ინსაითზე ორიენტირებული ხანმოკლე თერაპია

  ამ ტიპის ფსიქოთერპია ცდილობს დაადგინოს ფსიქიკური აშლილობის წყარო ადრეულ ბავშვობისდროინდელ გამოცდილებაში და, აგრეთვე, ის არაცნობიერი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს ანომალიურ ქცევას, ემოციებსა და აზროვნებას. ის ცდილობს გამოიწვიოს შეზღუდული, მაგრამ ღირებული ცვლილებები ყოველკვირეული სეანსების მეშვეობით, რომლებიც 6-9 თვე გრძელდება. მკურნალობა კონკრეტულ პრობლემებზეა ფოკუსირებული, რის გამოც მას, ფოკუსურ ფსიქოთერაპიასაც უწოდებენ. შესაბამისი პროცედურები ქვემოთ არის აღწერილი. მკურნალობის დაწყება საწყისი გამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია. ის ნაჩქარევად არ უნდა ჩავატაროთ. თერაპევტი გადაწყვეტს, თუ რამდენად შესაფერისია პაციენტისტვის ხანმოკლე მკურნალობის ჩატარება (იხ. ქვემოთ). იგი შეარჩევს პრობლემებს, რომლებზეც მკურნალობა იქნება ფოკუსირებული, უთანხმებს პაციენტს ამ პრობლემებს და თერაპიის ხანგრძლივობას. ჩვეულებრივ, მკურანლობის დასასრულს ზოგიერთი პრობლემა გადაუჭრელი რჩება, რის შესახებაც პაციენტს თავიდანვე აფრთხილებენ. თერაპევტი განუმარტავს პაციენტს, თუ რა მიზანს ემსახურება წარსული და აწმყო ქცევითი პატერნების ურთიერთდაკავშირება. გარდა ამისა, თერაპევტი განმარტავს, რომ მისი მიზანია პაციენტის დახმარება საკუთარ პრობლემებში გარკვევასა და პასუხების პოვნაში, რომ მის ფუნქციაში არ შედის პაციენტის მაგივრად მისი პრობლემების გადაჭრა. ატმოსფერო, რომელიც იქმნება თერაპიის პირველივე სეანსზე, აგრძნობინებს პაციენტს, რომ ის ამ პროცესის მონაწილეა. ის გრძნობს, რომ მას უსმენენ და თავისუფლად შეუძლია საუბარი ისეთ აზრებსა და ფანტაზიებზე, რომლებიც ადრე არავისთვის გაუმხელია. შემდგომი სეანსები შემდგომ სეანსებზე პაციენტს ეხმარებიან:

  • დაასახელოს შერჩეული პრობლემის კონკრეტული მაგალითები და განიხილოს ის, თუ რას ფიქრობდა, გრძნობდა, და აკეთებდა ასეთ შემთხვევებში;
  • თავისუფლად ისაუბროს ემოციურად მტკივნეულ საკითხებზე თერაპევტთან შეთანხმებული თემის ფარგლებში;
  • გამოხატოს აზრები და გრძნობები მაშინაც კი, როდესაც ისინი მას არალოგიკურად და სამარცხვინოდ ეჩვენება;
  • დაინახოს საკუთარი როლი იმ სირთულეებში, რომლებსაც სხვა ადამიანებს მიაწერს;
  • ეძებოს საერთო თემები საკუთარ პრობლემებში და სიტუაციებზე გაცემულ რეაქციებში;
  • იფიქროს იმის შესახებ, თუ როგორ გამოვლინდა პირველად ქცევის ამჟამინდელი პატერნები, რა ფუნქციას ასრულებდნენ ისინი წარსულში და რატომ განაგრძობენ არსებობას;
  • განიხილოს აზროვნებისა და ქცევის ალტერნატიული სახეები რთულ სიტუაციებში აღმოჩენისას;
  • მოსინჯოს ქცევისა და ემოციებზე რეაგირების ახალი და უფრო ადაპტური ფორმები.

