გულს ვუსმენ..გულს კიდევ სიცოცხლის ხროტინი ესმის... ალბათ ასე ჯობია;.... იმიტომ ამტკივდა ახლა ალბათ.. გული..სული.... ჩემმა ცხოვრებამ ერთიანად დაკარგა ყველაფერი.. ახლა მოუნდა თავის დამდაბლება..ახლა ცრემლების წამოსვლას მონდომებაც არ უნდა...

და მე ვგრძნობ.. ამხელა მიწაზე სულ მარტო დავრჩი.. ისე მარტო რომ ..ხანდახან ვუყურებ ჩემიანებს თვალებში და ვერაფერს ვკითხულობ.. ვერ ვგრძნობ მათგან წამოსულ სითბოს და მზრუნველობას... მე ვგრძნობ ჩემი სულის ნაწილები როგორ დაიბნენ მიწაზე და როგორ დაიფანტნენ... მე ვგრძნობ ჩემი სულის ნაწილები უფრო მეტი ყოფილან და მე ჩემიანებში არ უნდა მეძებნა მარტო...

და მე ვიგრძენი..სიცოცხლის ხროტინს ალბათ ბოლოჯერ ვისმენ.. თითქოს სცენაზე ვიდგე.. რამპები ჩაქრნნენ და..... ხელახლა ანთების შემდეგ ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდეს... მაგრამ... ცხოვრება მართლა თეატრი არაა..არც მე ვარ მსახიობი... ჩამქრალი რამპები კი არასოდეს აინთებიან...

  ვგრძნობ... და კინო კადრებივით ჩაივლიან დაკარგული სიტყვები... არაფრისმთქმელი სიტყვები... უაზროდ გაყვანილი დროები.... უარაფრო წერილები..უსუნო ადამიანები... ვნახავ ჩემს სულის ნაწილებს... როგორ ექაჩებიან დაწყვეტილ ძაფებს.. ვნახავ დაკარგულ გრძნობებს... წამოსროლილ და ბოღმად დარჩენილ სიტყვებს.. ვნახავ და ვინანებ... ბევრს ვინანებ.. ყველაფერს ვინანებ..100 ჯერ დაშვებულ იგივე შეცდომას... მილიონჯერ ნათქვამ ტკივილიან სიტყვას... და კადრებს ცრემლებით დავასველებ... მაგრამ ამ კადრებს ვერაფერი წაშლის...

 ვგრძნობ.. რა არარაობად ვიქეცით ადამიანები... როგორ დავკარგეთ ის სიყვარული რაც გვაერთიანებდა... როგორ  გაგვეყინა გულები და როგორ დავყრუვდით...  ახლა არ ვიცი ალბათ სხვამაც გაიგო სიცოცხლის ხროტინის ხმა... და თუ ის შეწყდა... თუ რამპი ჩაქრა... არასოდეს აინთება... სიცოცხლე თეატრი არ არის... ერთი სცენა რამდენჯერმე არ თამაშდება...

ტეგები: Qwellyland, ბლოგი, ნაჯღაბნი, პოსტი, სიცოცხლე

ნახვა: 253

ბლოგ პოსტები

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

სააღდგომო ეპისტოლე 2026

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am 0 კომენტარი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,

შიოს, სააღდგომო ეპისტოლე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…

გაგრძელება

არცაღა ერთი მკუდართაგანიღა არს საფლავსა შინა

გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am 0 კომენტარი

ქრისტე აღსდგა მკვდრეთით

სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…

გაგრძელება

ოსკარის 2026 წლის დაჯილდოება - გამარჯვებულები და ნომინირებულები

გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm 0 კომენტარი

ოსკარი 2026 სრული სია

      ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters