ავსტრიელი ნევროპათოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი ზიგმუნდ ფროიდი დაიბადა 1856 წლის 6 მაისს, მორავიის პატარა ქალაქ ფრეიბეგრში. მამამისი ვაჭარი იყო. დედამისი ზიგმუნდის მამის მეორე ცოლი იყო და მეუღლეზე 20 წლით უმცროსი. ზიგმუნდს 2 უფროსი ნახევარძმა და 6 უმცროსი და-ძმა ჰყავდა. ზიგმუნდი 4-5 წლისა იქნებოდა, როცა ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ვენაში. აქ მან გაატარა ცხოვრების უმეტესი ნაწილი.
სკოლაში საუკეთესო მოსწავლე იყო. მან ჩააბარა სამედიცინო სკოლაში. ეს იმდროისთვის ვენაში ერთ-ერთი შესაძლო არჩევანი იყო ფროიდისნაირი გონებამახვილი ებრაელი ბიჭუნასთვის. ის ჩაერთო ფსიქოლოგ ერნესტ ბრუკის გამოკვლევებში. ბრუკი ამბობდა, რომ ვერაფერი მოქმედებს ისე ძლიერად ჩვენზე, როგორც ჩვენივე ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკური და ქიმიური აქტივობა. ფროიდი წლების მანძილზე ცდილობდა პიროვნულობა დაეყვანა ნევროლოგიაზე.
ფროიდმა მარტა ბერნისზე დაქორწინების შემდეგ დაიწყო პრაქტიკის გავლა ნევროფსიქიატრიაში იოსებ ბრუერთან ერთად.ფროიდი თავისი წიგნებითა და ლექციებით მალე გახდა ცნობილი. მან გადაუხვია მედიკოსთა საზოგადოების ტრადიციული სვლისგან.
მეორე მსოფლიო ომამდე ემიგრანტის სტატუსით ფროიდი ინგლისში გადასახლდა, რადგან ვენა ებრაელებისთვის საშიშ ადგილად იქცა, განსაკუთრებით კი ფროიდისნაირი გამოჩენილი ებრაელებისთვის. ერთი წლის შემდეგ, 1939 წელს ის გარდაიცვალა პირის ღრუს და ყბის სიმსივნით რომლითაც უკვე 20 წელი იტანჯებოდა.
ზიგმუნდ ფროიდი პირველი არ იყო ვინც ცნობიერით შეუცნობლის დაფარვის იდეა წამოაყენა, მაგრამ სწორედ მას მიეწერება ამ იდეის პოპულარიზაცია. ცნობიერი გონება არის აწმყოში არსებული შთაბეჭდილებები, მოგონებები, ფიქრები, ფანტაზია, გრძნობები, ყველაფერი რაც გათვიცნობიერებული გვაქვს. ამას ფროიდი წინა ცნობიერებას ანუ ხელმისაწვდომ მეხსიერებას უწოდებდა, ყველაფერი რაც ადვილად შეიძლება გახდეს შეცნობადი, მოგონებები რომლებზეც შეიძლება არ ფიქრობ მოცემულ მომენტში, მაგრამ ადვილად შეგიძლია ამოიტივტივო მეხსიერებაში. ფროიდმა დაუშვა, რომ ასეთი ცნობიერება ჩვენი გონების მხოლოდ მცირედ ნაწილს შეადგენს. ხოლო უმეტესი ნაწილი შეუცნობელია. ეს შეიცავს ყველაფერ იმას რაც ჩვენთვის ძნელი გასათვიცნობიერებელია, მათ შორის ჩვენი ალღო და ინსტინქტი, ასევე მოგონებები ან ემოციები, რომელთა გახსენებაც ჩვენთვის ძალიან არასასიამოვნოა. ფროიდის თეორიის თანახმად შეუცნობელი გონება ჩვენი მოტივაციის ნაყოფია, თუნდაც მარტივი მოთხოვნილებები საჭმლის ან სექსის, ნერვული იმპულსიურობა, მხატვრის ან მეცნიერის მოტივაცია.
ზიგმუნდ ფროიდი 1880-1882 წლებში თავის მასწავლებელ დოქტორ ბრუერთაბ ერთად იკვლევდა ბრუერის პაციენტის, მეტსახელად ანა ოუს ძალზე განსაკუტრებულ შემთხვევას. 21 წლის ანა ოუ დღის უმეტეს ნაწილს ინვალიდი მამის მოვლაში ატარებდა, როცა მას მტანჯველი ხველა დაეწყო. დამტკიცდა, რომ ამ ხველას ფიზიოლოგიური გამომწვევი მიზეზები არ გააჩნდა. ანას მეტყველებაც გაუჭირდა, მალე სრულებით დამუნჯდა. როცა მეტყველება აღუდგა, ანა მხოლოდ ინგლისურად საუბრობდა, მაშინ როცა მისი მშობლიური ენა გერმანული იყო.
მამის სიკვდილის შემდეგ უარს ამბობდა ჭამაზე, განუვითარდა დამბლა, გრძნობა დაკარგა ხელებში და ხშირად ხედვითი ჰალუცინაციებიც ჰქონდა. მაგრამ ექიმებმა ისევ ვერ იპოვეს გამომწვევი მიზეზები.