   თერაპევტის ფუნქციაა პაციენტის გამონათქვამის ინტელექტუალურ და ემოციურ შინაარსზე რეაგირება (მაგ. "როგორც ჩანს გაბრაზდით, როდესაც ეს მოხდა"). თერაპევტი ეხმარება პაციენტს გაანალიზოს ის განცდები, რომელთა არსებობასაც ის ადრე უარყოფდა და იფიქროს იმ წარსული სიტუაციების შესახებ, რომლებშიც ასეთი განცდები იჩენდა თავს. თერაპევტი თანაბარ ყურადღებას უთმობს პაციენტის სიტყვებსა და არავერბალურ ქცევას, რადგან მათ შორის არსებული წინააღმდეგობა ხშირად მიუთითებს ისეთი პრობლემის არსებობაზე, რომელსაც პაციენტი უშუალოდ არ გამოხატავს. თერაპევტი ცდილობს ძირითად თემებზე ფოკუსირებას ანუ ცდილობს თავი აარიდოს ისეთ პრობლემურ სფეროებს, რომლებზეც მუშაობა დათქმულ დროში ვერ მოხერხდება მათი სირთულის გამო. თერაპევტის მიერ გაკეთებული ინტერპრეტაცია შეიძლება წარმოადგენდეს ჰიპოთეზას, რომელიც ერთმანეთს უკავშირებს წარსულსა და აწმყო ქცევებსა და მოვლენებს, ან კომენტარს დაცვითი მექანიზმების შესახებ (მაგალითად, სეანსების დროს აღდგენილი მეხსიერების შინაარსების ბლოკირება; ის საშუალებები, რომელთა მეშვეობით პაციენტი არაცნობიერად იცავს თავს უსიამოვნო განცდებისაგან). ტრანსფერი და კონტრ-ტრანსფერი (გადატანა და უკუგადატანა). თერაპევტი სიფხიზლეს იჩენს გადატანისა და უკუგადატანის ჩამოყალიბების მიმართ. გადატანამ შეიძლება გამოააშკარავოს ის, თუ როგორ რეაგირებს ამჟამად პაციენტი სხვა ადამიანებზე და როგორ რეაგირებდა ის, ბავშვობაში, თავის მშობლებზე. ხანმოკლე თერაპიისას, უკუგადატანად ითვლება თერაპევტის როგორც შესაბამისი, ისე შეუსაბამო რეაქციები პაციენტის ემოციურ მდგომარეობაზე. თერაპევტი, რომელსაც შეუძლია გააცნობიეროს საკუთარი რეაქციები, უფრო ობიექტური იქნება და უკეთ გაიგებს პაციენტის მდგომარეობას. რადგან ამგვარი ინსაითი ძნელი მისაღწევია, თერპევტი ხშირად მუშაობს სუპერვაიზორთან ერთად, რომელიც ეხმარება მას უკუგადატანის იდენტიფიკაციაში. ზოგი თერაპევტი თავად გაივლის თერაპიულ კურსს, რათა უკეთ გაიგოს, თუ როგორ განსაზღვრავენ პაციენტზე მის რეაქციას წარსული მკურნალობის დასრულება იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მკურნალობის დროული დასრულება, უნდა დავსახოთ რეალისტური მიზნები და მოვახერხოთ ამ მიზნებზე ფოკუსის შენარჩუნება. გარდა ამისა, ადრეულ ეტაპზევე უნდა განვიხილოთ თერაპიის დასრულებასთან დაკავშირებული პოტენციური პრობლემები. თერაპიული სეანსების დასრულებისას პაციენტი უნდა გრძნობდეს, რომ მას უკეთ ესმის მის მიერ შერჩეული პრობლემები და უფრო მეტადაა დარწმუნებული, რომ შეუძლია მათთან გამკლავება. თერაპიის დასრულების პროცესი გაადვილდება, თუ პაციენტს მოველაპარაკებით შემდგომი შეხვედრების შესახებ, რომლებიც მომდევნო 2-3 თვეზეა გაწერილი.

ნახვა: 779

ბლოგ პოსტები

ლექსი ლონგინოზ ასისთავზე

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 7:00pm 0 კომენტარი

წმიდა მოწამე ლონგინოზ ასისთავი,

აჰა ესერა, დაიფარე ერი ლონგინოზ...

შენ ხარ ვენახი,

დამარხული რწმენა, მრავალგზის...

აჰა ესერა,

დიფარე ერი ლონგინოზ..

და რახანია მირონი გდის

დაღლილ…

გაგრძელება

დიდი ხნის შემდეგ… 

გამოაქვეყნა Oto_მ.
თარიღი: ოქტომბერი 10, 2026.
საათი: 6:56pm 0 კომენტარი

დიდი ხნის შემდეგ… 

რატომ არის აუცილებელი ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე

გამოაქვეყნა Gio_bmw_მ.
თარიღი: სექტემბერი 17, 2026.
საათი: 12:30am 0 კომენტარი

რატომ არის აუცილებელი აშშ-ის ავტომობილის შემოწმება ყიდვამდე: ფარული რისკები და რეალური საფრთხეები

ამერიკული სადაზღვევო აუქციონებიდან (Copart, IAAI) ავტომობილის იმპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება. მიმზიდველი ფასები და…

გაგრძელება

Aion Gladiator

გამოაქვეყნა Benniehench03_მ.
თარიღი: ივლისი 20, 2026.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Aion 2 is shaping up to be a more deliberate MMO experience, where character power is tied not only to level but also to preparation. For players watching the market around , the important question is not simply what to collect, but…

გაგრძელება

How CNC Router Bits Influence Machining Accuracy, Efficiency, and Final Product Quality

გამოაქვეყნა CarbixTools_მ.
თარიღი: ივლისი 13, 2026.
საათი: 7:00am 0 კომენტარი

When discussing CNC machining performance, conversations often focus on machine power, software systems, or automation features. However, the cutting tool is the component that directly interacts with the material and determines the quality of…

გაგრძელება

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care

გამოაქვეყნა BurtPMotz_მ.
თარიღი: ივნისი 22, 2026.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

An Indispensable Tool for Full-Body Skin Hygiene and Healthy Exfoliation Daily bathing is the most fundamental part of personal hygiene and body skin care. Most people rely solely on bath towels, body wash, and hands to clean their bodies during…

გაგრძელება

Qwelly World

free counters