უკვე გავიდა ბავშვობის ხანა
გაფრინდა უკვე ის ოცნებები,
და დამრჩა მხოლოდ ღიმილი ბავშვის
და დამრჩა მხოლოდ მოგონებები,
თუმცა მართალია აღარ ვარ ბავშვი,
მაგრამ ბავშვური გული მაქვს ისევ,
მე მახსენდება რაც იყო მაშინ,
სულს მოგონების სურვილით ვივსებ.
ვდგავარ ცხოვრების დანისლულ გზაზე
და მოგონება იღვრება ლექსად,
მშვიდობით... ჩემო ტკბილო ბავშვობა,
ვეღარასოდეს ვიქნებით ერთად.
ტეგები: qwelly, ბავშვობა, ლექსი, პოეზია, ღიმილი
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•