გრძნობა უმოქმედობის წებოვანი სისველის

ilia_elizbarashvili, poetry, qwelly, ბოდვა, განცდა, დაღლა, თანამედროვე პოეტი, თითები, ილია ელიზბარაშვილის პოეზია, ილია_ელიზბარაშვილი, ილო, მოწევა, ნაბოდვარი, ნერვოზი, პოეზია, პოეტი, სამყარო, სიგარეტი, სირცხვილი, სიცივე, სიცოცხლე, ფიცი, ქველი, ღამე, შუაღამე, ხველება, ხილვა

დაღლილი ნერვოზი თითებში ისვენებეს
თახთახებს ხელები მოჭმული ფრჩხილებით
და შუაღამისას შავ მესას იყენებს
სული, და ოთახი ივსება ჩრდილებით.

ნელ-ნელა იხსენებ წუხანდელ ნაბოდვარს,
გიჩნდება სურვილი ახიო შპალერი
აგინებ შენივე ნაქებარ ნახოტბარს,
რისხვისგან ფილტვებში მძმდება ჰაერი.

ეწევი, გახველებს და ისევ ეწევი,
დაღლილი უაზრო ფიქრებით იხშობი
ზიზღით ამ ცხოვრების პირთამდე ივსები
და მერე საკუთარ ზიზღშივე იხრჩობი.

გზარავს ეს სამყარო თავისი სიცივით,
მარადჟამს ცვლილებით და უმოძრაობით.
გრცხვენია ყოველ დღის გატეხილ ფიცივით
განიცდი სიცოცხლეს დაკარგულ რაობით.

გრძნობ უმოქმედობის წებოვან სისველეს
და გული გევსება რისხვით და მხილებით,
ნევროზი ნაწამებ სხეულში ისვენებს,
ღამე კი მოიწევს შავ-ბნელი ხილვებით.

ილია ელიზბარაშვილი

ტეგები: Qwelly, გრძნობა, ი.ელიზბარაშვილი, პოეზია, ქველი

ნახვა: 824

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters