|
ზამთარმა ცივმა და შემპარავმა, კვლავ მომისია თეთრი ფიფქები და კვლავ მიყვარხარ, თუმცა არა ვარ ის, რაც ვიყავი ანდა ვიქნები.
და იქნებ ჯობდეს, გაიხსნას ფრჩხილი, გულმა და ენამ აიძროს ლუქი, ბოლო უჯრამდე შეივსოს ცხრილი, ბოლო კუნჭულსაც მიადგეს შუქი.
იქნებ გვჭირდება მესამე კაცი, მსაჯულისა და მკურნალის მსგავსი, ამ მტანჯველ გრძნობას რომ დასდოს ღვაწლი და მისცეს სახეც, სახელიც... ფასიც.
იქნებ ფერფლია და არა ღველფი? იქნებ ლოდია და არა სვეტი? იქნებ მსხვერპლია და არა კერპი? ბედისწერაა და არა ბედი?
არ გამოჩნდება იგი გარედან, მაგრამ არსებობს, უტყვი და ურჩი, როგორც ფორმულა ან მარგალიტი, გამომწყვდეული ცეცხლგამძლე ყუთში.
განწირულია ის გრძნობა, ვიცი, მუცლიდან დაჰყვა გიჟის ხალათი, მისთვის უცხოა ვალი და ფიცი, რადგან არ იცის რაა ღალატი.
ჩვეულებრივი ტანჯვით და ვნებით ვერ იბოგინებს ამ ქვეყნად იგი, რადგან მთრთოლვარე და ვრცელი ფრთებით აპატარავებს ყველაფერს ირგვლივ.
მაინც ისაა გზაც და ჭაპანიც და გვერდით მიწევს მეძვის ტოტივით, სანამ მახურავს ცხელი საბანი გაურკვევლობის და მოლოდინის. ოთარ ჭილაძე |
ტეგები: Qwelly, chiladze, ilura, love, otar, ოთარ, სიყვარული, ჭილაძე
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
3 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,
აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...
შენ ხარ ვენახი,
დამარხული რწმენა, მრავალგზის...
აჰა ესერა,
დიფარე ერი ლონგინოზ..
და რახანია მირონი გდის
დაღლილ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
3 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
© 2026 George.
•