თითოეული ქალაქს აქვს ალბათ რაღაც ისეთი, რაც სხვა ქალაქებისაგან განასხვავებს და ამით განსაკუთრებულს ხდის მას. ქალაქი, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, არის ვროცლავი, რომელიც პოლონეთში მდებარეობს და ტურისტებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ერთ-ერთი უმთავრესი სავიზიტო ბარათი კი არის ბრინჯაოს ჯუჯები, რომლებიც მთელს ქალაქში არიან მიმოფანტულნი. მათი რიცხვი დღეისათვის დაახლოებით 300-ს აღწევს, ალბათ სწორედ ამიტომ არსებობს სპეციალური რუკები და ბროშურები მათ აღმოსაჩენად.
ეს ის ქალაქია, სადაც ზევით ყურების ნაცვლად დაბლა უნდა იყუროთ, რათა შემთხვევით რომელიმე პატარა ჯუჯას ფეხი არ წამოკრათ, თუმცა მას ნამდვილად არაფერი დაუშავდება, არ იდარდოთ, მთავარია თქვენ დარჩეთ მთელი და უვნებელი!
ვროცლავის ხსენებაზე შეიძლება ბევრ ტურისტს სწორედ ჯუჯები ახსენდება, თუმცა ამ ადამიანების უმეტესობამ ალბათ არც იცის ჯუჯების წინარე ისტორია და ის თუ რატომ არის სწორედ ვროცლავი ჯუჯების ქალაქი.
პოლონეთის ერთ-ერთი ძლიერი მოძრაობა სოციალიზმის წინააღმდეგ იყო "ნარინჯისფერი ალტერნატივა", მხატვარი ვლადიმერ ფრიდრიხის მეთაურობით. ამ მოძრაობის ერთ-ერთი პროტესტის ფორმა იყო ჯუჯების ხატვა შენობებზე პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში. 1987 წელს კი ვროცლავის ცენტრალურ მოედანზე "ჯუჯების დემონსტრაციის" სახელწოდებით გაიმართა აქცია. მართალია აქციას რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია, მაგრამ ეს ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ორგანიზებულ აქციად. სწორედ "ნარინჯისფერი ალტერნატივის" სიმბოლიკის მოტივებზე დაყრდნობით დაამშვენეს ჯუჯებმა ქალაქი ვროცლავი. ასე გახდა ბრინჯაოს ეს პატარა ჯუჯები 2001 წლიდან ვროცლავის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა. დღეს ჯუჯებმა დამატებითი ფუნქციებიც შეიძინეს და ისინი ხშირ შემთხვევაში რეკლამის ან გზამკვლევის ფუნქციასაც ასრულებენ.
ტეგები: poland, qwelly, wroclaw, სალო, ჯუჯა
ეს ბათუ ფურთუხუა ძაან გამოჩენილი ტიპია და მე არ ვიცი თუ რა ხდება? :O :D :D
ლაშა_მ თქვა:
მე ვიცი სადაც იქნება შენახული, ჩხოროწყუს ბათუ ფურთუხიას სახელობის ცეკვების და ცვეტა მუზიკების სახლის სარდაფში :D
salome_მ თქვა:არ იქნებოდა ეგ საწმისი ნამდვილი, ესე მარტივად არ დათმობდნენ კოლხები მას :))) ნამდვილი საწმისი სადმე სამეგრელოს ტერიტორიაზე იქნება გადამალული და ვშიშობ, ბერძნებმა არ იპოვონ :D :D
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: აპრილი 13, 2026.
საათი: 12:00am
0 კომენტარი
2 მოწონება
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის,
შიოს, სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის…
გამოაქვეყნა აკაკი ლიპარტია_მ.
თარიღი: აპრილი 12, 2026.
საათი: 3:36am
0 კომენტარი
9 მოწონება
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით
სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი
და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი!…
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: მარტი 16, 2026.
საათი: 11:30pm
0 კომენტარი
1 Like
ისევ დამიგვიანდა! ეტყობა, მართლა დავბერდი და უკვე აღარც კი…
© 2026 George.
•