დაბადების წამიდან ყოველი რთულად აგებული ცოცხალი არსება გამოხატავს ემოციას, ემოცია შინაგანი ბიოლოგიური პროცესის შემდეგ უკვე გარეგან რეაქციას წარმოადგენს,ადამიანი ამის ყველაზე ნათელი მაგალითია, არსება რაც უფრო რთულია მით უფრო უამრავი პროცესი უძღვის წინ ემოციის გამოხატვას.

       სიხარული, დარდი, სევდა, შიში, სიყვარული,რისხვა, ზიზღ ეს ყველაფერი ემოციებია და მათ გარეშეარ არსებობს ცხოვრება. ემოციებს გააჩნიათ ობიექტი. ისინი ამ ობიექტისადმი ჩვენს დამოკიდებულებას ასახავენ. ის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ჩვენს დამოკიდებულებას ასახავს არის ემოცია. დ. უზნაძე ემოციას მიიჩნევდა განწყობის პირველ ასახვად ცნობიერებაში. განწყობა მთლიანპიროვნული მზაობაა ქცევისადმი და შედგენბა სუბიექტური ფაქტორისაგან  მოთხოვნილებისაგან და ობიექტური ფაქტორისაგან კონკრეტული სიტუაციისაგან. რადგან განწყობა ქცევის მიზანშეწონილებას ემსახურება, ამიტომ ემოციაც მაინც რეალურობას ასახავს და ქცევის მიზანშეწონილებას ემსახურებას, ის რომ ემოციას რეალობის ასახვაც სეუძლია დასტურედება ე.წ. ინტუიციით (სხვა სიტყვით გრძნობითგრძნობის სახით რაიმე მოვლლენაზე, ან ადამიანზე რაიმე სახის ინფორმაციას გვაწვდის). მაგ. აინშტაინი ამბობდა,( სანამ თავის ცნობილ ფორმულას გამოიყვანდა, იგი წლების განმავლობაში ატარებდა გრძნობას,) რომ თანამედროვე ფიზიკას სინათლის მოვლენა არასწორად აქვს გაგებული ოღონდ ვერ არკვევდა საკუთრივ რა?    მე-19-ე ს. ფსიქოლოგიის კლასიკოსი უილიამ ჯეიმსი მიუთითებდა, რომ შეუძლებელია აღწერო ემოცია, სხეულებრივი გამოვლენის  გარეშე. თუ აღწერ შიშს, არ შეიძლება  არ ახსენო:  კანკალი, ცივი ოფლი, აჩქარებული გულისცემა, როცა რაიმე ემოციას გავივლით ადრენალური გლანდის შიდა ნაწილი მედულა აგზავნის ორ ჰორმონს ეპინეფრინს და ნორეპინეფრინს, რომლებიც ახდენენ ავტონომიური ნერვული  სისტემის აქტივაციას, რაც ქმნის აღგზნების მდგომარეობას, აძლიერებს სიფხიზლის დონეს და ამზადებს ორგანიზმს სწრაფი პასუხისათვის. ამ დროს ფართოვდება თვალის გუგები, რათა რაც შეიძლება მეტი სინათლე შემოუშვას, გული სცემს სწრაფად, სუნთვა ხშირდება, სისხლში იმატებს შაქრის შემცველობა, რაც სხეეულს მოქმედებისათვის საჭირო ენერგიით ამარაგებს. რაც შეეხება პროცესებს თავის ტვინში სენსორული სიგნალები თალამუსის გავლით დიდი ჰემისფეროების ქერქში მიემართება და იქედან გაიცემა „ბრძანება“ ამა, თუ იმ რეაქციაზე. არსებობს უფრო მოკლე გზაც იგი უშუალოდ აკავშირებს თალამუსს ნუშისებრ ბირთვთან,რაც იძლევა საშუალებას გრძნობათა ორგანოებითან მიღებული სიგნალის ნაწილი პირდაპირ მიიღოს.

გამომხატველობა

       ჩვენ ვიღიმებით,  თუ გვიხარია, თუ ვდარდობთ ვიღუშებით, სულაც ვტირით, თუ გვეშინია ვფითრდებით და ვცახცახებთ. თუ გვიკვირს წარბებს მაღლა ვწევთ, თვალებს ფართოდ ვაღებთ, ანუ გარეგნულად გამოვხატავთ ჩვენს ემოციებს. სხვა ადამიანისათვის ეს გამოხატულება ყოველგვარი სიტყვა განმარტების გარეშე ჩვენს შინაგან მდგომარეობას გასაგებს ხდის. ემოციებს აუცილებლად ახლავს სხეულებრივი ცვლილებები, ეს ცვლილებები დამკვირვებლისთვის თვალსაჩინოა. განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებს ზოგჯერ უჭირთ ერთმანეთის გამომხატველი მოძრაობების, მიმიკისა და ჟესტის სწორად ამოცნობა, მაგ. ჩინურ ლიტერატურაში ადამიანები შეწუხების ნიშნად ტაშს უკრავედნენ, გაბრაზებისას იცინოდნენ და ხმამაღლა ჰო-ჰოს წამოიძახებდნენ. მეცნიერებმა მოახერხეს 80_მდე კუნთის გამოყოფა, რომელიც დაკავშირებულია ამა თუ იმ ემოციასთან. ნამდვილი ღიმილი 2-წამი გრძელდება, ყალბი კი შეიძლება 10- წამი გაგრძელდეს. გამომხატველობას გააჩნია სამი ასპექტი: ინსტიქტური, კულტურული და ინდივიდუალური.

