ძნელია დაფიქრდე, უკან მიიხედო და უკლებლივ ყველა გაღიმებული დაინახო...
შეუძლებელია! შეუძლებელია თვალი გადაავლო შენს პაწაწუნა ცხოვრებას და ვიღაც გულნატკენი არ დაგხვდეს, შეხედო და გულზე ეკალივით არ მოგედოს მისი სევდა…
ხომ აგრეთვე შეუძლებელია ვიღაც უპასუხოდ დატოვო ათასი უკმაყოფილო ვალები, დაუბრუნებელი ნივთები, შენგან მივიწყებული დაპირებები ძნელია უყურო ადამიანის სახეს სულ მომტირალს, მირცვლებულს სხეულს მიგავს მაშინ გული, სადაცაა უნდა გასკდეს ბოღმისგან, მეც ვითრგუნები და მზე მინდება. მზე თბილი, კაშკაშა მზე… რომელსაც ყველა ბავშვი ერთნაირს ხატავს, მაგრამ დანახვით ვერავინ უსწორებს თვალს რამდენჯერ ვცადე მენახა, მაგრამ სულ ცრემლები მრჩებოდა მწვანე თვალებზე… ეს არის საათივით აწყობილი დედამიწა და ცხოვრება, ყველას კმაყოფილს ვერ დატოვებ! მაშინ ღმერთი უნდა იყო და მაშინაც გამოყოფდნენ თავს სადღაც უკმაყოფილონი, ვინც დღეს რესტორანში ვერ წავიდა და ამის გამო შენ დაგადებდნენ ბრალს. რამდენჯერ მიფიქრია “ღმერთობა” იმაზეც დავფიქრებულვარ რა საპასუხისმგებლოა ეს ყველაფერი, ისმინო მილიონობით ლოცვა ჩურჩულით ნათქვამი უფალო დამიფარე და ყველა შენს იმედზე თითქოს შენ ორგანიზმი ხარ და ეს სურვილები სისხლი, ყველა აუსრულებელი სურვილი თითო წვეთ სისხლის ფასად გიჯდებოდეს და ბოლოს მაინც კვდებოდე უბრალოდ იმიტომ, რომ ღმერთი ხარ და მაინც ვერ მოერიე გაუმაძღარი ხალხის სურვილებს! ყველას რომ თითო სურვილს უსრულებდე? მილიარდს გთხოვდი, უეჭველად… მაგრამ იმაზეც ვფიქრობ, ჩემს გარდა რამდენი გთხოვდა ამ მილიარდს, ფულიც უფასური გახდებოდა, არა, რაღაც ორიგინალური უნდა მოვიფიქრო ღმერთო რომ გთხოვო! მოდი მე ვიქნები ერთი და გაბედული, მოდი ერთი დღე ღმერთად მამყოფე არ მეშნია თუ ამ სურვილის გამო ჯოჯოხეთში დავიწვები, მე სიყვარულით მაქვს გული აღსავსე, ცოტათი მეტი ვარ შენი სხვა ქმნილებებისგან, მე შენი არ მჯერა და ილუზიებით გესაუბრები…
მოდი მოვისურვებ და ჩემი ქვეყანა ყველაზე ცნობილი გახდეს. ძნელია იყო ღმერთი?
მოდი ისე ვქნათ, რომ შემდეგი სურვილები სამუდამოდ აუსრულებელი დარჩეს
-არ იყოს სიკვდილი
-არ ვბერდებოდეთ
-არ ვიბადებოდეთ მახინჯები (ფიზიკურად განსხვავებულები)
-არ არსებობდეს გულის ტკენა
ხ ა ლ ხ ო! ! ! რატომ ვერ ვსწავლობთ ამა თუ იმ მოვლენის დაფასებას? მინდა ღმერთი ვიყო 1 დღით, ჩაგყვიროთ და ჩაგჩხავლოთ ყურებში რეალობა, აგახელინოთ თვალები და შემდეგ ისევ ვიყო მე! ვიბნევი! არც ის არ მინდა ყველამ სიმართლით იაროს არა, ვერაფერში შემაქვს ცვლილება ისე უნიკალურადაა მოწყობილი ყველაფერი მათხოვრები და შიმშილი რომ არ არსებობდეს, აბა ვის ვუყურო მე? ვინ მაძლევდეს მე სწავლისთვის და სამსახურისთვის სტიმულს? სიკვდილი რომ არ იყოს, როგორ მივხვდე მე ცოცხალის ფასს? რომ არ ვბერდებოდეთ, საიდან დავაფასო მე ჩემი საუკეთესო წლები? რომ არ არსებობდნენ მახინჯები, სილამაზე როგორ დავაფასო ? გულის ტკენა როგორ არ უნდა არსებობდეს ხააალხო, ჯაამათნო ? როგორ დავაფასო მე ჩემი ღიმილის მიზეზი, თუ ერთხელ მაინც არ მეტკინა გული ? ნელ-ნელა ვხვდები კი არა, უკვე მივხვდი რომ მთავარია დაფასება ვისწავლოთ განა ადამიანების? ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს ! ! ! ძნელია მოკვდე შემდეგ კი გითხრან:
-უკან მიიხედე, იქ შენი განვლილი ცხოვრებაა რამდენ ჩვეულებრივ დღეს აღმოაჩენ, რამდენ გულის ტკენას, რამდენ სილამაზეს და სიმახინჯეს, სიბოროტეს და სიკეთეს, რამდენ სიცოცხლეს აღმოაჩენ და შემდეგ მიხვდები ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც არის
ინანებ!