ანა ოუს ჰქონდა ზღაპრული წარმოსახვები. ბრუერის დიაგნოზი იყო ისტერია, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა ამ სიმპტომის გამომწვევი მიზეზი არაფიზიოლოგიურია. ანას ხშირად ემართებოდა შეტევა,
როგორც თვითონ უწოდებდა „ღრუბლებში“ ვარდებოდა. ბრუერი კი ამ მოვლენას „სპონტანური ჰიპნოზის“ სახელით განმარტავდა. ასეთი შეტევის დროს ანა ხშირად ბოდავდა მთელი დღის განცდილი გრძნობებისა და დანახული ჰალუცინაციების შესახებ. მათი მოსმენით ბრუერმა არა ერთი ავადმყოფური სიმპტიმის ახსნა შეძლო. ერთხეკ ანამ დიდი ხნით თქვა უარი წყლის დალევაზე. ეს გამოიწვია მისმა სიზმარმა, თითქოს ქალი იმ ჭიქიდან სვამდა წყალს, რომლიდანაც ძაღლს ჰქონდა დანალევი. ამ სიზმრის გამო ყოველ ჯერზე წყლის დანახვისას ანას გული ერეოდა.
მალე ანა დოქტორ ბრუერს გვერდიდან არ შორდებოდა. ზიგფრიდი ხვდებოდა, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ. ანა ოუმ თქვა, რომ იგი ბრუერისგან ორსულად იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა, ანას ავადმყოფურმა წარმოსახვამ განავითარა ისტერიული ორსულობა. ბრუერს ოჯახი ჰყავდა და ამ ფაქტმა სურვილი დაუკარგა ანა ოუზე გამოკვლევები გაეგრძელებინა.
თერთმეტი წლის შემდეგ ფროიდმა და ბრუერმა ანას მაგალითზე ისტერიის შესახებ წიგნიც გამოსცეს. დიდი ცხოვრებისეული ტრაუმა, რომელიც ილექება ადამიანის ცნობიერებაში, ხდება გამომწვევი მიზეზი მსგავსი ისტერიული გამოვლინებებისა. როცა ადამიანის გონებაში დაგროვილია სტრესი და გაუმხელელი გრძნობები, ისინი ისტერიული სიმპტომების სახით გამოვლინდებიან ხოლმე. მოგვიანებით ფროიდმა განავრცო ის, რაც ბრუერს სახალხოდ არ გამოუქვეყნებია - გაუმხელელი სექსუალური მისწრაფება და დაუკმაყოფილებლობა არის საფუძველი ყველა მსგავსი ისტერიული ნევროზისა.
მომხდარის შემდეგ ანა ოუ სანატორიუმში ცხოვრომდა. მალე იგი გერმანიის წარმატებული სოც-მუშაკი გახდა. მისი ნამდვილი სახელი და გვარი ბერტა პაპენჰეიმია, თუმცა იგი უმრავლესობისთვის ცნობილია როგორც ანა ოუ, ზიგმუნდ ფროიდისა და იოსებ ბრუერის გენიალური თეორიის შთაგონების საგანი. ანა ოუ გარდაიცვალა 1936 წელს.
ტეგები: biography, psychology, qwelly, ბიოგრაფია, ზიგმუნდ ფროიდი, თეორია, ფროიდი, ფსიქოლოგია
Welcome to
Qwelly
გამოაქვეყნა ლაშა_მ.
თარიღი: იანვარი 7, 2026.
საათი: 3:17am
0 კომენტარი
1 Like
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის
საშობაო ეპისტოლე
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ:
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო,
რამეთუ აჰა ესერა, ძე…
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: იანვარი 6, 2026.
საათი: 10:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
Legend of YMIR Diamonds represents a reinvention of the classic Legend of Mir franchise, merging Nordic mythological tones with the modern architectural power of Unreal Engine 5. It blends cosmic lore, MMO systems, faction-driven storytelling, and blockchain-enhanced progression into a cohesive universe shaped by divine tragedy and player ambition. To understand the game strategy and mechanics, players should first grasp the dramatic lore and structural pillars that define YMIR…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
In , building a powerful character hinges on more than just gear and skills—your Max Spirit is a crucial resource that fuels many of the game most potent abilities. To increase your Max Spirit, you'll need Uncut Soul Gems, rare and valuable items that unlock your true potential. Whether you're min-maxing a Spirit-heavy build or just looking to unlock stronger abilities, gathering these gems efficiently is a must.
This guide covers the best…
გაგრძელება
გამოაქვეყნა nino bubulashvili_მ.
თარიღი: დეკემბერი 29, 2025.
საათი: 12:14am
0 კომენტარი
0 მოწონება
გამარჯობა💜ბოდიში შეწუხებისთვის,ამ ერთხელაც გთხოვთ გვერდში რომ დამიდგეთ💜მცირედით თუნდაც და იქნებ ამ ახალ წელს შემიმსუბუქდეს მდგომარეობა,ჩემი სამი შვილის გამო რომ ლამაზი ახალი წელი ქონდეთ.ნუ განმსჯით,ცუდ მდგომარეობაში რომ არ ვიყო,არ შეგაწუხებდით😔
18001060169
ეს არის პირადი ნომერი მეუღლის,უშანგი ჭუმბურიძე…
© 2026 George.
•