ემოციის თვისება

       1.ემოციების ერთ-ერთ ძირითად განსაკუთრებით შემეცნებითი პროცესებისაგან განმასხვავებელ თავისებურებას მათი სუბიექტურობა შეადგენს იგი თვით სუბიქტის შინაგან მდგომარეობას გამოხატავს.

2.ემოცია სუბიექტურია სხვა მნიშვნელობითაც  მისი შინაარსი დამოკიდებულია სუბიექტის პიროვნების მდგომარეობაზე.

3.ემოციების სპეციფიკურ თვისებას მათი პოლარული ხასიათი შადგენს, ყოველი გრძნობა დადებითია ან უარყოფითი,  სიამოვნების ან უსიამოვნების ელფერს ატარებს. ყველა ემოციას ინტენსივობის რაღაც ხარისხი გააჩნია. ემოციები დიდად განსხვავდებიან ხანიერებით, ზოგი ემოცია ძაალიან სწრაფმავალია, ხოლო ზოგი მათგანი წლების განმავლობაში გრძელდება. ემოციის ექსტენსივობა ეწოდება მის გავრცელებულობას სუბიექტში ზოგი ემოცია განსაკუთრებით დიდი ექსტენსივობით ხასიათდება იგი მოიცავს მთელ პიროვნებას. ემოცია და გრძნობა კლასიკურ ფსიქოლოგიაში ანსხვავებენ ამ ორ მცნებას. ემოციაში იგულისხმება სუბიექტის მთლიანობითი განცდა, შიში, მწუხარება, სიხარული და ა. შ. ანსხვავებენ მარტივ და რთულ გრძნობებს. მარტივს უწოდებენ გრძნობებს ,რომელსაც იწვევს საგნის სენსორული ტვისება, სილამაზე, საზიზღარი გემო, უსიამოვნო ხმა. რთული გრძნობებია, რომლებიც უფრო შინაარსეული მოვლენიტაა გამოწვეული,სურათის აღქმით, საინტერესო ინფორმაციით.

ანსხვავებენ 4 სახის გრძნობას : 1. ესთეთიკურს გრძნობები სილამაზის განცდას გულისხმობს ხელოვნებაში, ბუნებაში.  2. ინტელექტუალური  ის გრძნობებია, რომლებიც შემეცნებით პროცესთანაა დაკავშირებული მაგ. გაკვირვება, ცნობისმოყვარეიბა, ეჭვი, ის უნიკალური განცდაა, რომელლიც ეუფლება მეცნიერს, ძნელი პრობლემის გადაჭრის მომენტში. 3. მორალური გრძნობები აღმოცენდება საზოგადოებრივი ურთიერთობის პროცესში, ქცევა შეიძლება შეფასდეს, როგორც ამორალური, ან პირიქით ზნეობრივი და  განიცდება, როგორც სირცხვილის ან სიამაყის გრძნობა.  4. პრაქსილური გრძნობები(სიტყვა პრაქტიკიდან) წარმოადგენენ  მოქმედებაში მიღწეული წარმატების ან წარუმატებლობის უშუალო განცდას.

აფექტი

       ემოციათა სახეებიდან განსაკუთრებით აღსანიშნაბვია აფექტი, ვნება, გუნება, შფოთვა. აფექტი წარმადგენს ერთბაშად წამოჭრილ წსრაფად წარმავალ და უკიდურესად ინტესიურ ემოციას, რომელიც მისი განცდის მომენტში ეუფლება პიროვნებას, წარმართავს მის ქცევას და ძლიერი სხეულებრივი გამოვლინებით ხასიათდება. აფექტის დროს უაღრესად ირღვევა წონასწორობა სუბიექტსა და გარემოს შორის.აფექტს ახასიათებს დიდი ინტენსიობა და მწვავე ხასიათი, მას ფეთქებად ემოციას უწოდებენ. აფექტებს ჰყოფენ ორ ჯგუფად სთნიკურ(სიძლიერის) და ასთენიკურ(სისუსტის). ასთენიკურ აფექტისათვის დამახასიათებელია შესუსუტება და შენელება, სისხლძარღვები ვიწროვდება, სუნთქვა ჩერდება, ადამიანი გაშეშდება, წარმოდგენებისა და აზროვნების მიმდინარეობა ფერხდება.არის შემთხვევები როდესაც ადამიანი დარდის აფექტსაც ძლიერი სთენიკური გამოვლინებებით განიცდის. 

