მე მომერია დიდი სურვილი
დავწერო ჩემი ბიოგრაფია,
პირობას გიდებთ არ ვიქნები ორიგინალური,
ვეცდები ვიყო მორიდებული ზედმიწევნით და თავმდაბალი,
საუკეთესო ჩემს თვისებებს მიეკუთვნება -
და მის შესახებ მე თვითონ ვიტყვი ორიოდ სიტყვას:
არა ვყოფილვარ არასოდეს რეპორტიორად,
არა ვყოფილვარ ასოთამწყობი,
არ განმიცდია ასოების, ლაქის სუნის და
ახლად გამოსულ გაზეთების არომატი,
არც დიდ ქუჩებში მიმუშავია ფეხსაცმლის მწმენდავად,
წარმოიდგინეთ აფრიკაშიც კი არ ვყოფილვარ
და ლომიც კი არ მომიკლავს.
და ამის შემდეგ, ალბათ, აღარც გაგიკვირდებათ,
რომ არ მყოლია მეგობარი
არც კონდუქტორი, არც შოფერი, არც ლოთი, არც შფოთი,
არც ჯიბგირი, არც ქურდი, არც ბოზი,
არც მღვდელი, არც ზანგი, არც კომუნისტი,
არც სომეხი, არც რუსი,
არც დანტე, არც უიტმენი, არც ტოლსტოი.
მიყვარდა მხოლოდ ბედისწერა
როგორც ერთობა კაცისა და ბუნების ყველა კანონების,
მიყვარდა მეფე ოიდიპოს თავისი ვნებით, თავისი ბედით,
დანიის პრინცის ჰამლეტის ყველა სისუსტეები
და ჩაილდ ჰაროლდის მოწყენილობა.
მიყვარდა ნაპოლეონი თავისი პოზით,
მიყვარდა ჰიტლერი თავისი სიგიჟით
და მიყვარს ლენინი - რატომ არ ვიცი!?
მიყვარს მწვანე ბალახი თავისი სიჩუმით
და კაცი თავისი ნერვიული ხმით,
წინასწარმეტყველში მიყვარს მისი კაცური ტანჯვა
და არა მისი წინასწარჭვრეტა.
კაცში არ მიყვარს თავმდაბლობა,
ძაღლში კი ის, რომ ყეფა არ იცის.
მე ვიცი:
ცოცხალ სამყაროს აქვს ორი ხმა: კაცის და მხეცის.
ო, რუსთაველო, მესხო მელექსევ,
ერთიანი მსოფლიოს პირველო პოეტო,
ჩემო სამშობლოვ, საქართველო,
მცხოვრებო ცხოვრებით მთელი მსოფლიოსი.
დიდო სამყაროვ, რატომ გარიყე ის,
ვინც ყველაზე მეტად ცხოვრობს შენით,
გრძნობს შენს თავს, გამოგხატავს შენ,
მღერის შენზე,
გრძნობებზე,
ომში ვაჟკაცობაზე,
სიყვარულზე, მეგობრობაზე,
ბრძოლაში მშვიდობაზე,
მღერის ისე, რომ მხოლოდ სოფოკლე და შექსპირი იყვნენ ღირსი ქართველობის.
ო, ბედისწერავ, უსამართლო თუ სამართლიანო,
რატომ ტოვებ ჩრდილში რუსთაველს და საქართველოს,
რატომ? რატომ? რატომ?!
ხომ არ გეშინია შენი თავის?!
აქ არის ყველაზე მეტი პრანჭია,
ყველაზე მეტი უსაქმური,
ყველაზე მეტი მშიშარა
აქ არ არის კონტრასტი!
აქ არიან მხდალები და ნიჭიერები,
აქ არიან არტისტები ცხოვრებაში,
უიღბლოები ნამდვილ სცენაზე,
აქ არიან უხმო მომღერლები.
დამალეთ, დამალეთ, დამალეთ ეს ქვეყანა!
გურამ რჩეულიშვილი
ტეგები: qwelly, ბიოგრაფია, გ.რჩეულიშვილი, კომუნისტი, ლექსი, ნაპოლეონი, ოიდიპოსი, პოეზია
უიღბლოები ნამდვილ სცენაზე...
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
© 2025 George.
•