ისე დავბერდი,
ვეღარ ვნახე ტბეთი, შატბერდი...
ვერც არტანუჯი, ოშკი, ხახული...
როდის მოუვა მათ გაზაფხული?

ვეღარ ვემთვიე მესხეთის მიწას,
სადაც გმინავენ ძველი ლოდები,
სადაც აჩრდილნი მამა-პაპათა
შემოგვძახებენ: თქვენ გელოდებით!

იქ ხე არა დგას, რომ არ ოხრავდეს:
- გაზაფხულია, რად არ აყვავდი!
იქ თვალი მხოლოდ ნანგრევებს ერთვის,
ჭოროხის კვნესას - ქვათა ღაღადი...

შავშეთის მთებზე ნისლი გადადის,
კარჩხალის მთებზე ვხედავ არწივებს.
და მათ ანგრეულ, აშლილ ბუდეებს,
ქარი უბერავს, ქარი აციებს...

მაგრამ გუგუნებს ქართულად მიწა,
და თუ გამხდარან დასანაცრები! -
ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით
მესხეთის მთებზე დიდი ტაძრები.

რუსთველის მამულს, მერჩულეს მამულს,
ვერ მიგვტაცებენ შავ ზღვის ქურდები;
თუ ნაგუბარში წყალი ჩამდგარა,
მე ჩემს მამულში ჩავსადგურდები!

გიორგი ლეონიძე

ტეგები: Giorgi_Leonidze, Qwelly, poetry, გიორგი ლეონიძე, მამული, ოშკი, ოცნება, პოეზია, სუნთქვა, ტაძრები, მეტი...ტბეთი, ქართველი_პოეტი, ქართული, შატბერდი, ცნობილი_პოეტი

ნახვა: 347

გამოხმაურებები!

სამწუხააროდ(((

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

  

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

  

პიკასო

  …

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters