თითოეული ქალაქს აქვს ალბათ რაღაც ისეთი, რაც სხვა ქალაქებისაგან განასხვავებს და ამით განსაკუთრებულს ხდის მას. ქალაქი, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, არის ვროცლავი, რომელიც პოლონეთში მდებარეობს და ტურისტებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი სავიზიტო ბარათი კი არის ბრინჯაოს ჯუჯები, რომლებიც მთელს ქალაქში არიან მიმოფანტულნი. მათი რიცხვი დღეისათვის დაახლოებით 300-ს აღწევს, ალბათ სწორედ ამიტომ არსებობს სპეციალური რუკები და ბროშურები მათ აღმოსაჩენად.
ეს ის ქალაქია, სადაც ზევით ყურების ნაცვლად დაბლა უნდა იყუროთ, რათა შემთხვევით რომელიმე პატარა ჯუჯას ფეხი არ წამოკრათ, თუმცა მას ნამდვილად არაფერი დაუშავდება, არ იდარდოთ, მთავარია თქვენ დარჩეთ მთელი და უვნებელი!
ვროცლავის ხსენებაზე შეიძლება ბევრ ტურისტს სწორედ ჯუჯები ახსენდება, თუმცა ამ ადამიანების უმეტესობამ ალბათ არც იცის ჯუჯების წინარე ისტორია და ის თუ რატომ არის სწორედ ვროცლავი ჯუჯების ქალაქი.
პოლონეთის ერთ-ერთი ძლიერი მოძრაობა სოციალიზმის წინააღმდეგ იყო "ნარინჯისფერი ალტერნატივა", მხატვარი ვლადიმერ ფრიდრიხის მეთაურობით. ამ მოძრაობის ერთ-ერთი პროტესტის ფორმა იყო ჯუჯების ხატვა შენობებზე პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში. 1987 წელს კი ვროცლავის ცენტრალურ მოედანზე "ჯუჯების დემონსტრაციის" სახელწოდებით გაიმართა აქცია. მართალია აქციას რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ ეს ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ორგანიზებულ აქციად. სწორედ "ნარინჯისფერი ალტერნატივის" სიმბოლიკის მოტივებზე დაყრდნობით დაამშვენეს ჯუჯებმა ქალაქი ვროცლავი. ასე გახდა ბრინჯაოს ეს პატარა ჯუჯები 2001 წლიდან ვროცლავის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. დღეს ჯუჯებმა დამატებითი ფუნქციებიც შეიძინეს და ისინი ხშირ შემთხვევაში რეკლამის ან გზამკვლევის ფუნქციასაც ასრულებენ.
ტეგები: poland, qwelly, wroclaw, სალო, ჯუჯა
კარგი იქნებოდა რამე მსგავსის ქალაქი ჩვენც გვქონოდა. თბილისის - სინათლის ქალაქი, სიღნაღი - სიყარულის ქალაქი, მცხეთა - წმინდა ქალაქი, ქუთაისი - გაგების, კაი ბიჭობის, მეგობრობის და ჩახუტების ქალაქი. რამე ხელშესახები გვჭირდება, ფოტოს გადაღებაც რომ შეიძლებოდეს. ასე ცნებების ქალაქები ძალიან უცნაურია :((
აუ რა მაგარიააააა
ბალუკა ჯერ ის არის მოსაფიქრებელი, რომელ ქალაქზე ვიფიქრო, და ქალაქს რომ ავირჩევ, მერე უკვე შეიძლება რამე სპეციფიური სკულპტურების მოფიქრებაც :)))
salome_მ თქვა:
ნამდვილად, ტურისტებს მხოლოდ მითებით ვერ მოიზიდავ, სწორედ რომ რაიმე ხელშესახები სჭირდებათ! :)) ლაშიკო შენ იფიქრე ამაზე, სხვა მაინც არავინ ფიქრობს :)))
აბა მაგას რა მოფიქრება უნდა, გაშალე საქართველოს, რუკა დახუჭე თვალები და ხელს რომელსაც დაადებ ეგ იქნება :)))) მე ის ფაქტი უფრო მადარდებს რომ ყველას და ყველაფრის ქალაქი არსებობს მგონი და აი ფუმფულების ქალაქი რატომ არ უნდა იყოს ნეტა? :)))))
ფოთი კარგი ვარიანტია - არგონავტები მიმოვფანტოთ პატარ-პატარებად. მთელი მითის მცირე ეპიზოდები რომ გაკეთდეს, კარგი იქნება არა?
რაღა პატარებად თამილ, დიდები რო იყოს რა უჭირს? :D მერე ფოთი იქნება არგონავტების ქალაქი, გიდი კი ტურისტებს მოუყვება მითს არგონავტების შესახებ :D
Tamila Moshiashvili_მ თქვა:
ფოთი კარგი ვარიანტია - არგონავტები მიმოვფანტოთ პატარ-პატარებად. მთელი მითის მცირე ეპიზოდები რომ გაკეთდეს, კარგი იქნება არა?
ბალუჩა მეც ზუსტად ამაზე მქონდა გათვლა. წარმოიდგინე, რამდენი ბერძენი მოაწყდება ფოთს :D
salome_მ თქვა:
რაღა პატარებად თამილ, დიდები რო იყოს რა უჭირს? :D მერე ფოთი იქნება არგონავტების ქალაქი, გიდი კი ტურისტებს მოუყვება მითს არგონავტების შესახებ :D
ჰო, მერე ოქროს საწმისს წაიღებენ :((( :D :D
ლაშა_მ თქვა:
ბალუჩა მეც ზუსტად ამაზე მქონდა გათვლა. წარმოიდგინე, რამდენი ბერძენი მოაწყდება ფოთს :D
salome_მ თქვა:რაღა პატარებად თამილ, დიდები რო იყოს რა უჭირს? :D მერე ფოთი იქნება არგონავტების ქალაქი, გიდი კი ტურისტებს მოუყვება მითს არგონავტების შესახებ :D
ეგ ხომ უკვე წაიღეს, დაგავიწყდა? თუ უკან ჩამოიტანეს და მე არ ვიცი?
salome_მ თქვა:
ჰო, მერე ოქროს საწმისს წაიღებენ :((( :D :D
არ იქნებოდა ეგ საწმისი ნამდვილი, ესე მარტივად არ დათმობდნენ კოლხები მას :))) ნამდვილი საწმისი სადმე სამეგრელოს ტერიტორიაზე იქნება გადამალული და ვშიშობ, ბერძნებმა არ იპოვონ :D :D
ლაშა_მ თქვა:
ეგ ხომ უკვე წაიღეს, დაგავიწყდა? თუ უკან ჩამოიტანეს და მე არ ვიცი?
salome_მ თქვა:ჰო, მერე ოქროს საწმისს წაიღებენ :((( :D :D
მე ვიცი სადაც იქნება შენახული, ჩხოროწყუს ბათუ ფურთუხიას სახელობის ცეკვების და ცვეტა მუზიკების სახლის სარდაფში :D
salome_მ თქვა:
არ იქნებოდა ეგ საწმისი ნამდვილი, ესე მარტივად არ დათმობდნენ კოლხები მას :))) ნამდვილი საწმისი სადმე სამეგრელოს ტერიტორიაზე იქნება გადამალული და ვშიშობ, ბერძნებმა არ იპოვონ :D :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.
Market Size – Base Year & Forecast Year
In the base year 2023, the global is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.
გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: ნოემბერი 20, 2025.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , stamina is the silent engine behind every action—whether you're dodging an overhead slam, sprinting into battle, or chaining attacks together. The Viridian Amber Medallion +3 dramatically increases your maximum stamina, making it a top-tier talisman for a wide range of builds. However, simply equipping it isn't enough. To unlock its full potential, you need to integrate it strategically into your build and combat approach.
Here's how to get the most out of this potent…
გაგრძელება
© 2025 George.
•