ვნება

       ეს არის ინტენსიური და მეტად ხანიერი (მტკიცე) ემოცია, რომელსაც ახასიათებს სუბიექტის ინტენსიური სწრაფვა გრძნობის საგნის მიმართ. ვნება ინტენსიობის მხრივ აფექტს უახლოვდება, თავისი ხანიერებით იგი აფექტის  საწინააღმდეგოა. ვნება ქრონიკული ემოციური მდგომარეობაა.

გუნება

       გუნება,როგორც ემოციათა თავისებური სახე რიგი თავისებურებებით აფექტის საწინააღმდეგო განცდაა. გუნება მთელი სუბიექტის ზოგადი , გაუნაწევრებელი ემოციური მდგომარეობაა, გრძნობიდ ტონია, რომელიც ყველა მის განცდას თავისებურ ელფერს აძლევს. კარგ გუნებაზე მყოფი პირი სინამდვილეს ვარდისფერი სათვასლით უყურებს. ცუდ გუნებაზე მყოფი ადამიანს ბევრი რამ ისეთიც ეჩვენება არასასიამოვნოდ,რაც სხვა დროს სიამოვნებას გვრიდა.

შფოთვა

       შფოთვა ძირითადად ჩნდება მაშინ, როცა პიროვნება მოცემულ  სიტუაციას განიხილავს, როგორც სახიფათოს. მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისათვის შფოთვის მდგომარეობას იწვევს მოულოდნელი არსებითი  ცვლილებები კარგად შეგუებულ სიტუაციაში. შფოთვის მდგომარეობა ჩნდება პოსტრავმულ ვითარებაში ომის, ძალადობის გადატანის, მიწისძვრის შემდეგ და ა. შ.

ემოციური სტრესი

       სტრესი მე-20-ე ს. ყველაზე გავრცელებულ ფსიქოლოგიურ ფენომენს წარმოადგენს. სტრესს მრავალი ფაქტორი იწვევს: ცხოვრების მაღალი ტემპი, ქალაქის ხმაური, კონკურენცია, საგამოცდო სიტუაციები, ბუნებრივი ფაქტორები. თანამედროვე ფსიქოლოგიაში არის გავრცელებული მეთოდი სტრესის დაძლევის . 1. პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულობა.2. ე.წ. ემოციურ ქოპინგს, როცა ადამიანი გამოხატავს, უზიარებს სხვას თავის გრძნობებს, გადაერთვება სხვა საქმიანობაზე. მნიშვნელოვანია სტრესის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, კუჭის წყლული, ჰიპერტონია, ბრონქიალური ასთმა. ადამიანმა უნდა ისწავლოს სტრესის დაძლევის , მისთვის ყველაზე ეფექტური სტრატეგია.  

 

ნახვა: 4937

ბლოგ პოსტები

A Comprehensive Look at a Norse-Fantasy Realm

გამოაქვეყნა Karmasaylor_მ.
თარიღი: დეკემბერი 15, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

Legend of YMIR Diamonds stands out as one of the most ambitious MMORPG projects inspired by Norse mythology, blending high-fantasy world-building with survival, kingdom management, and large-scale PvP warfare. At its core, the game reimagines ancient myth—specifically the primordial giant Ymir, whose body became the foundation of the world—as the thematic anchor for a sprawling digital realm. This article explores the world, lore, setting, and narrative elements that shape the experience of…

გაგრძელება

Global Hydrogen Cyanide (HCN) Market

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:30am 0 კომენტარი

According to a new comprehensive market analysis report by Reed Intelligence, the global Hydrogen Cyanide (HCN) market is projected to grow steadily from 2023 to 2031 at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 2.2 %. This growth is underpinned by strong demand in sodium and potassium cyanide…

გაგრძელება

Global Azimuth Thrusters Market to Surge

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 11:00am 0 კომენტარი

According to the latest report by Reed Intelligence, the global azimuth thrusters market is projected to witness robust expansion over the forecast period.

Market Size – Base Year & Forecast Year

In the base year 2023, the global  is valued and is forecast to grow through 2031 at an approximate compound annual growth rate (CAGR) of 8%.

Key…

გაგრძელება

Global Electric Fencing Market Set to Grow Strongly Through 2031

გამოაქვეყნა Violet VSM_მ.
თარიღი: ნოემბერი 24, 2025.
საათი: 10:30am 0 კომენტარი

A new comprehensive report by Reed Intelligence reveals that the global electric fencing market is projected to expand at a compound annual growth rate (CAGR) of approximately 5.5% between 2023 (base…

გაგრძელება

Qwelly World

free counters