რა თქმა უნდა ინანებ უეჭველად ინანებ, თვაშიც წამოირტყამ ხელს აუ, აუს ძახილში შეიძლება თავიც აგტკივდეს, მაგრამ ღიმილი უნდა შემოირტყა ალმასის ქამარივით სახეზე, კარგად რომ ჩაყვე ცხოვრებას, ბევრ კარგს დაინახავ იმას, თუ როგორ აძლევდი ბავშვობაში მათხოვარს ფულს ან იმას, თუ როგორ დაუთმე ქალბატონს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადგილი, რომელიც სამსახურიდან დაბრუნებული ძალიან დაღლილი იყო და იმ დროს რომ შენ ადგილი არ დაგეთმო, ალბათ გული წაუვიდოდა! ბევრი რამ არის, ბევრი წვრილმანი, ბევრი ცრემლი და გაღიმება ცხოვრება ძალიან მშვენიერი რამ არი, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მშიერს ჭამა შეგეძლება, დაღლილს დასვენება, მოწყურებულს დალევა და ა. შ თქვენ წარმოდგენაც კი არა გაქვთ, რა ცოტა გჭირდებათ თითოეულს ბედნიერებისათვის:
ვცდილობ რეალურად შევხედო ყოველთვის ყველაფერს ცხოვრება, სულ მინდა ამ უცნაურ მოვლენაზე ვისაუბრო და ყოველთვის უპასუხოდ მრჩება საბოლოო კითხვები... უბრალოდ ძნელია რაღაც-რაღაცეებს გაუმკლავდეს ადამიანი!
იცით რა არის სილამაზე?
სილამაზე არის შვილის თვალები
სილამაზეა როცა სარკეში იყურები და საკუთარ თავს ხედავ, იცი რატომ? იმიტომ, რომ მხედველობა გაქვს!
სილამაზეა ისიც, რომ გესმის, აღიქვამ აცნობიერებ უბრალოდ ჯერ 80%’ს არ დაუკარგავს არც-ერთი, თორემ უეჭველად დააფასებდა.
მე არ ვცდილობ ამ ჩემი ჩამალული პოსტით ვინმეს რაიმეზე ავახელინო თვალები! მე უბრალოდ ვწერ ცხოვრება საჰაერო ბუშტს ჰგავს, რომელიც ბევრი საინტერესო ემოციებით არის აღსავსე საინტერესო ადამიანის ცხოვრება კიდევ ისეთი მსუქანია გეგონება ესესაა უნდა გასკდესო
ძნელია გაიღიმო როცა ამდენი რაღაცის თქმა გინდა როცა შენთვის მნიშვნელოვანს ეხებიან, შენ კიდევ იმის ნაცვლად - ხელი გაუშვი, ჩემია ეგ საზიზღარო! უნამუსო!
უბრალოდ იღიმი და ყურადღებას არ აქცევ...
ძნელია იცხოვრო გაიარო უკანმოუხედავად და ყველა გაღიმებული დატოვო
ძნელია იცხოვრო
ი ც ხ ო ვ რ ო!
ტეგები:
araaa chemi araa:)
kidev kai :))))))
ani gelashvili_მ თქვა:
araaa chemi araa:)
dzalian bevri ram ax;losaa simartlestan zzogi simartleea magraaam es yuurchi chadzaaxeebeebi araa sachiiro :) visac unda yvelaam kargad iciis realooba :D
ცის___ია_მ თქვა:
kidev kai :))))))
ani gelashvili_მ თქვა:araaa chemi araa:)
amashic getanxmebi magram yvelam tavis cxoovrebaas mixeedoos tu sheidzleba da sxvisas tavi daaneboos :D ai ra ar momeewoona :D tu aseti magariia ...
gocha katcharava_მ თქვა:
me ar daviwyeb cxovrebis sazrisis dzebnas is albat yvelsatvis individvaluria magram ver gaviziareb ias rom vigaca maxinji imitom unda iyos rom me silamaze davinaxo an vigacs xeli imitom unda qondes gashverili rom me mowyale gavxde da a. sh. me momismeni ra pasi eqneboda cxovrebas probleemebis da gulidstkivilis garsheo magram amas veraprit davetanxmebi es albat tavis damshvideba uproa. ise ki cxovreba tu ramed girs mxolod imistvis rom tqvamiyvarxar sxav yvelaperi sisulelea. :DDD
Welcome to
Qwelly
ივნისი 23, 2026 6pm_დან დეკემბერი 31, 2026 7pm_მდე – ფილარმონია
0 კომენტარი 0 მოწონება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:08pm
0 კომენტარი
0 მოწონება
წმიდა მოწამე ლონგინოზ…
გაგრძელება
გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm
0 კომენტარი
0 მოწონება
დიდი ხნის შემდეგ…
გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am
0 კომენტარი
2 მოწონება
რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები
ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…
გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am
0 კომენტარი
0 მოწონება
Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…
გაგრძელება
გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…
გაგრძელება
გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am
0 კომენტარი
0 მოწონება
An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…
გაგრძელება
© 2026 George.
•