მე წავალ შენგან როგორც ზამთარი,
როგორც თებერვლის ოცდარვა ღამე,
მე წავალ შენგან როგორც ზამთარი
ოღონდ წასვლისას მითხარი რამე.
მითხარ რომ ელი თებერვალს ისევ,
ეს თვე ხომ ჩვენთვის ვარდობის თვეა
ერთი დღე ჩემთვის ცხოვრება არის,
ამ თვეში თურმე ოცდარვა დღეა.
თებერვლის დამლევს ცრემლები მომდის
და დგება წყალი გათოშილ ხეში,
ჩემს თვალზე ცრემლი ვის უნახია
არადა ცრემლის ზღვა არის ჩემში.
თუ დავიხრჩობი ეს ზღვა დამახრჩობს,
მოვარდნილ ტალღებს ვერ უძლებს ღმერთიც,
და თუ დამტოვებ ასე უგონოდ
ბაგეზე ბაგე დამადე ერტიც.
და წავალ შენგან როგორც ზამთარი,
როგორც თებერვლის ოცდარვა ღამე,
და წავალ შენგან ასე დამთვრალი
ოღონდ წასვლისას... აღარ თქვა რამე!
ნუგზარ ვანიშვილი
ტეგები: Nugzar_Vanishvili, Qwelly, night, poetry, ვანიშვილი, თებერვალი, ნუგზარ ვანიშვილი, პოეზია, ღამე
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
0 მოწონება
გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm
0 კომენტარი
2 მოწონება
შუალედური წერა
ქეთევან პოპიაშვილი…
გაგრძელება
© 2025 George.
•