სენი რომლისგან გათავისუფლება არავის სურს!

   ფსიქოლოგია არის მეცნიერება რომელიც ადამიანის პიროვნებას, მის ფსიქიკურ კანონზომიერებებს, ქცევას შეისწავლის. მოკლედ, იგი მრავლისმომცველი ტერმინია. მას კი ფსიქოლოგები შეისწავლიან, ალბათ ეს ყოველი თქვენგანისთვის მისახვედრია. ფსიქოლოგის დახმარება იმ ადამიანს სჭირდება, რომელსაც ერღვევა სწორედ ეს ფსიქიკური კანონზომიერებები და იქცევა სხვებისაგან განსხვავებულად, მისთვის გარემო უცხოვდება, ისევე, როგორც ადამიანები და მისთ. ამ შემთხვევაში კი მინდა ვილაპარაკო აზარტომანიაზე და აზარტომანებზე. საერთოდ “მანია” ნიშნავს რაიმეთი ძლიერ გატაცებას, ეს გატაცება შეიძლება ავადმყოფურიც კი იყოს. ერთი შეხედვით, გატაცება, რაიმეს ძლიერ სიყვარული დაავადება არ არის. თუმცა ეს იმ საგანზეა დამოკიდებული. თუ კი ეს მანია აზიანებს ადამიანის ნერვულ ან სხვა ორგანოთა სისტემას, იგი რა თქმა უნდა ავადმყოფობად ითვლება. თავად აზარტი არის რაიმეს გატაცებით სიყვარული, თავგატაცებით. მაგალითად, ფულის, ნადირობის და მისთ. თუ ადამიანი ამით ხანდახან კავდება, ამით მას არაფერი დაუშავდება.მაგრამ როცა პიროვნება გრძნობს “წყურვილს”, რომ კიდევ და კიდევ ითამაშოს, ეს უკვე ნერვული სისტემის დარღვევაა. აზარტომანები ამ საქმიანობით იღებენ იმ სიამოვნებას, რასაც ჩვენ ვღებულობთ ჭამით, წყლის სმით… და მათთვის ეს საქმიანობა ხდება შემცვლელი იმ ყოველდღიურობისა, რომელიც ასე მნიშვნელოვანია. ის, ასე ვთქვათ, ზის ნაჭუჭში უზრუნველყოფილი, მისი აზრით, ყველაფრით. მას აზარტი დიდ სიამოვნებას ანიჭებს, თუმცა მის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას ახდენს. ასეთმა ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს ისეთი სერიოზული შეცდომა, როგორიცაა ოჯახის დანგრევა, სახლის გაყიდვა, თვითმკვლელობა. თუ შეადარებთ, რომელი უფრო განკურნებადია, ნარკომანია,თუ სხვა ასეთი სახის მანია, ან აზარტომანია, მაშინ მიხვდებით რომ ნარკომანიის დაძლევა უფრო მარტივია. თუმცა აზარტომანიაც იკურნება, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი აღიარებს იმას, რომ დაავადებულია და მიაკითხავს ფსიქიატრს ან სხვა რომელიმე სპეციალისტს, რომელიც მას დახმარებას გაუწევს. აზარტომანია არის 21-ე საუკუნის დაავადება, რომელიც კაცობრიობის პრობლემად იქცა. აზარტომანიის დასამარცხებლად, ისევე, როგორც სხვა ფსიქოლოგიური დაავადების დასამარცხებლად საჭიროა მხოლოდ ნებისყოფა და სურვილი, რომ შეიცვალოთ. იცოდეთ, აზარტომანები იღებენ რა სიამოვნებას, ამით აზიანებენ სიამოვნების ცენტრს. იცით ალბათ, სიამოვნების ჰორმონია ენდორფინი, რომელიც გამოიყოფა სხვადასხვა სიტუაციებში. სხვათა შორის სიკვდილის დროს, ეს ადამიანს სიკვდილს უადვილებს. შესაბამისად ენდორფინის გამოყოფაც შეიძლება დაზიანდეს. იგი აღარ გამოიყოს და ადამიანს დეპრესია დაემართოს. ამიტომ შესაძლოა აზარტომანიამ სიკვდილამდეც კი მიიყვანოს ადამიანი. ასე რომ, სიამოვნებაში და აზარტშიც ზომაა საჭირო.

ტეგები: Qwelly, psychology, აზარტი, დაავადება, სენი, ფსიქოლგია

ნახვა: 788

გამოხმაურებები!

საკმაოდ ფერადი და სასიამოვნო სენია, განსხვავებით სხვა სენისგან რომელიც გკლავს. ჰოდა, მაშ რა საჭიროა საერთოდ სენად მოვიხსენიოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმსხვილესი შემავსებელი? )) 

რომც აღიაროს რო ავადაა ან წავა და ან არა ჩვენ ქვეყანაში ფსიქოლოგთან სიარულის კულტურა არაა.

არც საყოველთაო ჯანდაცვაში არ შედის ისე :D ანუ ვერც ოჯახის ექიმი გაგიკეთებს მიმართვას ფსიქოლოგთან და ისე კიდე ძაან ძვირია ამიტომ დაავადებულს ფსიქოლოგის ფული თუ ექნება იქ კიარ წავა არამედ კახას საყვარელ ადგილას შანგრილაში :D

RSS

ღონისძიებები

ბლოგ პოსტები

ქალთა უფლებები, პრეზენტაცია

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 8:13pm 0 კომენტარი

ფიროსმანი, კრწანისი

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

ნიკოლოზ (ნიკო) ფიროსმანაშვილი

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

 ნიკო ფიროსმანაშვილის მხატვრული მეთოდი

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი…

გაგრძელება

პიკასო, გერნიკა

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

კოლოქვიუმი

პიკასო

ქეთევან პოპიაშვილი

ჯგუფი 1

პიკასო

კურსის ხელმძღვანელი: გიორგი ხოშტარია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2023…

გაგრძელება

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

გამოაქვეყნა Ketevan_მ.
თარიღი: ივლისი 18, 2025.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

შუალედური წერა

მაიკლ მურის ფარენჰეიტი 9/11

ომი და თანამედროვე საზოგადოება

ქეთევან პოპიაშვილი…

გაგრძელება

Qwelly World

free counters