მიყვარხარ შე პატარა

ilia elizbarashvili, ilia elizbarashvili poetry, official, poetry, qwelly, თანამედროვე პოეტი, ილია ელიზბარაშვილი, ილია ელიზბარაშვილის პოეზია, ილო, მიყვარხარ, მიყვარხარ შე პატარა, ოფიციალური გვერდი, პოეზია, პოეტი, პოეტი ილია ელიზბარაშვილი, სიყვარული, ქველი

მიძღვნა...

მაკლიხარ შე პატარა,

გულმა ცას შეგადარა.

არ ვიცი ეგ ლოყები

ასე რამ შემაყვარა.

დილაა მეფიქრები,

ოცნებად მესტიქრები,

ღამეა მელანდები,

ლამაზად მესიზმრები.

შენ ჩემი ცისკარი ხარ

ქალღმერთად მისახიხარ,

შენით ვარ ბედნიერი,

და რომ ხარ მიხარიხარ.

ჩემი ხარ გაზაფხული

სამოთხე არ ნახული,

გამათბე, გამაცოცხლე

ბნელეთში დამარხული.

და როცა მენატრები

მიწას არ ვეკარები,

ზეცაში დავფრინავ და

ვარსკვლავებს ვეპარები.

და შენსკენ ხელებს ვიწვდი

ტკბილ ოცნებებით გიცდი

ამ წმინდა სიყვარულით

ცად ყველა ვარსკვლავს მივწვდი.

შეშლილ ქარს დამადარა

გრძნობამ, და ცად მატარა

ძალიან მენატრები

მიყვარხარ შე პატარა.

ილია ელიზბარაშვილის პოეზია

ტეგები: Qwelly, ი.ელიზბარაშვილი, მიყვარხარ, მიძღვნა, პოეზია, ქველი

ნახვა: 885

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters