ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა.
ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება.
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე.
ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, -
მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება.
ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა:
- ოჰ... ოჰ... ოჰ... ოჰო! - თქვა და თითქოს კიდეც ინანა.
მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა
(საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას);
რაც შეიტანა, - ისევე ის გამოიტანა
იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ.
- წვიმა არ არი! -
საბას კაბა დაუსველა რამ?!
- თოვლი არ არი! -
საბას თავი გაუთეთრა რამ?!
- ყინვა არ არი! -
სულხან - საბას აკანკალებს რა?
- რამ დაასველა?!
- რამ დაათეთრა?!
- რა აკანკალებს?!
საქართველოა
მისთვის:
წვიმაც,
თოვლიც და ყინვაც!...
...მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას...
ეს სიცხადეა სულხან - საბავ თუ ფანტაზია?!
დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს, -
ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს, -
სტამბოლში შვილი დედას სტირის, - ჰყიდიან ყმაწვილს
(სჭვრეტენ ჯვარის წინ წმინდა ნინოს, - მუხლზე დაცემულს).
- რამდენს აფასებ მაგ პატარას? - ჰკითხა სპარსულად
საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს.
- უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა! -
წარმოსთქვა ბალღმა, - ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს.
- არა პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის?!
- უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?...
საბას ცრემლები მოეძალა, - ატირდა კაცი, -
თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია.
ვით ეს ყმაწვილი, - საქართველოც, - ასე მცირეა,
საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან...
საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, - სასაცილოა! -
შენი ვახტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია.
ასე ფიქრობდა სულხან - საბა ხელჯოხიანი.
მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევსდა...
- მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო ყიალი?! -
გულს ნუ გაიტეხ! - მუხა კვლავაც შეიმოსება!

მუხრან მაჭავარიანი

ტეგები: Qwelly, ლექსი, მაჭავარიანი, ორბელიანი, პოეზია, საბა

ნახვა: 1096

გამოხმაურებები!

ძალიან, ძალიან მაგარი ლექსი.. მადლობა მარიამ!

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

A Action-by-Phase Guideline To Trademark Registration

გამოაქვეყნა EFTcheat_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 6:13am 0 კომენტარი







In right now’s competitive marketplace, building a recognizable brand is key to organization good results. A trademark—no matter if it’s a reputation, brand, or slogan—is An important Instrument for protecting your brand id. On the other hand, to completely delight in its Positive aspects, you should register your trademark. This short article explains what trademark registration is, why it’s vital, and the way to navigate the registration method with ease.…



გაგრძელება

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

გამოაქვეყნა MPO808_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 5:00am 0 კომენტარი

MPO808 Join Judi Permainan Slot Bocoran Link Alternatif Terbaik

Modal Kecil Untung Besar di Situs MPO808

Bermain judi online kini semakin digemari oleh banyak orang. Salah satu pilihan…

გაგრძელება

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

გამოაქვეყნა MPO212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 4:30am 0 კომენტარი

MPO212 Agen Judi Bola Live RTP Link Alternatif Resmi

Agen MPO212 Memberikan Bonus Deposit Terbesar

MPO212 adalah salah satu agen slot online terpercaya yang telah lama dikenal di dunia perjudian…

გაგრძელება

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

გამოაქვეყნა UG212_მ.
თარიღი: მაისი 5, 2025.
საათი: 3:00am 0 კომენტარი

UG212 Daftar Judi Main Slot RTP Live Pasti Lancar Resmi

Website UG212 Terkenal Dengan RTP Tinggi

Website UG212 kini semakin terkenal di kalangan pemain slot online karena memiliki RTP (Return to…

გაგრძელება

Qwelly World

free counters